ფსიქოლოგია არავერბალური კომუნიკაცია 2020, 16 დეკემბერი, 18:42
არავერბალური კომუნიკაცია სიტყვების გარეშე კომუნიკაციაა, ხმის ტონის, მანერების, გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.
არავერბალური კომუნიკაცია უფრო ადრეულია, ვიდრე ვერბალური. ადამიანები მეტყველების დაწყებამდე ურთიერთობისათვის არავერბალურ კომუნიკაციას იყენებდნენ; ადამიანებთან კომუნიკაციისათვის საჭიროა ვიცნობდეთ სხეულის ენას, რათა: წავიკითხოთ მოსაუბრის არავერბალური ინფორმაცია ანუ გვესმოდეს სხეულის ენა (ჟესტები, მიმიკა, სივრცის ათვისება) და ამით გავიგოთ მოსაუბრის მდგომარეობა. არავერბალური კომუნიკაციით საუკეთესოდ გამოიხატება ემოციები, დამოკიდებულება, მიმართულება, რაც ძნელად გამოითქმის სიტყვებით; არავერბალური კომუნიკაცია უფრო სანდოდ და გულწრფელად არის მიჩნეული, ვიდრე ვერბალური, რადგან არავერბალური მანიშნებლების კონტროლი უფრო ძნელია, ვიდრე სიტყვების; თუ მათ შორის შეუსაბამობაა, ადამიანები უფრო მეტად არავერბალურ ინფორმაციას ენდობიან.
პოლ ეკმანმა პირველმა დაიწყო ემოციებისა და მათი სახის გამომეტყველებებთან კავშირის შესწავლა.
მან აღმოაჩინა რამდენიმე ემოცია, რომლებიც უნივერსალური უნდა ყოფილიყო, ესენია: გაკვირვება, შიში, სიბრაზე, ბედნიერება, ზიზღი, სევდა და ასევე შედარებით ბუნდოვანი, სიძულვილი.
ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა დავამყაროთ მაშინაც კი, როდესაც ჩუმად ვართ და დუმილს ვინარჩუნებთ, რაღაც ინფორმაციას გავცემთ. ფსიქოლოგებმა გამოთვალეს, რომ ინფორმაციის თითქმის 3/6-ს მოსაუბრის სხეულით ვიღებთ, 2/6-ს ხმის და მხოლოდ 1/6-ს _ სიტყვებით. რა თქმა უნდა, განსხვავებულ კონტექსტში ეს თანაფარდობა იცვლება, მაგრამ ზოგადი ტენდენცია იგივე რჩება. ადამიანები არავერბალურ ურთიერთობებს მიმართავენ იმისათვის, რომ ზუსტად და გასაგებად გადმოსცენ თავიანთი აზრები, გრძნობები, ემოციები. ეს საერთოა ყველა კულტურისათვის, თუმცა სხვადასხვა კულტურისათვის სხვადასხვა მნიშვნელობაა დამახასიათებელი. ამგვარად, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა ურთიერთობისათვის აუცილებელია ურთიერთობათა იმ არავერბალური ფორმების ცოდნა და გაგება, რომელიც დამახასიათებელია მოცემული კულტურისათვის. ამრიგად, კომუნიკაციაში არავერბალური საშუალებები სპონტანურად გამოიყენება. ეს გამოწვეულია როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის როგორც დაბალი, ასევე უმაღლესი მაჩვენებლებით, რომლებიც პასუხს აგებენ კომუნიკაციაზე. რა თქმა უნდა, რაღაც ხარისხში არავერბალური ელემენტები კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ მხოლოდ ძალიან ძლიერი თვითკონტროლის შემთხვევაშიც კი შეიძლება მოხდეს ინფორმაციის “გაჟონვა”. არავერბალური კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა ის, რომ იგი ხორციელდება გრძნობის ყველა ორგანოს მეშვეობით: მხედველობის, სმენის, შეგრძნების, გემოს, ყნოსვის, რომელნიც კომუნიკაციის საკუთარ არხს ქმნიან. არავერბალური კომუნიკაციის ელემენტებია:
ეს ელემენტები კულტურების მიხედვით განსხვავებულად აღიქმება. მაგალითად, კომუნიკაციურ პროქსემიკაზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა, გვიჩვენა, რომ ინგლისელები პირადი ურთიერთობისას სარგებლობენ დიდი სივრცით, ვიდრე ფრანგები და იტალიელები. ფრანგები და იტალიელები თავის მხრივ სარგებლობენ დიდი სივრცით, ვიდრე ირლანდიელები და შოტლანდიელები. ასევე, ქრონემიკა - დროის აღქმა სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია. მაგალითად, საერთო კრებები აფრიკულ სოფლებში იწყება მხოლოდ მას შემდეგ, როცა შეიკრიბება სოფლის ყველა მაცხოვრებელი. თუ ამერიკაში საჯარო შეხვედრისას დაგვიანება საქმისადმი უინტერესობის მაჩვენებელია, ლათინო ამერიკაში 45 წუთით დაგვიანება ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ ბიზნესმენის შეხვედრა აშშ-სა და ლათინო ამერიკაში შეიძლება დამთავრდეს წარუმატებლად, რადგან არ გაითვალისწინეს სხვა კულტურისათვის დამახასიათებელ დროის სარგებლობის სპეციფიკას. საუკეთესო საშუალება, გაიგო, მართალია თუ არა შენ წინაშე მდგომი ადამიანი, მის ხელისგულებზე დაკვირვებაა. როდესაც იგი მთლიანად გულწრფელია, ის თქვენკენ ერთ ან ორივე ხელისგულს იშვერს. გულახდილი საუბრისას ხელისგულები მთლიანად ან ნაწილობრივ ღიაა. დომინანტური: ხელისგული ქვემოთ არის მიმართული. ეს ჟესტი არ იძლევა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების შანსებს. ასეთი ჟესტი ძალაუფლების მოყვარულ ადამიანს ახასიათებს: იგი ყოველთვის თავად არის ხელის ჩამორთმევის ინიციატორი და ამ ჟესტით (ქვემოთ მიმართული ხელისგულით) ადამიანებს იმორჩილებს. ხელის ჩამორთმევისას მკლავის ბოლომდე გაშლა, ხელის ჩამორთმევა თითის წვერებით, ხელის ჩამორთმევისას ორივე ხელის გამოყენება, ხელების თავის უკან ამოდება და სხვა მრავალი ქცევა გვამცნობს თუ როგორია ადამიანი აგრესიული, თავდაჯერებული, დაურწმუნებელი, ლმობიერი თუ სხვა. მსგავს ჟესტებს (ხელებით მანიშნებლებს განსაკუთრებით) ძალიან ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები თავიანთი ძალის დემონსტრირებისთვის, ნდობის მოპოვებისთვის, გავლენის მოხდენისთვის, დარწმუნებისთვის თუ სხვა მიზეზთა გამო, რაც ნამდვილად მოქმედებს კომუნიკაციის პროცესში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე ნათელია თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე განსაკუთრებით საქმიან და ორგანიზაციულ სივრცეში. 179 შეფასება არ არის
|