x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ავტოფარეხიდან და ქოხებიდან უმსხვილეს კომპანიებამდე: ნახეთ სად დაიწყეს ფუნქციონირება მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა კომპანიებმა

image

თუკი ფიქრობთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ და ისიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ძალიან ცდებით. წარმოგიდგენთ დღეს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა ოფისები თავიდან ავტოფარეხი ან ქოხი იყო.

Harley-Davidson, 1903 წელი

კომპანია Harley-Davidson 1903 წელს დაარსდა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში. ჰარლიმ და ძმებმა მ დევიდსონებმა მოტოციკლების პირველი საწარმო 1906 წელს გახსნენ, საწარმო ხის შენობას წარმოადგენდა 12X18 მეტრზე. იმ წელს კომპანიამ მხოლოდ 50 მოტოციკლი გამოუშვა.image

Coca-Cola, 1886 წელი

1886 წელს ფარმაცევტმა ჯონ სტიტ პემბერტონმა შექმნა კოკა კოლას რეცეპტი, რომელიც თავიდან თავის ტკივილისთვის გამოიყენებოდა. რეცეპტი შემდგომში მიჰყიდა 2300 დოლარად კენდლერს, რომელმაც 1892 წელს პატარა კომპანია შექმნა ატლანტაში.image

Samsung, 1938 წელი

თავდაპირველას სამხრეთ კორეული კომპანია სამსუნგი ტექსტილს, ქაღალდებს და საკვებს ყიდდა ბაზარზე, 1960 იან წლებში კომპანიამ ელექტრონულ წარმოებას მიჰყო ხელი ხოლო 1970 იანი წლებიდან ხომალდების მშენებლობა დაიწყო.

image

Subway, 1965 წელი

1965 წლის აგვისტოში ფრედ დელუკამ და პიტერ ბაკმა პირველი კაფე გახსნეს. მათ მიზანი ჰქონდათ, 10 წლის განმავლობაში უნდა გაეხსნათ კიდევ 32 კაფე, მაგრამ წლების განმავლობაში, როდესაც მიხვდენ, როპმ დროულად ვერ ასწრებდნენ ფრანჩაიზინგი შექმნეს და კაფეების რაოდენობა დღესაც იზრდება.image

Amazon, 1999 წელი

ამაზონის დამაარსებელმა, ჯეფ ბეზოსმა უოლ-სტრიტზე DE Shaw & Co ის ვიცე პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რათა საკუთარი ბიზნესი წამოეწყო და ინტერნეტ-ბუმი მოეწყო. მან კომპანია საკუთარ ავტოფარეხში დააარსა, რომელსაც «Cadaver დაარქვა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც გაიგო რომ იურისტი კომპანიის სახელწოდებას არასწორად წარმოთქვამდა, სახელის შეცვლა გადაწყვიტა და ამაზონი დაარქვა.image

Starbucks, 1971 წელი

პირველი სტარბაქსი სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, ჯერი ბოლდუინმა, გორდონ ბოუკერმა და ზევ სიგლმა გახსნეს 1971 წელს სიეტლში. თუმცა იმ დროისთვის ისინი მხოლოდ ყავის მარცვლებს ყიდდნენ. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჰოვარდ შულცმა ქსელი შეისყიდა და ყავის მაღაზიის კულტურა სრულიად შეცვალა.image

Nokia, 1865 წელი

ნოკიას ისტორია 1865 წლიდან იწყება, როდესაც ინჟინერმა ფრედრიიკ იდესტამმა ქაღალდის ფაბრიკა გახსნა ფინეთში. 6 წლის შემდეგ იდესტამმა მეორე ფაბრიკა გახსნა მდინარის ნოკიანვურტის სანაპიროსთან. ამის შემდეგ დაარქვა კომპანიას Nokia Ab.image

Mcdonald’s, 1940 წელი

პირველი მაკდონალდსი და -ძმა რიჩარდ და მორის მაკდონალდსებმა გახსნეს 1940 წელს კალიფორნიაში 15 მაისს. დღეს ამ ადგილას მაკდონალდსის მუზეუმია გახსნილი.image

0
132
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0