x
image
რუსო ჩარექიშვილი
ზღმარტლი- სასარგებლო თუ საზიანო ჩვენი ორგანიზმისათვის?
სიმართლე რომ ვტქვათ ზღმარტლი არც თუ ისე აღმაბრთოვანებელი გემოვნური თვისებებით არ გამოირჩევა, თუმცა მიუხედავად ამისა მასზე შეყვარებული ადამიანების მთელი არმიაა. სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ზღმარტლი და ხშირადაც მიირთმევენ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან მისი მირტმევის დროს არა მხოლოდ საყვარელ ხილს მიირთმევთ, არამედ ვიტამინების მთელი მარაგით ამარაგებთ ორგანიზმს.image

საქართველოში ზღმარტლის მხოლოდ ერთადერთი სახეობა ხარობდა - ველური ზღმარტლი, რომელსაც შინ ამრავლებდნენ. ბოლო წლებში ბაზარზე მსხვილი ზღმარტლიც გამოჩნდა.

განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.image

ზღმარტლის 100 გრამ პროდუქტზე დაახლოებით 53 კ/კალორიაა.


ზღმარტლის კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტში: ცილები – 2, 1 გრამი, ცხიმები – 0, 8 გრამი, ნახშიწყლები – 17, 3 გრამი.

ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალებს – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა. ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

A ვიტამინის წყალობით ზღმარტლი დადებითად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე.image

ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ–ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.

ზღმარტლის ნაყოფში ასევე არის მთრიმლავი ნივთიერებები, რომლის წყალობით მას აქვს ჭრილობის შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სისხლის აღდგენის უნარი; ნაყოფი ორგანიზმს ეხმარება სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებაში და პექტინის წყალობით, ორგანიზმიდან ქოლესტერინი გამოაქვს. ზღმარტლში არსებული დიდი რაოდენობის მოლეკულარული წყალი ხელს უწყობს ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.image

ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. ასევე სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

0
410
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0