კულტურა ხელთათმანები - როგორც ხელოვნების ნიმუში 2020, 15 დეკემბერი, 20:53 ამ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი არაცვეულებრივი არტისტი ნატალია ლიტვიდან, რომელიც საკუთარ მოქარგულ ხელთათმანებს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის.
პირველი მოქარგული ხელთათმანები შვიდი წლის წინ შექმნა და ახლა ვერ წყვეტს მათ შექმნას. მას უყვარს ტანსაცმლის და აქსესუარების ისეთი დიზაინი, რომელიც პრაქტიკულია, მაგრამ განსაკუთრებული და უნიკალურიც ამავდროულად.
"ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონება ბუნებაა: ბევრი ფერი და ფორმა, ყოველდღე რაღაც ახალი, რადგან ჩემს გარშემო ყველაფერი მუდმივად იცვლება."
იგი ხშირად გადის ბუნებაში და აკვირდება ახლადაყვავებულ მცენარეებს, შინ დაბრუნებული კი ამ ყველაფრით ინსპირირებული ახალ ხელთათმანებს ქმნის.
ზოგჯერ ხელთათმანების ახალ დიზაინს ძალიან სწრაფად ქმნის - რამდენიმე დღეში, ზოგჯერ კი ამას კვირები ან თვეებიც სჭირდება. მაგრამ მას სიამოვნებს იმის ცოდნა, რომ მისი ხელთათმანები სხვებისთვის სასურველია და ამაღლებს მათ განწყობასაც. ამ პოსტში წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ჩემთვის ყველაზე მოსაწონ ნამუშევარს: 41 1-ს მოსწონს
|