x
image
ქეთი1988
Mediator image
ულამაზესი ტრანსექსუალი მოდელები, რომლებმაც მოდის ინდუსტრია დაიპყრეს
image
დღეს ტრანსექსუალი მოდელები სულ უფრო და უფრო პოპულარები ხდებიან, შესაბამისად მოდის ინდუსტრიაშიც დაიმკვიდრეს ადგილი:


კევინ ბელოტი- ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა სილამაზის კონკურსში მონაწილეობაზე, ოცნება აიხდინა კიდეც. მან პირველი ადგილო დაიკავა ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსში ტაილანდში და მრავალი პრიზითაც დასაჩუქრდა.imageimageimage



კლაუდია ჩარიეზი- მრავალი პლასტიკური ოპერაციების წყალობით დღეს ის ძალიან კარგად გამოიყურება და სხვადასხვა ტელეგადაცემებში და ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას.imageimage


ჯინა როსერო- ჯინა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანზღაურებადი მოდელია ამერიკაში. კარიერის დასაწყისში მან ჟურნალისტები მოიწვია და საქვეყნოდ განაცხადა, რომ სქესი შეცვლილი ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა მასზე პრესა და პოპულარულიც გახდა.imageimageimage



ლავერნ კოკსი- ის წარმატებული მოდელი, მსახიობი, ადვოკატი და სატელევიზიო პროდიუსერია. 2015 წელს ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანეს.imageimage


აისის კინგი- დღეს უკვე ცნობილი მოდელი ორჯერ მონაწილეობდა შოუში America's Next Top Model, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, შოუს წამყვანმა და ასევე მოდელია ტაირა ბენქსმა მას სქესის შეცვლის ოპერაცია მთლიანად დაუფინანსა, რადგან აღტაცებული იყო მისი სიმამაცით და სიჯიუტით. ტაირას ასეთმა საქციელმა პრესაც დააინტერესა და აისისი ვარსკვლავად დაიბადა.imageimage


კარინა ასანკა- ტრანსექსუალი -მოდელი შრი-ლანკიდან თავის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში Miss International Queen და ფინალისტებს შორის მოხვდა.imageimage

სირაპასორნ ატაიაკორნი- დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია აზიაში, მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ სილამაზის კონკურსში და გამარჯვებულიც ხშირად ხდება ხოლმე.imageimage

ლეა ტი- მაღალი მოდის სამყაროში ალბათ ყველაზე ცნობილი ტრანსექსუალი მოდელია, იყო Givenchy-ს სახე, მისი ფოტოსურათები კი ცნობილი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა.imageimageimage


ჰარისუ- ის ცნობილი სამხრეთ-კორეელი მოდელი და მომღერალია. კორეაში ჰარისუ პირველი იყო, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, მსოფლიოში კი მეორე.imageimageimage


კარმენ კარერა- ამერიკელი მოდელი, მან ცნობდობა სამოდელო შოებიდან მიიღო. შოუში მისმა გლამურულმა გარეგნობამ მალევე მიიქცია ყურადღება.imageimageimage


კარინა მინაევა- უკრაინელი მოდელი. ისევე როგორც ბევრმა მოდელმ, ყურადღება მანაც სამოდელო შოუებდან მიიქცია. დღეს ის ასევე მსახიობობითაცაა დაკავებული.imageimageimage


ინეს რაუ- ჩრდილო-აფრიკული წარმომავლობის ფრანგი მოდელი დღეს ამერიკაში ცხოვრობს. სქესი 15 წლის ასაკში შეიცვალა და მალევე დაკავდა სამოდელო ბიზნესით. ის მრავალი ჟურნალის ფოტოსესიებში ღებულობს მონაწილეობას, მათ შორის Playboy შიც.imageimageimage


ფლორენსია დე ლა ვინი- ის ძალიან პოპულარულია თავის ქვეყანასი, არგენტინაში. მონაწილეობა აქვს მიღებული საპნის ოპერებში, სადაც უმეტესად გაბოროტებულ დიასახლისებს თამაშობს.imageimage

ანდრეა პეჟიჩი- სერბ-ხორვატიული წარმომავლობის ავსტრალიელი მოდელი. სქესის შეცვლამდე ის ცნობილი იყო როგორც მოდელი, რომელსაც როგორც ქალის, ისე მამაკაცის როლის მორგება შეეძლო და უნივერსალური იყო. თავისი უნიკალური გარეგნობის წყალობით, ის მოდის ინდუსტრიაში ძალიან პოპულარულია.imageimageimage


0
285
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0