x
სინდრომი ალისა საოცრებათა ქვეყანაში და მისი ეტიოლოგიური ფაქტორები

imageსინდრომი ალისა საოცრებათა ქვეყანაში არის დეზორიენტირებული ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს აღქმით დარღვევებს.ასევე მოიხსენიებენ ტოდის სინდრომის სახელითაც.ეს არის იშვიათი მდგომარეობა, რომელიც დროებით ცვლის ტვინის მიერ აღქმულ საგნებს.
მდგომარეობა პირველად 1955 წელს აღწერა ინგლისელმა ფსიქიატრმა-ჯონ ტოდმა. სახელწოდება მომდინარეობს ლუის კეროლის ნაწარმოებიდან - “ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში’’, სადაც მთავარი გმირი, ალისა, ხვდება სიტუაციებში, რომლებიც სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნების მსგავსია.
მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში.
არსებობს რამდენიმე შესაძლო და გავრცელებული ეტიოლოგიური ფაქტორი :
შაკიკი
ეპილეფსია
ჰიპოტონური მდგომარეობები
ნარკოტიკული ინტოქსიკაცია
ციებ-ცხელება
თავის ტვინის დაზიანებები
შიზოფრენია
ინფექციური მონონუკლეოზი
ენცეფალოპათია გამოწვეული კოკსაკის ვირუსით, ინფლუენცა H1N1-ით, ბორელია ბურგდორფერით, სკარლეტისა და ტიფოიდური ცხელებით
ტოქსიკური ენცეფალოპათია

ეტიოლოგიური ფაქტორები შესაძლოა დავყოთ 5 ტიპად :
1.ნერვული სისტემის პათოლოგიები
2.ფსიქიატრიული პათოლოგიები
3.ინფექციური დაავადებები
4.სამკურნალო პრეპარატები
5.ფსიქოტროპული ნივთიერებები

ნერვული სისტემის პათოლოგიებს მიეკუთვნება შემდეგი დაავადებები : შაკიკი, საფეთქლის წილის ეპილეფსია, ტრამვასთან ასოცირებული ენცეფალოპათია, ტვინის სიმსივნე, ინტრაკრანიალური ანევრიზმა, მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი.

ფსიქიატრიული პათოლოგიები : შიზოფრენია, დეპრესიული სინდრომი, დერეალიზაცია/დეპერსონალიზაცია.

ინფექციური დაავდებები : ლიმის დაავადება, შიგელოზი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, კოკსაკის ვირუსული ინფექცია, ციტომეგალოვირუსი და ჩუტყვავილა.

სამკურნალო პრეპარატები : მონტელუკასტი, დექსტრომეტორფანი, ტოპირამატი, რისპერიდონი.

ფსიქოტროპული ნივთიერებები : მარიხუანა, LSD, კოკაინი, წითელი შხამსოკო.


სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები :

1.მეტამორფოზია - საგნების დამახინჯებული ფორმით აღქმა
2.მაკროფსია - საგნების ზომასა და ფორმაში გადიდებულად აღქმა
3.მიკროფსია- საგნების ზომასა და ფორმაში შემცირებულად აღქმა
4.აქრომატოფსია- ფერების აღქმის დარღვევა
5.ტელეოფსია - საგნების შორს ხედვა
6.პელოფსია -საგნების ახლოს ხედვა
7.მხედველობითი ჰალუციანაციები
8.დისმორფოზია-ხაზების და კონტურების ტალღოვანი აღქმა
9.დერეალიზაციის, დეპერსონალიზაციის შეგრძნება, სომატოფსიქიკური გაორება
10.დროის შეგრძნების დარღვევა


არსებობს სინდრომის 3კატეგორია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება პერცეფციული დარღვევის ტიპის მიხედვით.განარჩევენ : A, B და C ტიპს.
ტიპი A - მიეკუთვნება სომატოსენსორული დარღვევები
ტიპი B - გავლენას ახდენს მხედველობით აღქმაზე
ტიპი C - ერთიანდება A და B ტიპი

მკურნალობა დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე, მაგ.: თუ მდგომარეობის გამომწვევი არის შაკიკი, საჭიროა მისი მართვა დიეტით და პროფილაქტიკის მიზნით მედიკამენტების დანიშვნა, ეპილეფსიის შემთხვევაში-ანტიეპილეფსიური მედიკამენტები და სხვა.

დიაგნოსტირების მკვეთრად დადგენილი კრიტერიუმი არ არსებობს, თუმცა ტესტები, რომელთა ჩატარება შესაძლებელია არის შემდეგი:
ნევროლოგიური და ფსიქიატრიული კონსულტაცია-მენტალური მდგომარეობის დასადგენად
სისხლის ტესტი
MRI
EEG - ელექტროენცეფალოგრაფია, რომელიც აღწერს ტვინის ელექტრულ აქტივობას და ხელს უწყობს ეპილეფსიის იდენტიფიციკაციას.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0