x
ტუბერკულოზის ტესტირება და დიაგნოსტირება

image
მსოფლიოში ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით (WHO), დაახლოებით მსოფლიო პოპულაციის ¼ ადამიანი ინფიცირდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიით. TB სიკვდილიანობის მიზეზებს შორის პირველ ათეულშია მთელს მსოფლიოში. დაავადების გამომწვევი არის ბაქტერია, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია ეწოდება (Mycobacterium tuberculosis).ბაქტერია ჩვეულებრივ უტევს ფილტვებს, თუმცა შესაძლოა გავლენას იქონიოს სხვა ორგანოებზე, მაგ. : თირკმელებზე, თავის ტვინსა და ხერხემალზე (ფილტვგარეშე ტუბერკულოზი). ყველა TB ბაქტერიით ინფიცირებული ადამიანი არ ავადდება ტუბერკულოზით, შედეგად, გამოიყოფა TB-სთან დაკავშირებული 2 მდგომარეობა : ლატენტური TB ინფექცია (LTBI) ინფექცია და TB დაავადება.არასათანადო მკურნალობისას, TB შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.
ფილტვის ტუბერკულოზის ტიპური სიმპტომები მოიცავს სიცხეს, ღამის ოფლიანობას, პათოლოგიურ დაღლილობის შეგრძნებას, ჰემოპტიზს (სისხლიანი ნახველი). 3კვირაზე მეტ ხანს პერსისტენტული ხველისას ყოველთვის მხედველობაში მისაღებია TB.
ზოგიერთ ინდუსტრიალიზებულ ქვეყანაში მონაცემები აჩვენებს მზარდ შემთხვევებს.კლინიკურად შესაძლოა მრავალი ფორმით გამოვლინდეს, რასაც პროცესში კონკრეტული ორგანოების ჩართულობა განაპირობებს.
დისემინირებული TB (გავლენას ახდენს 2 ან მეტ ორგანოთა სისტემაზე) ბოლო პერიოდამდე უმეტესად ბავშვებში ვლინდებოდა ან იმ ადამიანებში, ვისაც იმუნოსუპრესია ჰქონდათ, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით მატულობს იმ მოზრდილებშიც ვისაც იმუნური დეფექტის აშკარა ნიშნები არ აქვთ ( ამ ადამიანთა უმეტესობა იმ ქვეყნებიდანაა, სადაც TB-ის საშუალო და მაღალი გავრცელებაა).

TB-ის ბაქტერიის გამოსავლენად გამოიყენება 2ტიპის ტესტი : TB კანის ტესტი (TST) და TB სისხლის ტესტი. ამ ტესტებზე დადებითი პასუხი არის მხოლოდ იმის მანიშნებელი, რომ ინდივიდი ინფიცირებულია ბაქტერიით, თუმცა არ გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ ეს არის ლატენტური TB ინფექცია თუ პროგრესირებადი TB დაავადება.იმის დასადასტურებლად აქვს თუ არა პაციენტს TB დაავადება საჭიროა სხვა კვლევების ჩატარებაც მაგ.: გულმკერდის რენტგენოგრაფია და ნაცხის ანალიზი.
თუ აღმოჩნდება, რომ ინდივიდი ინფიცირებულია TB ბაქტერიით, საჭიროა გაღრმავებული კვლევების ჩატარება იმის დასადგენად თუ TB-ის რომელი ფორმაა ლატენტური თუ TB დაავადება.

ვისთვისაა საჭირო TB ტესტირება?
TB ინფექციაზე სასურველია კონკრეტული ჯგუფების ტესტირება, გამომდინარე TB-ის ბაქტერიით ინფიცირების მაღალი რისკიდან, მათ შორისაა :
1. ინდივიდები, რომლებსაც აქვთ მუდმივი კონტაქტი TB დაავადებულებთან.
2.პირები ქვეყნებიდან, სადაც გავრცელებულია TB დაავადება (სამხრეთ ამერიკა, კარიბის კუნძულები, აფრიკა, აზია, აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთი).
3.ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ მაღალი რისკის შემცველ დაწესებულებებში (მაგ.: თავშესაფრებში).
4.ჯანდაცვის წარმომადგენლები, რომლებიც ზრუნავენ TB დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტებზე.

ადამიანთა უმეტესობას, ვისაც აქვს TB ინფექცია არასდროს უვითარდებათ TB დაავდება, თუმცა ლატენტური TB-ის მქონე პირებში უფრო მაღალია დაავადების განვითარების რისკი, ვიდრე სხვა დანარჩენ პირებში.
მაღალი რისკის მქონეთა სიაში ხვდებიან :
1.HIV ინფიცირებულები
2.ადამიანები, რომლებიც TB ბაქტერიით ინფიცირდნენ ბოლო 2წლის განმავლობაში
3.ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები
4.წამალმომხმარებლები
5.მოხუცებულები
6.წარსულში TB-ზე არასწორად ნამკურნალები პირები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს ტესტირების 2 ტიპი, შესაბამისად ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ტესტი გამოიყენოს.ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ტესტის შერჩევაზე, შემდეგია: ტესტირების მიზეზი, ტესტირების შესაძლებლობა და ღირებულება.

TB კანის ტესტი - მოითხოვს 2ჯერ ვიზიტს. პირველ ვიზიტზე კანში შეჰყავთ მცირე რაოდენობით ტუბერკულინი, მეორე ვიზიტი ტარდება 48-72 საათში, რათა სპეციალისტმა ნახოს მკლავზე რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შესიებით, კანის ზედაპირზე ამობურცულობითა და გამაგრებით.
პოზიტიური კანის ტესტი ნიშნავს, რომ პირი ინფიცირებულია.თუმცა საჭიროა დამატებითი ტესტები იმის დასადგენად არის თუ არა ეს ლატენტური ფორმა.
ნეგატიური კანის ტესტი ნიშნავს, რომ ორგანიზმი არ რეაგირებს ტესტზე და შესაბამისად ლატენტური ან TB დაავადების ალბათობა დაბალია.
TB კანის ტესტის გამეორება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განმეორებით ჩატარებისას სასურველია სხეულის სხვა ლოკალიზაციაზე გაკეთდეს, მაგალითად მეორე მკლავზე.
TB კანის ტესტის ჩატარება უპირატესად 5წლამდე ასაკის ბავშვებში ხდება.


TB სისხლის ტესტი-პირველ რიგში ხდება სისხლის აღება და შემდეგ მისი გადაგზავნა ლაბორატორიაში ანალიზის ჩასატარებლად.
პოზიტიური TB სისხლის ტესტი ნიშნავს, რომ პირი ინფიცირებულია TB ბაქტერიით, თუმცა ისევე როგორც კანის ტესტის შემთხვევაში აქაც საჭიროა დამატებითი ანალიზების ჩატარება მისი ფორმის დასადგენად.
ნეგატიური TB სისხლის ტესტი ნიშნავს, რომ ალაბთობა არ არსებობს.
TB სისხლის ტესტის ჩატარება უკეთესია :
პირებისთვის, რომლებსაც აქვთ TB ვაქცინა გაკეთებული (BCG).
პირებისთვის, რომელთათვისაც მეორე შეხვედრის დაგეგმვა რთულია ორგანიზმის რეაქციის სანახავად.


ლატენტური TB ინფექციისა და TB დაავადების დიაგნოსტირება

TB დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობას, თუმცა არა ყველას, აქვს 1 ან მეტი სიმპტომი.ყველა პირი, რომელსაც აქვს სიმპტომები ან პოზიტიურია TB ტესტებზე, უნდა შეფასდეს TB დაავადებაზე.თუ პიროვნებას აქვს სიმპტომები, მაგრამ TB ტესტების შედეგები უარყოფითია, ამის მიუხედავად მაინც სასურველია მათი შეფასება TB დაავადებაზე.
ლატენტური TB ინფექციის დიაგნოზის დასმა ხდება, თუ ადამიანს პოზიტიური TB ტესტის შედეგები აქვს და სამედიცინო შეფასება არ მიუთითევს TB დაავადებაზე.

BCG-ვაქცინირებული ინდივიდები

ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ BCG-ვაქცინაცია TB კანის ტესტის ჩატარებისას, შესაძლოა მიიღონ მცდარი პოზიტიური რექაცია.აღნიშნული რეაქცია TB კანის ტესტზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული თავად BCG ვაქცინასთან, ან ასევე TB ბაქტერიის ინფექციასთან.
TB სისხლის ტესტებზე კანის ტესტებისგან განსხვავებით, BCG ვაქცინაციის ისტორია არ ახდენს გავლენას და დაბალია ალბათობა, რომ BCG ვაქცინირებულ ადამიანებში მივიღებთ მცდარ-პოზიტიურ შედეგს.აქედან გამომდინარე, TB სისხლის ტესტის ჩატარებას უპირატესობა ენიჭება იმ ადამიანებში, რომლებსაც BCG ვაქცინა აქვთ გაკეთებული.



სამედიცინო პერსონალის სკრინინგი და ტესტირება TB-ზე.

სამედიცინო პერსონალის TB სკრინინგი და ტესტირება რეკომენდებულია, როგორც TB ინფექციის კონტროლის გეგმის ნაწილი. TB სკრინინგის პროგრამები უნდა მოიცავდეს მათ, ვინც მუშაობს ჯანდაცვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა
სტაციონარი და ამბულატორიული განყოფილებები
ლაბორატორიები
თავშესაფრების კლინიკები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისები

სამედიცინო პერსონალის ყოველწლიური შემოწმება არ არის რეკომენდებული, თუ არ არსებობს ეჭვი ან ინფორმაცია მიმდინარე ტრანსმისიაზე.
TB სკრინინგი მოიცავს :
1. ინდივიდუალური TB რისკის შეფასება
2. TB სიმპტომების შეფასება
3. TB ტესტი
4. TB დაავადების დამატებითი კვლევები საჭიროების მიხედვით.

სასურველია სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელმა მიიღოს ადეკვატური ინფორმაცია/განათლება ყოველწიურად TB რისკ-ფაქტორებზე, TB ინფექციის კონტროლის პოლიტიკასა და პროცედურებზე.



ტესტირება ორსულობისას

მნიშვნელოვანია ორსულთა დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, ვინაიდან ორსულ ქალებში რისკი უფრო მაღალია, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.
TB კანის ტესტი განიხილება ვალიდურად და უსაფრთხოდ ორსულობის პერიოდში. TB სისხლის ტესტები ასევე უსაფრთხოა.თუმცა TB დიაგნოზის დასამელად საჭიროა სხვა ტესტების ჩატარება .



TB დაავადების დიაგნოსტირება

TB დაავადება დიაგნოსტირდება სამედიცინო ისტორიით, ფიზიკური შემოწმებით, გულ-მკერდის რენტგენით და სხვა ლაბორატორიული ტესტებით.
TB დაავადებაზე ეჭვი ჩნდება მაშინ, როდესაც კლინიკურად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
წონის კლება (უეცარი/უმიზეზო)
მადის დაკარგვა
ღამის ოფლიანობა
ტემპერატურის მომატება
დაღლილობის შეგრძნება

თუ TB დაავადება მოიცავს ფილტვებს, სიმპტომები არის :
ხველება 3კვირაზე მეტ ხანს
ჰემოფტიზი (სისხლიანი ნახველი)
ტკივილი გულ-მკერდის არეში

თუ TB დაავადება არის ფილტვგარეშე, მაშინ სიმპტომები დამოკიდებული იქნება დაზიანებულ ორგანოზე.

პირებს, რომლებსაც შესაძლოა TB დაავადება ჰქონდეთ, უნდა გაიარონ სრული სამედიცინო შეფასება, რომელიც მოიცავს :

1. სამედიცინო ისტორია-კლინიცისტმა უნდა გამოიკვლიოს პაციენტის ისტორია, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულთან, ხომ არ არის ინფიცირებული ან აქვს გადატანილი დაავადება.ასევე მნიშვნელოვანია დემოგრაფიული ფაქტორების (ქვეყანა, ეთნიკური/რასობრივი ჯგუფი) გამოკვლევა, რას საქმიანობს, მნიშვნელოვანია კლინიცისტმა მიიღოს პასუხი HIV ინფექციისა ან დიაბეტის არსებობის შესახებ, რაც ზრდის ლატენტური TB ინფექციის TB დაავადებად პროგრესირების რისკს.

2.ფიზიკური შემომწება-უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს TB მკურნალობის წარმართვაზე მაგალითად HIV -ის დროს.

3. TB ინფექციის ტესტი

4.გულ-მკერდის რადიოგრამა-გამოიყენება პათოლოგიების დასადგენად, დაზიანებები შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ადგილას ფილტვებში და შესაძლოა განსხვავდებოდეს ზომით, ფორმით, სიმჭიდროვითა და კავიტაციით.აღნიშნული პათოლოგიები შესაძლოა მიუთითებდეს TB-ზე, თუმცა დაზუსტებით ვერ დავსვამთ TB-ს დიაგნოზს.გულ-მკერდის რადიოგრამა შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფილტვის ტუბერკულოზის გამოსარიცხად იმ პაციენტებში, რომელთაც აქვს პოზიტიური შედეგი TST-ზე და TB სისხლის ტესტზე და არ აქვთ დაავადების სიმპტომები.

5.დიაგნოსტიკური მიკრობიოლოგია
AFB (acid-fast-bacilli)-ის არსებობა ხშირად მიუთითებს TB დაავადებაზე, მჟავა-სწრაფი მიკროსკოპია არის სწრაფი და მარტივი, თუმცა ის არ არის საკმარისი TB დიაგნოზის დასასმელად, რადგან ზოგიერთი მჟავა-სწრაფი ბაცილა არ არის M.tuberculosis, ამდენად კულტურა კეთდება ყველა პირველად ნიმუშზე, რათა დადასტურდეს დიაგნოზი. პოზიტიური კულტურა M.tuberculosis-ზე ადასტურებს TB დაავადების დიაგნოზს, კულტურის კვლევა სასურველია განხორციელდეს ყველა ნიმუშზე, მიუეხადავად AFB ნაცხის შედეგბისა.ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს ნაცხსა და კულტურაზე პოზიტიური შედეგების პასუხები 24 საათში.

6.წამალზე რეზისტენტობა
ყველა პაციენტისთვის საჭიროა რეზისტენტობაზე კვლევა.კრიტიკული მნიშვნელობისაა წამლის მიმართ რეზისტენტობის იდენტიფიცირება მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ეფექტური მკურნალობა.კვლევა წამალზე რეზისტენტობის არსებობაზე უნდა ჩატარდეს განმეორებით იმ პაციენტებში, რომლთა ორგანიზმი ადეკვატურად არ პასუხობს მკურნალობას ან აქვთ კულტურის პოზიტიური
შედეგები მიუეხედავად 3თვიანი თერაპიისა.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0