x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ამ პროდუქტებს შეუძლიათ წამწამების ზრდა

წამწამების ზრდის გასაუმჯობესებლად მრავალი გზა არსებობს. ეთერზეთები, გელები, და სხვა. ყველა მათგანი გარეგანი შესაძლებლობაა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მარტივი გზა - რომელიც საკვები პროდუქტებით მიიღწევა. მთავარია ყოველდღიურად მიირთვათ რამდენიმე ჯანსაღი და გემრიელი საკვები, რომლითაც ასარგებლებთ არა მხოლოდ წამწამებს, არამედ მთელ ორგანიზმს.



კვერცხი


რატომ: კვერცხი შეიცავს ცილებს.

როგორ მოქმედებს: თმა და წამწამები შედგება კერატინისგან. საკვები, რომელიც მდიდარია ცილებით, ეხმარება სხეულს მიიღოს ამინომჟავების სწორი რაოდენობა კერატინის წარმოქმნისთვის.



კვერცხი



ორაგული



რატომ: ორაგული არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, D ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების წყარო.

როგორ მოქმედებს: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები იცავს წამწამებს დაზიანებისაგან, ხოლო D და B ვიტამინები აძლიერებენ წამწამების ზრდას.


ორაგული



თხილეულობა


რატომ: თხილი აწვდის თქვენს სხეულს ასევე ომეგა-3-ს და E ვიტამინს.

როგორ მოქმედებს: ცხიმოვანი მჟავები, E ვიტამინთან ერთად სისხლს და ჟანგბადს გადააქვთ თმის ფოლიკულში. ეს ზრდის სისხლის ნაკადს და აძლიერებს თმის ფოლიკულებს, რაც ხელს უწყობს წამწამების სწრაფად ზრდას.


თხილიეულობა




ხილი და ბოსტნეული



რატომ: ხილი და ბოსტნეული შეიცავს A და C ვიტამინებს.

როგორ მუშაობს: ეს ვიტამინები ხელს უწყობს წამწამების ზრდას და კოლაგენის გამომუშავებას. ხილისა და ბოსტნეულის კანი შეიცავს სილიციუმს, აუცილებელ მინერალს, რომელიც ეხმარება წამწამებს სიჯანსაღეს.


ხილი და ბოსტნეული




სოკო


რატომ: სოკო ვიტამინი B3–ის წყაროა.

როგორ მუშაობს: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კერატინის გამომუშავებას. ვიტამინი B3 ასტიმულირებს წამწამების ზრდას და გამორიცხავს მშრალ და მტვრევად წამწამებს. ხელს უშლის წამწამების ცვენას.


სოკო




ლობიო



რატომ: ლობიო შეიცავს ვიტამინ H-ს და ფოლის მჟავას.

როგორ მოქმედებს: ვიტამინი H ზრდის სისხლის ნაკადს თმის ფოლიკულში, ხდის უფრო ხშირს და აფერხებს მათ გამოშრობას და ცვენას. მარცვლეული თქვენს სხეულს ეხმარება ამინომჟავების და ცხიმების ათვისებაში, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელი წამწამებისთვის. ფოლიუმის მჟავა ხელს უშლის წამწამების მტვრევადობას.



ლობიო




მარცვლეული


რატომ: მთლიანი მარცვლეული მდიდარია B6 ვიტამინით და რკინით.

როგორ მოქმედებს: ვიტამინი B6 ასტიმულირებს მელანინის წარმოქმნას - პიგმენტს, რომელიც წამწამებს აძლევს ფერს. რკინა ინახება თმის ფოლიკულში და ხელს უშლის წამწამების დასუსტებას და ცვენას.



მარცვლეული





0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0