კინო ინტერნეტში გამოჩნდა ჩანაწერი,სადაც ტომ კრუზი უწმამურად აგინებს გადამღებ ჯგუფს,კოვიდ-წესების დარღვევის გამო 2020, 17 დეკემბერი, 18:16 როგორც ჩანს, მსახიობი ძალიან სერიოზულად ეკიდება უსაფრთხოებას გადასაღებ მოედანზე, რათა დარწმუნდეს, რომ ყველანი ყოველ ჯერზე დისტანციას იცავენ. ჰოლივუდის მსახიობმა ტომ კრუზმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ იპოვა "მისია, რომლის შესრულებაც შეუძლებელია". 58 წლის ვარსკვლავი ახლა ცნობილი ფილმის მეშვიდე ნაწილზე მუშაობს და მკაცრად იცავს კორონავირუსისგან გამოწვეულ უსაფრთხოების წესებს. გადასაღებ მოედანზე ყველას არ ესმის ახალი რეალობის მნიშვნელობა, ამიტომ ტომ კრუზს მათი შეხსენება მუდმივად უწევს... ბოლოს, მამაკაცმა უბრალოდ ნერვებმა უმტყუნა. ინტერნეტში გაჟონა აუდიოჩანაწერმა ფილმის "შეუსრულებელი მისია-7" -ის გადასაღები მოედნიდან, რომელშიც პოპულარული მსახიობი ვიღაცას უყვირის და გამონათქვამებიც სულაც არაა თავშეკავებული. ვარსკვლავმა იფეთქა, როდესაც შეამჩნია, რომ გადამღები ჯგუფის ორმა წევრმა მონიტორის მახლობლად რაღაცი განხილვა დაუწყეს, რა დროსაც საკმაოდ ახლოს იდგნენ ერთმანეთთან და პირბადეებიც არ ეკეთათ. "ჰოლივუდი დაუბრუნდა გადაღებებს, რადგან სჯერა ჩვენი! ჩვენ სამაგალითო უნდა ვიყოთ! მთელი ღამე ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული ყველა კინემატოგრაფიულ და სადაზღვევო კომპანიას, პროდიუსერებთთან და სხვებთან . ჩვენ ვქმნით ათასობით სამუშაო ადგილს, თქვენ კი ***! თქვენი ბოდიში არ მჭირდება! ისინი არ დაეხმარება ხალხს, რომ არ დაკარგონ სახლები, სუფრა გაშალონ ან გადაიხადონ კოლეჯის სწავლის საფასური, თუ ეს **** ფილმი გაუქმდება. ასეთი რამ თუ გამეორდება, გაგაგადებთ! წადით *** გენდობოდით, გადაღებაზე დაგიშვით, ასე რომ არ მიღალატოთ!გაიგეთ რაც მინდა და რასაც მოვითხოვ თქვენგან?!"-ტომ კრუზი ჰოლივუდის მსახიობი სერიოზულად შეშფოთებულია მსოფლიოში შექმნილი ვითარებით და მათ შორის კინოინდუსტრიაზეც გავლენის გამო. იმისთვის, რომ ხალხმა არ დაკარგოს სამუშაო, ის ფხიზლად აკვირდება წესრიგს გადასაღებ მოედანზე. შეგახსენებთ, იტალიაში მეშვიდე ნაწილის გადაღების დროს გუნდის 12 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ტომ კრუზსს აღარ სურს, მსგავს სიტუაციაში მოხვედრა. 147 3-ს მოსწონს
|