x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ შეცვალა ვაქცინამ მსოფლიო მე-18 საუკუნიდან დღემდე
image
კოვიდ -19-მა პანდემიამ კაცობრიობას გაახსენა, რამდენად საშიშია ინფექციური დაავადებების დესტრუქციული აფეთქებები და თუ როგორ ხდება ვაქცინების დამზადება ასეთ შემთხვევებში, რომელიც ერთადერთი იმედია, რათა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ



კორონავირუსი არ არის პირველი მტერი(და ალბათ არც უკანასკნელი ), ხოლო მასობრივი ვაქცინაცია იქნება მის წინააღმდეგ მიმართული მძლავრი იარაღი.


მოდით გავიხსენოთ როგორ დაიწყო ვაქცინაცია. როგორ შეცვლა მსოფლიო და ჩვენი ცხოვრება





ჩუტყვავილა -ალბათ ყველაზე წარმატებული ვაქცინაცია ისტორიაში. მხოლოდ მე -20 საუკუნეში, ამ ძლიერ გადამდებმა ვირუსულმა დაავადებამ 300 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ადრინდელ ეპოქებში მსხვერპლთა რიცხვი ზუსტად არაა აღრიცხული.



ჩუტყვავილათი ინფიცირებულთა დაახლოებით 30% კვდებოდა, ხშირად აგონიაში, რადგან მთელი სხეული ჩირქოვანი აბსცესებით იფარებოდა. დანარჩენები ბრმავდებოდნენ ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში კანზე საშინელი ნაწიბურები რჩებოდათ.


საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სასოწარკვეთილი ეძებდნენ ჩუტყვავილას სამკურნალო საშუალებას - და ბოლოს მათ შექმნეს პირველი ვაქცინა.



იდეა იმის შესახებ, რომ დაავადების ხელოვნურად გამოწვეულ მსუბუქ ფორმას შეუძლია იმუნიტეტი გამოიმუშავოს ადამიანებში, დიდი ალბათობით წარმოიშვა ჩინეთში.


წყაროების თანახმად, დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში ადამიანები ცხვირით ისუნთქავდნენ ჩუტყვავილათი დაავადებული პაციენტების წვრილად დაქუცმაცებულ კანს.


აფრიკაში კი ჩირქში გაჟღენთილ ძაფს კანზე ნემსით იყრიდნენ.


მე -18 საუკუნის ბრიტანეთში ჩუტყვავილაზე ვაქცინაციას შეუწყო ხელი ცნობილმა არისტოკრატმა და ინტელექტუალმა ლედი მერი მონტეგმა, რომელსაც ახალგაზრდობაში ჰქონდა ჩუტყვავილა და გაეცნო შესაბამის პრაქტიკას თურქეთში, სადაც მისი მეუღლე ელჩად მსახურობდა. მეთოდი არ განსხვავდებოდა საიმედოობით, თუმცა ჩუტყვავილათი ყოველი 30 პაციენტიდან მხოლოდ 1 კვდებოდა .


იმავდროულად, ინგლისელმა ფერმერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ჩუტყვავილათი დაავადებული ძროხა გადამდებია ადამიანისთვის, მაგრამ არა სასიკვდილო .


ამ ფენომენის შესწავლის შემდეგ ექიმმა ედვარდ ჯენერმა დაავადებული ძროხისგან შექმნა საიმედო და უსაფრთხო ვაქცინა .


1796 წლის 14 მაისს ჯენერმა აცრა ფერმერის რვა წლის ვაჟი, ჯეიმს ფიპსი, რომელმაც ღრმა სიბერემდე იცოცხლა და საკუთარი ხარჯებით გამოაქვეყნა ცნობილი ბროშურა "ძროხის ჩუტყვავილას მიზეზებისა და შედეგების გამოძიება" -


სამეფო სამეცნიერო საზოგადოება უნდობლად გამოეხმაურა ჯენერის მეთოდს. ეჭვები გაქრა, როდესაც ბრძანების მიხედვით დიდი ბრიტანეთის არმიისა და საზღვაო ძალების ჯარისკაცებს ჩუტყვავილას აცრა ჩაუტარეს და ცუდი რამ არც არავის მოსვლია.


თითქმის ასი წლის შემდეგ, ლუის პასტერმა, ჯენერის პატივისცემად, შემოგვთავაზა ყველა წამლის დასახელებას, რომელიც ხელოვნური იმუნიტეტის შექმნის პრინციპზე დაყრდნობით იქნებოდა დარქმეოდა "ვაქცინა": ფრანგული სიტყვიდან vache - "ძროხა".


ღარიბ ქვეყნებში ჩუტყვავილა კიდევ 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბობოქრობდა.


ჯანდაცვის მსოფლიო მასშტაბის ვაქცინაციის პროგრამამ, რომელიც 1967 წელს დაიწყო, პრაქტიკულად ბოლო მოუღო ამ საშინელ დაავადებას.


ამჟამად ცოცხალი ჩუტყვავილას ვირუსები დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილზეა დარჩენილი : რუსეთის და შეერთებული შტატების უმაღლესი დონის დაცულ ლაბორატორიებში.



პოლიომელიტი



ამ დაავადებას გაცილებით ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ჩუტყვავილას, მაგრამ იგი ბევრად უფრო სასტიკია გადარჩენილებისთვის .


ინფიცირება ძირითადად ბავშვობაში ხდება. ვირუსი სხეულში ხვდება პირის ღრუდან, შემდეგ შედის სისხლში და თავს ესხმის ნერვულ სისტემას, რაც ხშირად იწვევს მუდმივ პარალიზებას. უმეტესეად ფეხების დამბლას იწვევს, ხოლო ათიდან ერთი პაციენტი ფილტვის კუნთების დამბლის შედეგად იღუპება.


რადგან პოლიომიელიტს, ჩუტყვავილასგან განსხვავებით, არ ჰქონდა გარეგნული ნიშნები, მისი ინფექციური თვისებები მხოლოდ 1905 წელს აღმოაჩინა შვედმა ექიმმა ივარ ვიკმანმა.


1952 წელს ამერიკელმა ექიმმა ჯონას სალკმა შექმნა პოლიოს ვაქცინა. 1961 წელს მისმა კოლეგამ ალბერტ სეიბინმა შექმნა გაუმჯობესებული ვერსია, ინექციის ნაცვლად პირში ჩაწვეთებით.


ვაქცინაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შეცდომა პოლიო ვაქცინაციას უკავშირდება. 1955 წელს ამერიკულმა ფირმა Cutter Laboratories- მა შეცდომით გამოუშვა ასი ათასზე მეტი დოზა წამლის დოზა, რომელიც ცოცხალ პოლიო ვირუსისა შეიცავდა.შედეგად ათი ბავშვი გარდაიცვალა, 160 კი მთელი ცხოვრების განმავლობაში პარალიზებული დარჩა.


1988 წელს ჯანმომ გამოაცხადა მთელს მსოფლიოში პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელი პროგრამის დაწყება.


ექსპერტების შეფასებით, პოლიომიელიტის ვაქცინა, ყოველწლიურად მსოფლიოში ერთნახევარ მილიონ ადამიანის სიცოცხლეს უნარჩუნებს , ხოლო 18 მილიონს შეუძლია სიარული.



წითელა




წითელას ვაქცინაცია არის როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის მაგალითი.


აფრიკაში ებოლას აფეთქებამ, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. შარშან წითელამ მშვიდად მოკლა 207, 5 ათასი ადამიანი, მიუხედავდ იმისა, რომ მისი ვაქცინა 1963 წლიდან არსებობს.


ძლიერ გადამდები ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება ხველის, ცემინების ან უშუალო კონტაქტის დროს და იწვევს ცხელებას და გამონაყარს, მძიმე შემთხვევებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან პაციენტის სიცოცხლეს, დიარეას, პნევმონიასა და მენინგის ანთებას.


ვაქცინის გამოგონებამდე წითელა წელიწადში საშუალოდ 2, 6 მილიონ ადამიანს კლავდა მაგრამ მისი სრულად დაძლევა შეუძლებელი გახდა, რადგან მაღალი ინფექციურობის გამო, კოლექტიური იმუნიტეტი მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანების 95% აიცრება. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ბოლო წლების განმავლობაში წითელას შემთხვევებმა კვლავ იმატა, რადგან ვაქცინის საწინააღმდეგო დამოკიდებულება ფართოდ გავრცელდა სოციალური მედიაში, რომელიც დამახინჯებულ წარმოდგენას უქმნის ადამიანების გარკვეულ რაოდენობას.




ცოფი



ცოფით დაავადების შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცოდნენ.ჩვ.წ. I საუკუნეში კ. ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება "ჰიდროფობია."(წყლის შიში )


ნებისმიერი ძუძუმწოვარა შეიძლება დაავადდეს ცოფით, თუმცაღა ბალახისმჭამელებში ცოფი იშვიათად შეიმჩნევა. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში გამავრცელებელია: ღამურა, ვირთხა, მაწანწალა ძაღლი და კატა, მელია, ტურა სკუნსი.



ცოფის ინფექციას იწვევს ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც აზიანებს მასპინძელი ორგანიზმის ნერვულ ცენტროებს და თავის ტვინის ქერქს და მთავრდება პაციენტის სიკვდილით.


სიმპტომური ცოფი პრაქტიკულად არ იკურნება. თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია პრეპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უკვე დაავადებული პაციენტის განკურნება. არსებობს მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირებული 2007 წელს, როდესაც პაციენტი სიმპტომების გაჩენის მერე გამოჯანმრთელდა



ცოფის შესწავლის საქმეში და მის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ლუი პასტერს. პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო პირველი აცრა ჩაატარა 1885 წლის 6 ივნისს და სრული წარმატებით დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა ვერ აღმოაჩინა ამ დაავადების გამომწვევი აგენტი, მან შეიმუშავა პროფილაქტიკური აცრების შესანიშნავი მეთოდი, ხოლო თვით პრეპარატს, როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ ედვარდ ჯენერის პატივსაცემად „ვაქცინა“ უწოდა.



ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზემოთ ჩამოთვლილი ინფექციებისგან განსხვავებით, მხოლოდ მაშიმ ტარდება, თუ სავარაუდო ცოფით ინფიცირებულმა ცხოველმა დაგკბინათ ან დაგკაწრათ.


წელიწადში ცოფით დაახლოებით 15-დან 20 ათასამდე ადამიანი იღუპება, რომელთა თითქმის 95% აფრიკაზე და აზიაზე მოდის.


(მთავარი ფოტო:ცოფის საწინააღმდეგო აცრა პარიზში, პასტორის სახელობის ინსტიტუტში .ХХ საუკუნის დასაწყისი)


1
93
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
2020, 15 დეკემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1