რელიგია რომის პაპმა ისევ მოიწონა დიდმკერდიანი მოდელის ფოტო 2020, 24 დეკემბერი, 11:08 რომის პაპმა ფრანცისკემ სოციალურ ქსელში მეორედ მოიწონა მოდელის საკმაოდ სექსუალური ფოტო. პონტიფიკის "ლაიქს" თავად მიაქცია ყურადღება მოდელმა და ამის შესახებ Twitter- ზე დაწერა. მარგო ფოქსის( Margot Fox) მიერ გამოქვეყნებული სკრინშოტიდან ჩანს, რომ პაპის ოფიციალური აკაუნტიდან შეფასებულია მოდელის ის ფოტო, სადაც არ ჩანს მისი სახე, მაგრამ სამაგიეროდ მოდელის სხვა ქალური ღირსებებია გამოფენილი - სავსე მკერდი შავ საცურაო კოსტუმში. როგორც International Business Times იუწყება, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს ამ ფაქტზე, გოგონამ დახურა საკუთარი გვერდი, თან დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი აკაუნტი იყო. შეგახსენებთ, ნოემბრის შუა რიცხვებში რომის პაპმა მოიწონა ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბოტოს ფოტო, სადაც ის სკოლის ფორმაში გამოწყობილი ძალზე სექსუალურად პოზირებდა. მომხმარებლებმა უმალ შეამჩნიეს ეს, თუმცა ფრანცისკოს ოფიციალური გვერდიდან, რომელსაც 7, 5 მილიონი ადამიანი ადევენებს თვალს, "ლაიქი" უცებ გაქრა. ამის შემდეგ ვატიკანმა დაიწყო გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. უფრო ადრე პაპმა ფრენცისკემ "ღვთაებრივი" უწოდა საყვარელ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობას ან კარგი საჭმლით სიამოვნებას. - სიამოვნება უშუალოდ ღმერთისგან მოდის, ეს არც კათოლიკურია, არც ქრისტიანული და არც სხვა არაფერი, უბრალოდ ღვთიურია, - თქვა ფრენსისმა(იტალიელი მწერლის კარლო პეტრინის წიგნიდან TerraFutura, სადაც პაპის გამონათქვამებია გამოქვეყნებული) 175 4-ს მოსწონს
|