საზოგადოება ყველაზე ცნობილი ტრანსექსუალები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ 2020, 15 დეკემბერი, 12:06 წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ ტრანსექსუალებს, რომლებმაც საზოგადოება აალაპარაკეს
კეიტლინ ჯენერი- ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი და “კარდასიანების კლანის" წევრი ბრიუს ჯენერი დღეს უკვე კეიტლინ ჯენერია 2015 წლიდან და თავს ბედნიერად გრძნობს.
ლავერნა კოკსი- მსახიობი მონაწილეობს სერიალში “ნარინჯისფერი ახლა შავი ფერია". ის ირველი ტრანსექსუალია, რომელიც Primetime Emmy Award ნომინაციაზე წარადგინეს.
ჯანეტ მოკი- ჟურნალ People ში მუშაობდა. სქესი 18 წლის ასაკში შეიცვალა და ამის შესახებ მხოლოდ 2011 წელს გაამხილა. დღეს ის უმცირესობათა უფლებების დამცველია.
ანდრეი პეჟიჩი- მოდელი ცნობილი გახდა იმით, რომ შეეძლო როგორც მამაკაცის, ასევე ქალის როლის მორგება ფოტოსესიებსა და პოდიუმებზე. სქესი 2014 წელს შეიცვალა და განაცხადა, რომ უნდა ქალად მიიღონ.
კეროლაინ კოსეი- ბრიტანელი მოდელი და მსახიობი, მას მონაწილეობა უნდა მიეღო ჯეიმს ბონდის ფილმში, ასევე იყო ჟურნალ Playboy -ს მოდელი 1980 წელს.
ჯენა ტალაკოვა- 2012 წელს ის იბრძოდა იურიდიული უფლებისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო კანადასი მის სამყაროს კონკურსზე. გაიმარჯვა კიდეც და მის კონგენიალურობის ჯილდო მიიღო.
აისის კინგი- მოდელმა მონაწილეობა მიიღო რეალით შოუში -ტოპ-მოდელი ამერიკულად, ის მე-11-ე და მე-17 ე სეზონებში მონაწილეობდა და ტელესივრცეში ძალიან განხილვადი იყო.
ჩეზ ბონო- ის ცნობილი შერის და სონის ერთადერთი შვილია. მან სქესი 2011 წელს შეიცვალა და ამის შესახებ წიგნიც დაწერა.
სილვია რივერა- ამერიკელი ტრანსვისტიტი, აქტივისტი და უმცირესობათა უფლებების დამცველი. შექმნა რამდენიმე ფონდი, რომლებიც სწორედ ამ საქმეს ეხმარებოდა.
კრისტი იორგენსონი- დაიბადა როგორც ჯორჯ უილიამ უმცროსი, იბრზოდა აშშ-ს არმიაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მსახურობის შემდეგ მან სქესი შეიცვალა დანიაში.
კენდი დარლინგი- დაიბადა როგორც ჯეიმ სლოურენს სლეტერი, ის იყო როკ ჯგუფის The Velvet Underground მუზა, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული რამდნეიმე ფილმში.
კარმენ კარერა- რეალითი შოუს ვარსკვლავი, რომელიც თანდათან მოდის ინდუსტრიას იპყრობს.
ლანა ვაჩოვსკი- ძმები ვაჩოვსკების შესახებ კინოინდუსტრიაში ყველამ იცის. მათ მონაწილეობა მიიღეს ისეთი ფილმების შექმნაში, როგორებიცაა მატრიცა, V ანუ ვენდეტა, ღრუბლიანი ატლასი.
ლოიზა ლამერსი- პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომლემაც შოუში “ ჰოლანდიის ტოპ მოდელი" გაიმარჯვა 2015 წელს და კონტრაქტი გააფორმა წამყვან სამოდელო სააგენტოსთან. 744 შეფასება არ არის
|