სხვა რა სასარგებლო-საზიანო თვისებებით გამოირჩევა კივი და როდისაა მისი მირთმევა რეკომენდირებული? 2020, 16 დეკემბერი, 19:45 ალბათ, იშვიათად თუ შევხვდებით ადამიანს, რომელსაც კივი არ უყვარს. ყველა დამეტანხმება იმასი, რომ იგი მართლაც ძალიან გემრიელი და ამასთან ერთად აუცილებელი პროდუქტია ცვენი ორგანიზმისათვის, ვინაიდან კივი შეიცავს მრავალ ვიტამინს, რომლებიც ჩვენ ორგანიზმს ეხნარებიან სწორად ფუნქციონირებაში.
კივი დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამში მხოლოდ 48 კკალორიაა.
კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე:
ცილები – 0, 8 გრამი
ცხიმები – 0, 4 გრამი ნახშირწყლები – 8, 2 გრამი ნაცარი – 0, 5 გრამი წყალი – 83, 9 გრამი კივის ნაყოფი შეიცავს უნიკალური შემადგენლობის ვიტამინებს, კერძოდ, C, E, B1, B2, B3, B9, B6 და გარდა ამისა, კივი შეიცავს pectin -ს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, ფლავონოიდებს. ასევე შეიცავს მინერალებს: კალიუმს, მაგნიუმს (დიდი რაოდენობით) და რკინას. კარგი კვების შემდეგ უნდა მივიღოთ რამდენიმე ცალი კივი, რადგან ის ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. მისი მიღებით თავიდან აიცილებთ გულძმარვას და არასასიამოვნო მძიმე შეგრძნებას კუჭში.მისი რეგულარული ხმარება ხელს უწყობს ვირუსულ დაავადებებთან დად გაციებასთან ბრძოლას. კივი ათავისუფლებს დეპრესიისაგან ადამიანს და აუმჯობესებს განწყობას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კივი С ვიტამინს (100 გრამ პროდუქტზე 92 მილიგრამს) – იმაზე მეტს, ვიდრე ციტრუსები და ბულგარული წიწაკა. ასევე, მასში არის Е ვიტამინი, რომელიც, როგორც წესი, შედის მაღალკალორიულ პროდუქტებში (მაგალითად, კაკალი, თხილი) და მისი დეფიციტი შეიძლება გაუჩნდეს იმ ადამიანებს, ვინც ჭარბწონიანობას ებრძვის; კივი კი დიეტური პროდუქტია და ამ ვიტამინის ნაკლებობა თავისუფლად შეიძლება შეივსოს მისი მიღებით. ის ძალიან კარგია სისხლძარღვებისა და გულის მუშაობისთვის. აქვეითებს არტერიულ წნევას. ნორვეგიელი მეცნიერების კვლევებით დადასტურდა, რომ კივის გამოყენება 15%–ით ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს. კივის გამოყენება რეკომენდებულია თირკმელებში კენჭოვანი წარმონაქმნების დროს; ის ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს. დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის კივის მიღება დასაშვებია – მასში შაქარი თითქმის არ არის, ამიტომ ის დიაბეტურ დიეტებში ერთ–ერთ წამყვან ადგილს იკავებს. გრიპის ეპიდემიის დროს ერთი ჭიქა კივის წვენი ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ამაღლებს ორგანიზმის დაცვის უნარს. კივის ჩართვას ყოველდღიურ რაციონში ურჩევენ სტრესის, დეპრესიების დროს და ზედმეტი დაძაბულობისას ნერვული სისტემის მდგრადობის რეგულირებისთვის. მისი გამოყენება ასევე კარგია სპორტსმენებისთვის, როგორც ნატურალური სტიმულატორი და ენერგიის აღმდგენი საშუალება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. კივის კანში ბევრი ანტიოქსიდანტია; ამიტომ ამ ხილს კიბოს, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. კანში სამჯერ მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე რბილობში. ამიტომ არის რეკომენდებული კივის კანიანად მიღება. ამისთვის კი ის უნდა გაიწმინდოს ბუსუსებისგან. 479 3-ს მოსწონს
|