x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს გერანი (ბალბა) ყველა ოჯახში

გერანის, იგივე ბალბას შესახებ, ალბათ, ყველას სმენია. მაგრამ, ბევრმა არ იცის ამ მცენარის გასაოცარი თვისებების შესახებ. გერანიმ, მისი «მოშინაურების» შემდეგ, ყვავილების მოყვარულებს შორის, პოპულარობა მალევე მოიპოვა და ამის, მეტად საინტერესო, მიზეზებიც არსებობს.


image


არის თილისმა


ძველთაგანვე ითვლება, რომ გერანის მაგიური თვისებები გააჩნია და რომ ის, სახლს ბოროტი თვალისგან, ცუდი აზრებისგან და დაუპატიჟებელი ბოროტი ადამიანებისგან იცავს. ასევე, იმასაც ამბობენ, რომ სადაც გერანი არის, არანაირი ჩხუბი და კონფლიქტი არ ხდება. მის სიახლოვეს ადამიანები, თითქოს, უფრო კეთილები ხდებიან. გარდა ამისა, მცენარე სახლს მხოლოდ ცუდი თვალისგან კი არ იცავს, – დადებით ენერგიასაც იზიდავს, რომელიც სულიერ იარებს კურნავს.


აძლიერებს ნერვულ სისტემას


imageეს ყვავილი, მისი ანტიდეპრესანტული თვისებების გამოც ფასობს. საკმარისია, მცენარესთან ერთად, ერთ ოთახში, სულ ცოტა ხნით ყოფნა, რომ მაშინვე სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. თუმცა, ეს მაგიათან არანაირ კავშირში არ არის...

დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ მისი ეთერზეთები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ადამიანებისთვის, რომლებსაც სტრესული მდგომარეობისკენ აქვთ მიდრეკილება, გერანის სიახლოვეს ყოფნა არის რეკომენდირებული.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი საძინებელში მოთავსება არ შეიძლება – ხანგრძლივი დროის მანძილზე, მძაფრი არომატების შესუნთქვა, შეიძლება, თავის ტკივილის მიზეზი გახდეს.


მწერებისგან გვიცავს


იგივე ეთერზეთების და ძლიერი სუნის წყალობით, გერანი ძალიან არ უყვართ მწერებს. მის სიახლოვეს ყოფნას ერიდება ბუზი, კოღო, რჩილი და ფაროსანა. ხოლო, მცენარის ფოთლებს, რწყილების მოცილების მიზნით, შინაური ცხოველების ბეწვს უსვამენ.



მარტივად მოსავლელია


გერანი უპრეტენზიო მცენარეა. ხოლო, მისი ყვავილობის პერიოდი, სათანადო გარემო პირობების შემთხვევაში, თითქმის ნახევარი წელი გრძელდება.

imageზაფხულში გერანის გადარგვა ღია გრუნტში შეიძლება, ზამთარში კი, ისევა სახლში უნდა შეიტანოთ.

როგორც აღვნიშნეთ, ეს მცენარე მწერების «რისხვაა» და ამიტომ, მავნებლების თავდასხმის მსხვერპლი იშვიათად ხდება.

მისი მოვლა, მართლაც რომ მარტივია და შეიძლება თამამად ითქვას, რომ უფრო მარტივი, ვიდრე სახლის მცენარეების უმრავლესობის მოვლა.


წმენდს ჰაერს


გერანის, ამჟამად, ძველი «დიდება» და პოპულარობა დაკარგული აქვს. თუმცა, სულ ტყუილად... მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ის ჰაერს ისეთი მავნე აირებისგან წმენდს, როგორიც ფორმალდეჰიდი და ბენზოლია და მის იონიზირებას ახდენს.

ნივთიერება, რომელსაც ეს მომხიბლავი ყვავილი გამოყოფს, გარემოს კარგი დეზინფიკატორია.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. ვენერა — ჩვენი ისტორიული სამშობლო?!

6. ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ფილმებში შეყვარებულები ითამაშეს

0
683
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0