x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოდელები რუსეთიდან შავკანიანთა მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ
image
ორი მოდელი ყუბანიდან - ანასტასია და ალიონა - მოძრაობა Black Lives Matter წარმომადგენლების თავდასხმის ობიექტები გახდნენ
(საზოგადეობრივი მოძრაობა შეერთებულ შტატებში, რომელიც შავკანიანების ინტერესებს იცავს). მას შემდეგ, რაც ბიონსეს ტანსაცმლის ბრენდმა Ivy Park-მა გამოაქვეყნა გარუჯული გოგოების ფოტოები აფრო ვარცხნილობით, რის შემდეგაც დაიწყო გაბრაზებული კომენტარები და მუქარები.


- პირად შეტყობინებებში და პირდაპირ კომენტარებში. ყველაფერი იგივეა, არაფერი იცვლება: ყველა თეთრი ადამიანი ცუდია და ა.შ. <...> პირდაპირი მუქარები: მოკვლა, ცემა, მუქარა შვილებზე და ა.შ ... უბრალოდ სრული არაადეკვატურობა, - განუცხადა ანასტასიამ სატელევიზიო არხს "360".

image

უფრო მეტიც, ანასტიას თქმით, BLM ავლენდა აგრესიას იმ მომხმარებლების მიმართაც, რომლებსაც მოდელების მხარდაჭერა სურდათ.



გოგონებმა თქვეს, რომ ისინი არაერთხელ ეცადნენ აეხსნათ ოკეანის გადაღმა ადამიანებისთის, რომ უფლება აქვთ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც მათ სურთ. იმ არგუმენტებიც კი, რომ მაგალითად ნაწნავი მარტო აფრიკულ კულტურის საკუთრება არაა, არ გაჭრა. გარდა ამისა, ნასტია ნახევრად ქართველია, ალიონას კი ბოშური ფესვები აქვს.


- ჩვენ მათ ავუხსნით, რომ უზბეკი ქალები ატარებდნენ ნაწნავს, აგრეთვე ვიკინგებიც ატარებდნენ. საერთოდ არაფერმა გაჭრა. ანუ, ყველაფერი მაგათია: ნაწნავი მაგათია, დრედკულულები მაგათია, გარუჯვა მაგათია. ატარეთ თქვენი კოკოშნიკი, დალიეთ სამოვარიდან და არ შეეხოთ კოკა-კოლასო", - განმარტა ანასტასიამ.


რუსულის მცოდნე მომხმარებლები მოდელებს გამოესარჩლნენ, მაგრამ მათ ასევე მიიღეს ნეგატიური დოზა . ბრენდის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, აღარ გაერისკა და წაშალა სურათები.



1
411
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
411
  
2021, 15 იანვარი, 11:24
"Black Lives Matter" ტერორისტული ორგანიზაციასავით ჩამყალიბდა ; უჩოქონ თამაშებზე და უკოცნონ ფეხსაცმელები ვისაც მიაჩნია , რომ შავკანიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თეთრკანიანის.
იმასაც კი არ ამბობენ რომ ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მაგათ ლოგიკას რომ მიყვე ინდიელებმა საერთოდ ტყიამფრქვევები უნდა აიღონ და ისე იარონ ამერიკაში და აჩოქონ სუყველა მათშორის შავკანიანებიც
0 1 1