x
image
ირინა მ.
მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე ძვირადღირებული ნომრები
image


მოგზაურების უმეტესობისთვის სასტუმრო ადგილია, სადაც შეიძლება დაისვენო და ღამე გაათენო. ზოგიერთისთვის კი პირველ ადგილზე კომფორტი და ფუფუნებაა, რისთვისაც მზად არიან არარეალური თანხები გადაიხადონ. Elite Traveler -მა დაასახელა მსოფლიოში სასტუმროების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნომრები – დაწყებული ნიუ-იორკის პენტჰაუსებიდან დამთავრებული ფიჯის კუნძულებამდე.

1. ოტელი Ritz Paris, პარიზი

ერთი ღამის გათენება 35 ათასი დოლარი ღირს.

image

სასტუმრო Ritz Paris-ში ნომრები მე-18 საუკუნის შთაგონებით არის შექმნილი, აქ ხომ თვით მეფე ლუდოვიკო XV უყვარდა დასვენება. მოგვიანებით აქ ჩერდებოდნენ კოკო შანელი და მარია კალასი. ამ ლუქსიდან, რომლის ფართობი 250 მ2.ია, ვანდომის მოედანზე იშლება ხედი.

2. ოტელი Palms, ლას-ვეგასი.

ერთი ღამის საფასური-40 ათასი დოლარი.


image

ამ გიგანტურ, 836 მ2. ფართის მქონე ნომერში რომ მოხვდეთ, სტუმრებმა კერძო მინის ლიფტით უნდა ისარგებლონ. ნომერში სამი საძინებელია, ჯაკუზი, საუნა და დიდი ღია ტერასა.

3. ოტელი Cala di Volpe, სარდინია.

ერთი ღამის ფასი-41 ათასი დოლარი.

image

სარდინია იტალიის ერთ-ერთი ლამაზი რეგიონია. სარდინიით შეგიძლიათ დატკბეთ ბრწყინვალე ოტელ Cala di Volpe-ში. აქ ყველაზე ძვირფასი ნომერია-პენტჰაუსი აუზით, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს. სტუმრების განკარგულებაშია ფართო ტერასა სახურავზე სასადილო ზონით და სოლარიუმით.

4. ოტელი Mansour, მარაკეში.

ერთი ღამე სამეფო აპარტამენტებში დაგიჯდებათ 43 ათასი დოლარი.

image

მარაკეში ერთ-ერთი კოლორიტული ადგილია დედამიწაზე, ზოგიერთისთვის კი ფუფუნების სიმბოლო. ოტელი Mansour ცნობილია მაღალი რანგის მოგზაურებს შორის და სთავაზობს სტუმრებს გაატაროს სასახლეში თუნდაც რამდენიმე ღამე.

5. ოტელი Grand Hyatt Cannes, კანი.

ერთი ღამის საფასური 53 ათასი დოლარია.

image

პენტჰაუსი სასტუმრო Grand Hyatt Cannes - ყველაზე ძვირადღირებული დასასვენებელი ადგილია მთელს საფრანგეთში. იგი ძალიან პოპულარულია ჰოლივუდის მსახიობებსა და მოდელებს შორის, კანის ფესტივალების დროს ისინი ყოველთვის ამ ოტელით სარგებლობენ. 1000 მ2 ფართის მქონე ნომერში შედის კერძო ტერასა ფართით 500 მ2, სასადილო, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს.

6. ოტელი The Mark Hotel, ნიუ-იორკი.

ღამის გატარება აქ 75 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

image

ეს უზარმაზარი ლუქსი-უბრალოებისა და ელეგანტურობის მიქსია ნიუ-იორკის მედისონ-ავენიუს ცენტრში. 450 მ2 ფართის ნომერი 5 საძინებლისგან შესდგება. სტუმრების მფლობელობაშია აგრეთვე ტერასა, საიდანაც იშლება ხედი ცენტრალურ პარკზე.

7. აპარტამენტები Hilltop Estate, ფიჯის კუნძულები.

ღამის გათევისთვის 45 ათასი დოლარის გადახდა მოგიწევთ.

image

ეს დაუჯერებელი ადგილი მდებარეობს გორაკის წვერზე-აქედან პანორამული ხედი იშლება ლაუკალას მწვანე გორაკებზე. აპარტამენტებში 8 ადამიანს შეუძლია განთავსდეს. და კიდევ, აქ არის საკუთარი დიზაინერული აუზი.

8. პენტჰაუსი Ty Warner, ოტელი Four Season, ნიუ-იორკი.

ერთი ღამის საფასური აქ 50 ათასი დოლარია.

image

ეს ოტელი ხელოვნების მოყვარულთათვის არის შექმნილი. 399 მ2 ფართის მქონე ნომერი არქიტექტურისა და მხატვრობის შედევრად ითვლება. მისი კედლები ამერიკელი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრებითაა დამშვენებული.

9. Maharajah Pavilion, ოტელი The Raj Palace, ჯაიპური, ინდოეთი.

ღამე აქ 75 ათასი დოლარი ღირს.

image

ჯაიპური მსოფლიოში ცნობილია ტაჯ-მაჰალით, თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთით. აქ მდებარეობს ყველაზე ძვირიანი სასტუმრო არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ აზიაში- The Raj Palace. მის ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში არის ძვირფასი სასადილო, ბიბლიოთეკა, ავეჯი საძინებელი კი სპილოს ძვლისგანაა დამზადებული.

10. ოტელი President Wilson, ჟენევა.

ერთი ღამის ღირებულება პრეზიდენტის აპარტამენტებში 80 ათასი დოლარია.

image

148 მ2 ფართის პენტჰაუსს 12 საძინებელი აქვს და ჯაკუზი ხედით ჟენევის ტბაზე. სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ აგრეთვე საკუთარ ტერასაზე პანორამული ხედით. აქ არის აგრეთვე პიანინო, საბილიარდო და პირადი შეფ-მზარეული.



იხილეთ ასევე:



1. უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...


2. ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს


3. როგორ რეაგირებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მომაბეზრებელ პაპარაცებზე


4. ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში


5. ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)


6. ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)


7. ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.


8. როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება


9. ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს


1
701
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
701
  
2020, 19 დეკემბერი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1