სხვა როგორ რთავენ ნაძვის ხეს საქართველოში... 2020, 19 დეკემბერი, 20:39 ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულ ოჯახში საახალწლო ნაძვის ხე ირთვება - ეს დღეს მთელი მსოფლიოსთვის ულამაზესი ტრადიციაა და მას თავისი ისტორია აქვს. ცნობილია, რომ საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. კერძოდ, XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა (გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. თავისი რეფორმისტული იდეების გამო, კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთილი) შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ახლა, საახალწლო ნაძვის ხე ყველა ოჯახში ირთვება. ამერიკასა და ევროპაში ამ ცერემონიალს ცოტა ადრე, კათოლიკური შობის დადგომამდე მიმართავენ. დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა. 1916 წელს, რუსეთში, წმიდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ დღევანდელ ეპოქაში, ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. 65 შეფასება არ არის
|