x
რას წარმოადგენს სეპტიკური შოკი?

image


სეპტიკური შოკი არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ინფექციის შედეგად გამოწვეული არტერიული წნევის დაცემით.
ინფექციის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ბაქტერია, ასევე სოკოები, მაგალითად კანდიდა და ვირუსები, თუმცა აღსანიშნავია, რომ სოკოები და ვირუსები უფრო იშვიათად არის სეპტიკური შოკის ეტიოლოგიური ფაქტორები.
თავდაპირველად ინფექცია იწვევს სეფსისს, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისუსტე, შემცივნება, გულისცემისა და სუნთქვის გახშირება.
მკურნალობის გარეშე, ეტიოლოგიური ფაქტორი, მაგ.: ბაქტერია იწვევს ტოქსინების გამომუშავებას, რომელთაც შესწევს უნარი დააზიანოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს სისხლის გაჟონვა მიმდებარე ქსოვილებში, ეს გავლენას ახდენს გულზე გადატუმბოს სისხლი და მიიტანოს იგი ორგანოებამდე, შედეგად ეცემა არტერიული წნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს (ტვინი, ღვიძლი) სისხლი აღარ მიეწოდება .

სეპტიკური შოკის განივითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან პირები, დასუსტებული იმუნური სისტემით, ასევე :
ახალშობილები
მოხუცებულები
ორსულები
დიაბეტითა და ციროზით დაავადებულები
პირები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, HIV და AIDS
პირები, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას

სეპტიკური შოკის სიმპტომებს მიეკუთვნება :
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
მენტალური მდგომარეობის ცვლილება : დაბნეულობა და დიზორიენტაცია
დიარეა
გულისრევა და ღებინება
ცივი, ნოტიო და ფერმკრთალი კანი

მკურნალობა მოიცავს :
ოქსიგენოთერაპიას
მედიკამენტებს, სისხლის ნაკადის გასაზრდელად
სითხეების ინტრავენოზული შეშვებას
ანტიბიოტიკებს
ქირურგიას

ოქსიგენოთერაპია

სუნთქვის პროცესის გასამარტივებლად საჭირო ხდება ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება სახის ნიღაბის ან ენდოტრაქეალური მილის საშუალებით, მძიმე მდგომარეობის დროს კი მექანიკური ვენტილაცია.

სისხლის ნაკადის გაზრდა
სისხლის ნაკადის გასაზრდელად გამოიყენება სითხის შეშვება ვენაში, რაც ხელს შეუწყობს არტერიული წნევის გაზრდას.იმისათვისთვის, რომ გაიზარდოს სისხლის მიდინება სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებამდე (ტვინი, ღვიძლი, თირკმელი, გული) საჭიროა დაინიშნოს ინოტროპული მედიკამენტები ან ვაზოპრესორები.

ინოტროპული მედიკამენტები ასტიმულირებს გულის მოქმედებას და უზრუნველყოფს ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას ქსოვილებამდე, ასეთია მაგლითად დობუტამინი.

ვაზოპრესორებს მიეკუთვნება :
დოფამინი
ადრენალინი
ნორადრენალინი

ისინი უზრუნველყოფს სისხლძარღვების შევიწროვებას და შესაბამისად არტერიული წნევის გაზრდას.

ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკები ინიშნება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბაქტერიულ ინფექციასთან, ანუ ეტიოლოგიური ფაქტორი არის ბაქტერია.საწყის ეტაპზე შესაძლოა 2 ან 3 ტიპის ანტიბიოტიკის გამოყენება, მას შემდეგ, რაც მოხდება ბაქტერიის იდენტიფიკაცია დაინიშნება შესაბამისი სპექტრის ანტიბიოტიკი.


ქირურგია
სეფსისის ან სეპტიკური შოკის დროს, არტერიული წნევის ძლიერი დაცემა და სისხლის ნაკადის შემცირება იწვევს ქსოვილთა ნეკროზს, სწორედ ამიტომ, საჭირო ხდება მკვდარი, დანეკროზებული ქსოვილების ქირურგიულად მოცილება.


მდგომარეობის მიმდინარეობა, გაუმჯობესება ან გაუარესება დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე :
1.ინფექციის გამომწვევზე
2.იმ ორგანოთა რაოდენობაზე, რომლებიც განიცდის უკმარისობას
3.მკურნალობის დაწყების დროზე

მკურნალობის დაგვიანება ან არ ჩატარება იწვევს სხვადასხვა გართულებებს :
ფილტვის უკმარისობას
გულის უკმარისობას
თირკმლის უკმარისობას ან დაზიანებას
ანომალური სისხლის შედედება

ამრიგად, სეპტიკური შოკი არის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული გართულებების გამო, გამოსავალი შესაძლოა ფატალური იყოს.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0