x
image
მატასი
იყიდება ქალწულობა. 1 მილიონ დოლარად...

imageბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტის საშუალებით მრავალმა და მრავალმა დაიწყო ბიზნესი. თანამედროვეობაში უკვე თითქმის ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით წყდება. ზოგიერთმა უფრო ჭკვიანმა და მოხერხებულმა ინტერნეტის საშუალებით მილიარდების შოვნაც კი მოახერხა. ერთ-ერთ მათგანად დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის - ''Facebook''- ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი შეგვიძლია დავასახელოთ. თუმცა ადამიანის ფანტაზია ულევია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ფულის შოვნას ეხება.

ინტერნეტის საშუალებით საკუთარი ქალწულობის აუქციონზე გატანა და სარფიანად გაყიდვა უკვე ბევრმა ''ბიზნეს-ქალიშვილმა'' მოახერხა. 22 წლის ნატალი დილანი კი თავის უბიწოებას არც თუ ისე იაფად, სულ რაღაც 1 მილიონ დოლარად აფასებს. აღებული თანხით, იგი განათლების დაფინანსებას გეგმავს, განათლება ხომ საკმაოდ ძვირია ჩვენს დროში. გარდა ამისა, ბევრი ისეთი რამ არსებობს ამ ქვეყანაზე, რაც ახალგაზრდა გოგონას იოლი ფულის შოვნისკენ უბიძგებს. მაგალითად ძვირფასი სამკაულები, ძვირადღირებული მარკის მანქანები და მდიდრული აპარტამენტები. მილიონი დოლარი კი ამ ყველაფერს სავარაუდოდ თავისუფლად გასწვდება.

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემის აზრით მილიონი დოლარის გადახდა ერთ საშინელ სექსში არც თუ ისე სარფიანი გარიგებაა. თუმცა რას გაუგებ ახირებულ მილიონერებს, რომელთაც აღარ იციან ფული რაში დახარჯონ.

ნატალი დილანის განცხადებამ(სახელი და გვარი ნამდვილი არაა) პოპულარობა მოუტანა მის ავტორს, ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სელებრითობისათვის გათამაშებული ბლეფია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - 21 საუკუნეში ქალიშვილობის გაყიდვა ახალი ბიზნესია.

9
746
8-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
746
  
2012, 26 აგვისტო, 20:50
იაფიაა ;დ
2012, 26 აგვისტო, 18:26
რუსეთს გაზი ირანს ნავთობი ჩვენ ქალიშვილები ავშენდით ბიძიაბაბუა
2012, 26 აგვისტო, 11:39
არიქა ქართველო გოგოებო გამდიდრდით :D მერე გვეყოლება მსოფლიოში პირველი ქვეყანა მდიდარი ქალების სიმრავლით :D
2012, 26 აგვისტო, 4:19
ერტი ატი წლის წინ რომ გამეგო ასეტი აუქციონი 100 000 მაინც ხო ავიგებდი ვაჟიშვილობაში
2012, 26 აგვისტო, 2:11
მაგ გოგოზე ვამბობ :D
2012, 26 აგვისტო, 2:11
მე ვიყიდე იმ დღეს :D
2012, 25 აგვისტო, 21:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 25 აგვისტო, 21:55
ქალწულებს ვიყიდი და ქალწულობა რაში გამოვიყენოო?:D:D
2012, 25 აგვისტო, 21:52
ეგ ძველია. უკვე გაყიდულია:D
0 1 9