მას შემდეგ რაც უსახლკარო მამაკაცის ტრანსფორმაციის ფოტოები ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში, იგი ოჯახმა იპოვა, რომელთაც კაცი 10 წლის გარდაცვლილი ეგონათ
ზოგს ისეთი იღბალი არ აქვს, როგორც სხვებს. ცხოვრება მათ ზოგჯერ სასტიკად ექცევა და ისინი ბოლოს ფსკერზე აღმოჩნდებიან ხოლმე. მათ დაკარგეს სახლი, ოჯახი. დაიწყეს ქუჩებში ხეტიალი იმედით, რომ იპოვნიდნენ საკვებმირჩენილ ქილას და სხვა მსგავს პროდუქციას, რაც გადარჩენისა და ჭამისთვის დაეხმარებათ . სწორედ ეს დაემართა ჯოაო კოელიო გიმარესს. ის 45 წლისაა და 3 წელი გაატარა ქუჩაში, სახურავისა და ოჯახის გარეშე.
ამ მამაკაცის იღბალი მაშინ შეიცვალა როდესაც სილამაზის სალონში მივიდა, თანამშრომლებს ეგონათ რომ მას საკვების თხოვნა სურდა, მაგრამ მან მხოლოდ საპარსი ითხოვა წვერისთვის. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მისთვის ლამაზი დღე ეჩუქებინათ და "გამოპრანჭეს".
საპარიკმახეროს თანამშრომლებმა მას არა მხოლოდ თმა შეაჭრეს, წვერი მოუწესრიგეს და დაბანეს, არამედ ტანსაცმელიც: სამი პერანგი, შარვალი, პიჯაკი და ახალი ფეხსაცმელიც აცუქეს. მათ არ იცოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ჯოაოს გარდაქმნის სურათებს სოციალურ ქსელებს გაუზიარებდნენ, მისი ოჯახი ნახავდა მათ და საბოლოოდ იპოვნიდა ჯოოს მას შემდეგ, რაც ფიქრობდნენ, რომ ის 10 წლის წინ იყო გარდაცვლილი.









აი შედეგიც..



როდესაც ალესანდროს, სალონის მფლობელს ჰკითხეს იცოდა თუ არა მიზეზი რატომ დატოვა ჯოაომ საკუთარი სახლი, ალესანდრომ გვიპასუხა რომ მას მისთვის ეს არასდროს უკითხავს რადგან ფიქრობდა რომ მას თავისი მიზეზები ექნებოდა. მისი დახმარება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს რომ უბრალოდ ერთი ლამაზი დღე ეჩუქებინათ.
მას შემდეგ რაც მისი ფოტოები ინტერნეტ სივრცეს ვირუსულად მოედო, ჯიაოს კიდევ ერთი გასაოცარი სურპრიზი ელოდა, ის იპოვა ოჯახმა:




ადამიანი, ვინც იგი იცნო და მასთან შესახვედრად მივიდა, იყო მისი და მარია კოელიო. იგი ბრაზილიაში ცხოვრობს და ათი წლის მანძილზე ელოდა ძმის შესახებ რაიმე ცნობას, ის იმასაც კი ფიქრობდა რომ იგი გარდაცვლილი იყო.
ჟოაო ძალიან ბედნიერი იყო, რომ ოჯახს შეუერთდა და ახალი ცხოვრება დაიწყო
მისმა ოჯახმა გაავრცელა ჟოაოს რამდენიმე ფოტო, როდესაც ის ახალგაზრდა იყო
