ტექნიკური განახლებადი ენერგია - თანამედროვე მსოფლიოს მომავალი 2020, 23 დეკემბერი, 15:09
განახლებად წყაროებში მოიაზრება ქარის, მზისა და ოკეანის ენერგია, აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია, ჰიდროთერმული ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელზე ორგანული მასალის დაშლის შედეგად მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში წარმოქმნილი გაზი, ბიოგაზი და სხვა ისეთი წყაროები, რომლებიც წიაღისეული რესურსებისგან განსხვავებით ამოუწურვადია და მისი მოხმარების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანის დონე მინიმალურია. განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მიღება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყეს, ხოლო 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვნად დაიხვეწა და მომგებიანი ბიზნესიც კი გახდა, როგორც ტექნიკის მწარმოებლებისათვის ასევე აღნიშნული ტექნოლოგიით მოსარგებელთათვის. 92 1-ს მოსწონს
|