კინო დისნეი საქართველოში ! კომპანიამ საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა. 2020, 16 დეკემბერი, 15:17 კომპანია „დისნეიმ“ (The Walt Disney Company) საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი პირველ არხთან გააფორმა. პირველი არხი 2021 წლის იანვრიდან მაყურებელს შესთავაზებს ორიგინალურ, ლიცენზირებულ, ოფიციალური კონტრაქტით შეძენილ პაკეტს, რომელიც მოიცავს ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით გახმოვანებულ პროდუქციას. კონტრაქტით გათვალისწინებულია 349 ფილმის ჩვენება. კომპანია Disney-ს გარდა, ნაჩვენები იქნება ისეთი ცნობილი კომპანიების ფილმები, როგორებიც არის – Marvel, 20th Century Studios, Lucasfilm. ანიმაციის გარდა, საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს Disney-ს ფილმებს დღის ეთერისა და საოჯახო ყურებისთვის, Lucasfilm-ის „ვარსკვლავურ ომებს“ (Star Wars), ასევე Marvel-ის და 20th Century Studios-ს საკულტო ფილმებს. აღსანიშნავია, რომ Marvel-ის და Star Wars-ის ფილმები ეთერში მრავალხმიანი დუბლირებით გავა. მაყურებელს ასევე ექნება სიმღერების ქართული ვერსიების მოსმენის საშუალება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ ტელესივრცეში. იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი იხილავს „ოსკარის“, „გრემის“, „ბაფტას“, „ოქროს პალმის რტოს“, „ოქროს ლომის“, „ოქროს დათვისა“ და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების მფლობელ ფილმებს. 24 1-ს მოსწონს
|