x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image

სილამაზის კანონები ყოველთვის იცვლებოდა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. თუ ცივილიზაციის საწყის ეტაპებზე ქალის მკერდი მხოლოდ "ფუნქციონალური" დამატება იყო, დროთა განმავლობაში მისი დანიშნულება შეიცვალა. მკერდის ფორმა და ზომა ქალის მომზიდველობისა და სკულპტორების და მხატვრების შთაგონების წყაროს ერთ-ერთი საზომი გახდა.

პალეოლითი და ნეოლითი

20-10 ათასი წლის წინანდელი მომთაბარე ხალხისთვის (იმ დროიდან შემორჩენილი სტატუეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) იდეალურად ითვლებოდა ქალის სხეული დიდი თეძოებით და დიდი, რომელიც ათობით ბავშვს გამოკვებავდა, მკერდით.

imageქალის სტატუეტი. თურქეთი. ნეოლითი
imageქალის სტატუეტი. პალეოლითი

ეს არც არის გასაკვირი, რამდენადაც ცხოვრების ასეთ მკაცრ პირობებში მნიშვნელოვანია ორგანიზმში საკმარისი ცხიმის ოდენობა (რათა ნაყოფი გათბეს) და დედის რძის მაღალი ენერგეტიკული ღირებულება. სილამაზეზე საუბარიც არ არის-წინა პლანზე გადარჩენის საკითხი იდგა. დღეს ექიმები ასეთ ქალებს "ჭარბწონიანის" დიაგნოზს დაუსვამდნენ.

კრეტა-მიკენური პერიოდი

ევროპული კულტურის აკვნად ძვ.წ. III-II ათასწლეულების მინოსის და მიკენის ცივილიზაციები ითვლება, რომლებიც კრეტისა და ბალკანეთის საბერძნეთის ტერიტორიაზე ჰყვაოდა. იმ დროს სახვითი ხელოვნება უკვე საკმაოდ იყო განვითარებული და თანამედროვე არქეოლოგებს აქვს უდავო მტკიცებულებები იმისა, რომ კრეტა-მიკენური კულტურის ქალი უკვე თაყვანისცემის საგნად იქცა.

ამ პერიოდში ქალებმა დაიწყეს რთული ვარცხნილობების და ლამაზი სამოსის შექმნა. ამასთან, მკერდი საერთოდ არ იყო დაფარული უცხო თვალთაგან. იდეალურმა ქალის ფიგურამ შეიძინა მოხდენილობა და თითქმის მიუახლოვდა იმას, რაც ჩვენს საუკუნეში ითვლება კანონად.

imageქალღმერთი გველებით. კუნძული კრეტა, მინოსის ცივილიზაცია

ისტორიკოსების აზრით, "სუსტი" სქესი მამაკაცებს ბევრ რამეში არ ჩამორჩებოდა და ტავრომახიაშიც (ხარებთან ბრძოლის ხელოვნება) კი მონაწილეობდა. მრგვალი ფორმის მაღალი მკერდი-ეგეოსის ცივილიზაციის ქალების ჰარმონიული ფიზიკური განვითარების დამადასტურებელია. მისი ზომა, თუ პროპორციების მიხედვით ვიმსჯელებთ, სამს შეადგენდა.

საოცარია, მაგრამ პლასტიკური ქირურგის ჩარევის გარეშეც ასეთი მძიმე მკერდი მაღალ მკერდად გამოიყურებოდა. სინამდვილეში ქალები იყენებდნენ იმავე მეთოდს, რასაც თანამედროვე დიზაინერები, რომლებიც ბიუსტჰალტერების პუშ-აპის მოდელებს ქმნიან. სამოსის ზედა ნაწილი, რაღაც ბოლეროს მსგავსი, გვერდებიდან აწვებოდა მკერდს, ცენტრისკენ უბიძგებდა და ამის წყალობით მკერდი ვიზუალურად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა.

imageმიკენელი ქალბატონი, ეგეოსის ცივილიზაცია
imageკრეტა-მიკენური პერიოდი, რეკონსტრუქცია

საბერძნეთი ძვ.წ. VIII-I საუკუნეებში

კრეტა-მიკენური პერიოდი "ბნელი საუკუნეებით" დასრულდა, რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცით, მთავარი ისტორიულ-კულტურული დამადასტურებელი დოკუმენტი ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეაა". იმ დროის მცირერიცხოვანი სკულპტურები, ძალიან პირობითად გამოსახავდნენ სხეულს, ძირითადად მამაკაცისას.

შემდეგ დადგა არქაულის, კლასიციზმის და ელინიზმის პერიოდები. არქაულ პერიოდში ქალის სხეული დაფარული იყო ე.წ. ქიტონით, და უნდა ვივარაუდოთ, რომ სკულპტორები უპირატესობას მაღალ, კარგი აღნაგობის, შეიძლება ითქვას, ასთენიური აღნაგობის ქალებს ანიჭებდნენ. კლასიკურ და ელინიტურ საბერძნეთში კი უკვე შიშველი სხეულის სრულ სილამაზეს ვხედავთ. ამასთან მას ყველანაირი პირობითობის გარეშე გამოსახავდნენ, გამოსახავდნენ იმ ეპოქის იდეალს-ახალგაზრდა ქალიშვილებს, არანამშობიარევს.

imageაფროდიტე. პრაქსიტელის სკულპტურის კოპიო. კლასიციზმი
imageვენერა მილოსელი

ადრეული ქრისტიანობა და შუასაუკუნეები

აღორძინების ეპოქამდე ქალი მორალურად უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში ქრისტიანულ მორალთან, ამიტომ ყველაფერი, რაც მისი სხეულის სილამაზეს ხაზს უსვამდა და შეიძლებოდა მამაკაცი მოეხიბლა, ცოდვად ითვლებოდა. ბავშვების ძუძუთი გამოკვებაც შეუფერებელ საქციელად ითვლებოდა ქალებისთვის-ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის. გარდა ამისა, იმ ეპოქაში საკვები საკმაოდ მწირი იყო და ერთგვაროვანი, ხოლო კეთილშობილობის ნიშანი სიფერმკრთალე გახლდათ (ანუ მზისგან გარუჯულები მხოლოდ დაბალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ), ბავშვები ხშირად რაქიტით ავადდებოდნენ. რაქიტული სხეულის აღნაგობა ვიწრო, ჩაზნექილი მკერდით და გამოწეული მუცლით სილამაზის იდეალი გახდა.

imageხარება. იან ვან ეიკი. 1434 წ.

ეს პერიოდი ყველაზე არაჯანმრთელი მოდა იყო ბრტყელმკერდიან ქალებზე. ლამაზმანებს კოცონზე წვავდნენ, რამდენადაც ისინი "მამაკაცებს აცდუნებდნენ" და ითვლებოდა, რომ ისინი ბნელი ძალების მიმდევრები იყვნენ.

რენესანსიდან ვიქტორიანულ ეპოქამდე

ყველაფერი ცუდი როდესმე მთავრდება და ბნელი შუასაუკუნეების შემდეგ დადგა აღორძინების ხანა. ქალის მკერდი "თავისუფლებაზე იქნა გამოშვებული". მაგრამ დიდი მკერდი უწინდებურად იდეალურად არ ითვლებოდა. ამის დამადასტურებელია ფუმფულა ფორმების მქონე ქალების მოყვარულ რუბენსის ნამუშევრებიც.

imageვენერას დაბადება. სანდრო ბოტიჩელი

ამავე დროს კორსეტებს ისე ამზადებდნენ, რომ მკერდი მიმზიდველი ყოფილიყო. ღრმა დეკოლტეები მამაკაცების ყურადღებას იპყრობდა, უფრო მეტი ეფექტისთვის კი ქალები მკერდზე ხალებს იწებებდნენ.

მოგვიანებით, ვიქტორიანულ ეპოქაში მკერდს მთლიანად იფარავდნენ მკაცრი ტანსაცმლით და ცდილობდნენ ვიზუალურადაც შეემცირებინათ მისი ზომა.

XX და XXI საუკუნეები

შემდეგ დადგა რევოლუციების პერიოდი. ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლებოდა: გამხდარი, დეკადენსის ეპოქის ლამაზმანები მიდიოდნენ და ადგილს უთმობდნენ დიდმკერდიან ქალიშვილებს. ამბობენ, 1940-იან წლებში იაპონელი მეძავები მკერდზე პარაფინის ინექციებს იკეთებდნენ, რათა ამერიკელი ჯარისკაცების ყურადღება მიექციათ. შემდეგ მერლინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, სოფი ლორენი, ბრიჯიდ ბარდო ბრწყინავდნენ ეკრანიდან.

imageბრიჯიდ ბარდო, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი
imageმერლინ მონრო


70-იან წლებში მოდაში შემოვიდა "ტვიგი" ქალიშვილები. ეს იყო ერთ-ერთი პოპულარული მოდელის ფსევდონიმი, რომელსაც პირველი ზიმის მკერდი ჰქონდა. და ეს სტანდარტი თანამედროვე მოდის სტანდარტებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო, დაახლოებით 90-იან წლებამდე. ქალები ხდებოდნენ, ხდებოდნენ და ისევ ხდებოდნენ, რათა მოდელის გარეგნობისთვის მიეღწიათ. კარგია, რომ ჯეინ ფონდა თავისი აერობიკით მოუწოდებდა გახდომას არა დიეტების მეშვეობით, არამედ ფიზიკური აქტივობით.

90-იან წლებში კი პამელა ანდერსონი გამოჩნდა თავის 4 ზომის ბიუსტით. და მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სხვა უკიდურესობაში გადავარდნენ.

imageპამელა ანდერსონი

გაჩნდა ხელმისაწვდომი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სილიკონის იმპლანტები, რომელთა წყალობითაც მკერდის სასურველ ზომამდე დაყვანა შეიძლებოდა. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ გერმანელი მაირა ჰილსი, რომელიც 18 კგ. იმპლანტებს ატარებს.

imageმაირა ჰილსი

ბოლო წლებში მოდა უზარმაზარ ბიუსტზე მინელდა და ბევრი ვარსკვლავი, რომლებმაც სილიკონით გაიდიდეს მკერდი, ახლა იშორებენ მას. მოდაში ხომ ახალი მიმართულება შემოდის-ბოდიპოზიტივი. რა ზომის მკერდი ან სხეულის ნაწილებიც არ უნდა ჰქონდეს ქალს, მთავარია მას თავის თავი უყვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთი პლასტიკური ოპერაცია არ გვიშველის, რომ სასურველი და ძვირფასი გავხდეთ.

image



ასევე გაეცანით:



რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად


2. ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ



3. ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს


4. უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა


5. რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები


6. სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული ცნობილ სახეებს


7. იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო


8. შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ



9. როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს



1
1335
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1335
  
2020, 19 დეკემბერი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1