x
რა არის ალცჰაიმერის დაავადება და არსებობს თუ არა მისი მკურნალობის გზები?

image
ალცჰაიმერის დაავადება არის პროგრესირებადი დარღვევა, რომელიც იწვევს ტვინის უჯრედების დეგნერაციასა და სიკვდილს, ასევე არის დემენციის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი, რაც გულისხმობს აზროვნების, ქცევისა და სოციალური უნარ-ჩვევების პროგრესირებად გაუარესებას, რომელიც პიროვნების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს და ართმევს დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებას.
დაავადების ადრეული ნიშანი შესაძლოა იყოს უახლოეს წარსულში მომხდარი ამბებისა და საუბრების დავიწყება, მაგრამ დაავადების პროგრესირებისას თანდათანობით თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც:

მეხსიერების დაკარგვა : დაავადებულს უჭირს როგორც ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, ისე ძველის გახსენებაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს -
მუდმივად ერთი და იმავე კითხვების დასმა
ნივთების დაკარგვა
სხვადასხვა ღონისძიებებისა და შეხვდრების დავიწყება
ხეტიალი ან დაკარგვა

კონგიტური აშლილობა : დაავადებულს უჭირს მსჯელობა და სხავადასხვა დავალებების შესრულება, რაც თავის მხრივ იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა :
რისკების გაუცნობიერებლობა
მულტიტასკინგის უნარის დარღვევა
პრობლემები ფინანსების მენეჯმენტთან დაკავშირებით (მაგ.: გადასახადების დროულად გადახდა)
გადაწყვეტილების რთულად მიღება (პიროვნებისთვის არადამახასიათებელი გადაწყვეტილებების მიღება ან ამინდისთვის შეუფერებლად ჩაცმა)
რამდენიმე საფეხურიანი მოქმედებების დასრულების გართულება (მაგ.: ჩაცმა)

სახეების შეცნობის დარღვევა: პიროვნებას უჭირს ნაცნობი სახეებისა და ნივთების ამოცნობა.

სივრცითი ორიენტაციის დარღვევა : წონასწორობის დარღვევა, ტანისამოსის მორგების გართულება

პრობლემები მეტყველებას, კითხვასა და წერასთან დაკავშირებით: დაავადებულს უჭირს ნაცნობი სიტყვების გახსენება ან საუბრობს უფრო მეტს, ხშირია წერისას შეცდომების დაშვება.

პერსონალური და ბიჰევორული ცვლილებები :
დეპრესია
აპათია
სოციალური ჩაკეტილობა
ხასიათის ცვლილებები
სხვების მიმართ უნდობლობის გაჩენა
გაღიზიანებადობა და აგრესიულობა
ბოდვა
ხეტიალი

განარჩევენ ალჰცაიმერის დაავადების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს, შესაბამისად - ადრეულ, გარდამავალ და გვიან სტადიებს.

მსუბუქი ფორმის დროს ვითარდება მეხსიერებისა და კოგნიტური პრობლემები :
რუტინის შესასრულებლად საჭირო ხდება ჩვეულებრივზე უფრო მეტი დრო
ფულის განკარგვის სირთულეები
ხეტიალი, დაკარგვა
პიროვნული და ბიჰევიორული ცვლილებები, მაგალითად მარტივად გაღიზიანება

საშუალო სიმძიმის ალცაიმერის დროს ზიანდება ტვინის ის ნაწილები, რომლებიც პასუხისმგებელია მეტყველებაზე, ცნობიერებაზე, შეგრძნებასა და მსჯელობაზე, შესაბამისად ადგილი აქვს:
მეხსიერების გაუარესებასა და დაბნეულობას
იმპულსურ ქცევას
ჰალუცინაციებს, ბოდვას ან პარანოიას
დაავალდებულებს უჭირთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების ცნობა
უჭირთ ახლის სწავლა

მძიმე ფორმის დროს დაავადებულები სრულიად დამოკიდებული ხდებიან სხვების მზრუნველობაზე და არ შეუძლიათ კომუნიკაციის დამყარება.

მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ დაავადების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს გენეტიკის, ცხოვრების სტილის და გარემო ფაქტორების კომბინაცია, რომლებიც დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს ტვინის მდგომარეობაზე.
ზუსტი ეტიოლოგიური ფაქტორი არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს კავშირი ტვინის პროტეინების ფუნქციონირებასა და ნეირონების მდგომარეობას შორის -როდესაც პროტეინები ნორნმალურად აღარ ფუნქციონირებს, ტვინის უჯრედები წყვეტენ მუშაობას, ნეირონები ზიანდება, მათ შორის კავშირი წყდება და საბოლოოდ ნეირონები კვდება.დაზიანება ჩვეულებრივ იწყება ტვინის იმ უბნიდან, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი და შემდეგ ვრცელდება სხვა უბნებშიც.
ტვინის პროტეინებიდან აღსანიშნავია ბეტა-ამელოიდები და ტაუ ცილები.
ბეტა-ამელოიდი წარმოადგენს უფრო დიდი ცილის ფრაგმენტს.ამ ფრაგმენტების გაერთიანება იწვევს ამელოიდური ფოლაქების წარმოქმნას, რომელსაც ტოქსიკური გავლენა აქვს ნეირონებზე და არღვევს უჯრედის-უჯრედთან კავშირს.
ტაუ ცილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეირონის საყრდენის შექმნასა და სატრანსპორტო სისტემის არსებობაში, რომელიც პასუხისმგებელია ნუტრიენტებისა და სხვადასხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების ტრანსპორტირებაზე.ალცჰაიმერის დაავადების დროს ტაუ ცილები იცვლიან ფორმას და წარმოქმნიან ნეიროფიბრილურ კვანძებს.ეს კვანძები ხელს უშლის სატრანსპორტო სისტემას და აქვს ტოკსიკური გავლენა უჯრედებზე.

image


image

ალცჰაიმერის დაავადების რისკ-ფაქტორებია :

ასაკი
ასაკის მატება არის ალცჰაიმერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი.კვლევების მიხედვით ყოველწლიურად ყოველი 1000 ადამიანიდან ისმევა ალცჰაიმერის ორი ახალი დიაგნოზი, ამ პაციენტთა ასაკი კი მერყეობს 65-74წლამდე, 75-84 წლამდე 11 ახალი დიაგნოზი, 85 წლიდან ზევით კი 37 ახალი შემთხვევა.

ოჯახური ანამნეზი და ისტორია
რისკი იმის, რომ განგივითარდეთ ალცჰაიმერი მაღალია თუ ოჯახში მშობელს ან დედმამიშვილს აღენიშნება/აღენიშნებოდა იგი.

დაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანის ძალიან დიდ რაოდენობას უვითარდება ალცჰაიმერის დაავადება.მათ აღენიშნებათ 21-ე ქრომოსომის ტრისომია, შედეგად ამ პირებში არის იმ 3 გენის ასლი, რომლებიც პასუხისმგებელია ბეტა-ამელოიდის წარმოქმნაზე.დაუნის სინდრომის მქონე პირებში ალცჰაიმერის დაავადება თავს იჩენს 10-20 წლით უფრო ადრე ვიდრე დანარჩენ პოპულაციაში.

სქესი
სქესის მიხედვით რისკ-ფაქტორის განსაზღვრა ძალიან მცირე სხვაობას იძლევა, თუმცაღა მაინც, ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისკენ ვიდრე მამაკაცები, რაც გარკვეულწილად სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელზეა დამოკიდებული, ვინაიდან, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე მამაკაცები.

წარსულში გადატანილი თავის ტვინის ტრავმა
პირებს, რომელთაც წარსულში ჰქონდათ თავის მძიმე ტრავმა აქვთ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ძალიან დიდი რისკი.

არასაკმარისი ძილი
კვლევებმა აჩვენა, რომ უძილობა და ჩაძინების პრობლემა ზრდის ალჰაიმერის განვითარების რისკს.

ცხოვრების სტილი და გულის დაავადებები
კვლევებმა აჩვენა, რომ ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებასთან, ასევე ასოცირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან :
მჯდომარე ცხოვრების წესი
სიმსუქნე
მწეველობა/პასიური მწეველობა
მაღალი არტერიული წნევა
ქოლესტერინის მაღალი დონე
არაკონტროლირებადი დიაბეტი ტიპი2

ცხოვრების სტილის შეცვლამ შესაძლოა შეამციროს დაავადების განვითარების რისკი, მაგალითად : რეგულარული ვარჯიში და დაბალცხიმიანი დიეტა, რაციონის ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრება და სხვა.

დიაგნოსტირებისთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული ტესტი, დიაგნოზი ისმევა კლინიკური გამოვლინებიდან გამომდინარე, თუმცა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს :
კოგნიტური და მეხსიერების ტესტები
ნევროლოგიური ფუნქციური ტესტები
სისხლისა და შარდის ტესტი
CT და MRI
გენეტიკური ტესტირება


არ არსებობს ალცჰაიმერისგან განკურნების გზა, შეუძლებელია ტვინის მკვდარი უჯრედების აღდგენა, მკურნალობა მიმართულია მხოლოდ სიმპტომების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები ამსუბუქებს კოგნიტურ სიმპტომებს, მათ შორის მეხსიერების დაკარგვას, დაბნეულობასა და მსჯელობის უნარს.ისინი აუმჯობესებენ ნერვულ კომუნიკაციებს და ანელებენ სიმპტომების პროგრესირებას.არსებობს 3 მედიკამენტი, რომლებიც აკონტროლებს ამ სიმპტომებს :
დონეპეზილი (არიცეპტი), ნებისმიერ სტადიაზე
გალანტამინი (რაზადინი), დაწყებით და გარდამავალ სტადიაზე
რივასტიგმინი (ექსელონი), ასევე დაწყებით და გარადამვალ სტადიაზე

კიდევ ერთი მედიკამენტი, სახელწოდებით მემანტინი, დასაშვებია გარდამავალი და გვიანი სტადიების დროს.ასევე შესაძლებელია მემანტინისა და დონეპეზილის (ნამზარიკი) კომბინაციაც.

რაც შეეხება ემოციური და ბიჰევიორულ სიმპტომების მენეჯმენტისთვის, ზოგჯერ ინიშნება
ანტიდეპრესანტები
სედატიური მედიკამენტები
ანტიფსიქოტური მედიკამენტები ჰალუცინაციების, დელუზიისა და აგრესიის საწინააღმდეგოდ.

ამრიგად, ალცჰაიმერის დაავადება არის ნეიროდეგნერაციული მდგომარეობა, ფოლაქებისა და ნეიროფიბროზული ბოჭკოების ჩალაგება უჯრედების კვდომასთან ერთად იწვევს მეხსიერების დაკარგვასა და კოგნიტური უნარების გაუარესებას.
არ არსებობს მისი მკურნალობის გზა, თუმცა მედიკამენტებმა შესაძლოა შეანელოს ან შეამსუბუქოს კოგნიტური, ბიჰევიორული და ემოციური პრობლემები და გააუმჯობესოს პიროვნების ცხოვრების ხარისხი.


0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0