კინო ქანდაკებები ტომი და ჯერის უჩვეულო სცენებიდან 2020, 15 დეკემბერი, 20:32 კინემატოგრაფიის ისტორიაში ბევრი მულტფილმია და ყველა თაობას ჰქონდა განსხვავებული და საყვარელი ანიმაცია რომელსაც პატარაობაში უყურებდნენ. მაგრამ უმეტესობა ჩვენგანს ალბათ გვახსოვს ტომი და ჯერი. ამ ექსპრესიულ, მხიარულ და მარტივ მულტფილმს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბევრი ჩვენგანის გულში და დღეს მეტად ნოსტალგიურია. ტომსა და ჯერის (მეტად საყვარელი კატასა და თაგვს) შორის განვითარებული სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთშეთანხმებამ ბევრჯერ გაგვიცინა, აგვატირა ხანაც გაგვაოცა კიდეც. სწორედ ეს იყო მისი უნიკალურობა და სწორედ ამ უნიკალურობით დაიკავა ამ ანიმაციამ ყოველი ჩვენგანის გულში დიდი ადგილი, და გარკვეული სცენები ანიმაციიდან სამუდამოდ აღგვებეჭდა გონებაში. ამ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ სწორედ, ყველასათვის საყვარელი მულტიპლიკაციური სერიების, ტომი და ჯერის სცენებში განვითარებული უცნაური მომენტების სკულპტურული ნამუშევრები, რომლებიც შექმნა ერთ-ერთმა იაპონელმა ხელოვანმა ტაკუ ინოუემ. 25 1-ს მოსწონს
|