x
image
mishoo122
გენური თერაპია - ის რაც კიბოს დაამარცხებს
გენური თერაპია (ინგ. Gene therapy) გახლავთ თანამედროვე მედიცინის მიგნება, იგი არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე გარეგან ზემოქმედებას წამლების ან სხვა სახის ნივთიერებების საშუალებით.

გენური თერაპია

გენური თერაპიის მსვლელობისას პაციენტის უჯრედის "რეპროგრამირება" ხდება იმგვარად, რომ არსებული უჯრედი თავად იძენს სასიკვდილო დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თვისებას.

FDA-ს კომისიის წევრმა, ექიმმა სკოტ გოტლიებმა განაცხადა რომ შეძლეს შეექმნათ იმუნოთერაპიის გენეტიკურად მოდიფიცირებული ანალოგი. პრეპარატი "kymriah"-ს დასახელებით რომლის თითოეული დოზა შედგება პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების - ლიმფოციტებისაგან. თერაპიის დაწყებამდე აღნიშნულ ლიმფოციტები გროვდება პაციენტისგან აღებული მასალიდან დაგზავნება დასამუშავებლად ლაბორატორიაში, სადაც ხდება ლიმფოციტთა გენეტიკური მოდიფიკაცია, მათში ახალი გენეტიკური ინფორმაციის "პროგრამირება".


ახალი გენეტიკური კოდი შესაბამის უნარს ანიჭებს T-უჯრედს, რის შედეგადაც T-ლიმფოციტის შეუძლია სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და განადგურება.

image

გენურ თერაპია გააჩნია უდიდესი პოტენციალი, არა მარტო კიბოს, არამედ ისეთი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა მონოგენური, ინფექციური, კარდიო ვასკულარული გართულებები. კკვლევები ძირითადად ამ მიმართულებით მიმდინარეობს თუმცა ამგვარი მკურნალობის არეალი შეუზღუდავია.

0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0