სხვა ჩვენ ყველანი ვიყიდებით - ანუ, ყველანი მეძავები ვართ 2012, 26 აგვისტო, 16:20 ![]() სინამდვილეში ჩვენ ყველანი მეძავები ვართ... ჩვენ ყველას გვშურს და ვნატრობთ დიდ მკერდს, არამარტო სასურველი სამსახურის მძიმე კარებს, არამედ სქლად გამოტენილ საფულეებსაც რომ იოლად აღებს და ჩვენ ყველა სიამოვნებითა და დიდი მადლიერებით მივიღებდით ნაცნობი ბიძიკოს ან ბიცოლას მიერ ''გაჩითულ'' სამსახურს. არ შეგვაწუხებდა არანაირი სინდისი, აზრადაც კი არ მოგვივიდოდა, რომ რაიმე უღირსს ან ამორალურს ვაკეთებთ და პირიქით დარწმუნებულები ვიქნებოდით იდეაში, რომ ყველაფერი სამართლიანადაა, ცხოვრება ხომ ასეთია და თქვენ უბრალოდ მისი წესებით თამაშობთ. მას ემორჩილებით. ან გგონიათ მათზე უკეთესი მაინც ხართ ვინც სხეულს ფასიან ქაღალდებზე ყიდის? ნეტავ ვის ატყუებთ. ნებისმიერი თქვენგანი გაიყიდება. განსხვავება მხოლოდ ტარიფებშია, ზოგი 100, ზოგი 1000, 10 000 ან თუნდაც მილიონ ევროდ, მაგრამ ნებისმიერი თქვენგანი გაიყიდება, გამონაკლისები მხოლოდ სულელები არიან. ასე რომ თქვენ ორი არჩევანი გაქვთ - : 1. გააგრძელეთ მათი ლანძღვა და შური ვისაც თქვენზე მეტი ფული აქვს და ზემოდან უყურეთ ღირსეულებს, მაგრამ ღარიბებს და კიდევ უფრო განუდიდეთ საკუთარი თავის სიძვირფასე საკუთარ თავსვე, ან 2.მიბაძეთ მათ, მერე რა რომ მარცხის გეშინიათ, თქვენ ხომ გულის სიღრმეში ყოველთვის გინდოდათ ამის გაკეთება. პ.ს. 2 არჩევანი ეს მე შემოგთავაზეთ, თორემ თქვენი არჩევანის სიმრავლე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. 757 8-ს მოსწონს 2-ს არა
|