x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ში კოვიდ-19 -ით გარდაცვლილთა რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს გადააჭარბა
imageკორონავირუსის ახალი ინფექციით გარდაცვლილი ამერიკელების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას გადააჭარბა, ამის შესახებ წერს Business Insider.


ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 10 დეკემბრის საღამოს, ამერიკაში პანდემიის დაწყებიდან 292, 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19- ისგან. ამავე დროს, აშშ ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის წლებში 291 557 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე.

ამასთანავე პორტალი იხსენებს, რომ უკვე აპრილის ბოლოსთვის ამერიკაში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი იყო გარდაცვლილი, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს.



მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა გადააჭარბა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აშშ –ს მონაწილეობით ყველა მთავარ ომში გარდაცვლილებს - თითქმის 87, 000 .




ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი იყო სამოქალაქო ომი, (1861-1865)რომელსაც 620 000 მოქალაქე შეეწირა, COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა თითქმია ამის ნახევარია.

0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0