სხვა ბათუმში მიკროავტობუსი მოიპარეს/ჭირდებოდა კაცს და წაიყვანა 2020, 18 დეკემბერი, 21:24 ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით ავტომანქანა მოიპარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოიპარეს მიკროავტობუსი, რომელიც სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა. მიკროავტობუსი სამართალდამცველებმა ისევ ბათუმში იპოვეს, თუმცა დაკავებული არავინაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.პ.ს მიკროავტობუსი (ინგლ. microbus, minibus) — მგზავრების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იტევს მეტ ადამიანს, ვიდრე უნივერსალი ან მინი-ფურგონი, თუმცა ნაკლებს ვიდრე სრულგაბარიტიანი ავტობუსი. მიკროავტობუსად ჩვეულებრივ განიხილავენ 8 მეტრამდე სიგრძის, მომცრო ზომის ავტომობილს, რომელიც იტევს 8-16 მგზავრს, ან საშუალო ზომისას, 16-35 მგზავრის ტევადობით. 47 შეფასება არ არის
|