საზოგადოება "..ეს ხელოვნური... სიკვდილის მუდმივ პანიკაზე აგებულ-შეფუთული ომია..- გურამ ქართველიშვილი 2020, 10 დეკემბერი, 14:19 "-- მე ასე ვხედავ რეალობას -- ვისაც დღევანდელობა კოვიდ -19 ის პანდემია გონია და არა კარგად შეფუთული მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად, ის ამას მალე გამოცდის საკუთარ თავზე. ხოლო ისეთები რომლებიც ვერაფერს მიხვდებიან მუდმივად ხელს შეუწყობენ ჩუმ პროპაგანდისტულ ომს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებიდან იფრქვევა და ოსტატურად შეფუთული სიკვდილის პანიკითაა სავსე.
სწორედ ადამიანთა უმეცრებაზეა აგებული ეს ომი, რომელიც ჩვენ ერთმანეთისგან გათიშვას, გაზომბებას და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრებას ითვალისწინებს. ისეთ შიშს თესავს თითქოს: ნებისმიერი ადამიანის სიახლოვე შეიძლება მომაკვდიდებელი იყოს ნებისმიერისთვის. ეს საინფორმაციო “დაბომბვა" დროთა განმავლობაში ერთმანეთის ნდობას საბოლოოდ დაუკარგავს ადამიანებს.
კი, კორონა არსებული ვირუსია, მაგრამ ის არაფრით განსხვავდება სხვა მძიმე ვირუსებისგან რომელიც მანამდე გადაგვქონდა. კორონა არის მსოფლიო ჯანდაცვის მიერ აგორებული პანიკა, რომელიც სიკვდილის შიშზეა დამყარებული და ამ შიშის ჩვენ ტვინებში დასამკვიდრებლად 24 საათის განმავლობაში გვატყუებენ ტელევიზიები და სხვა ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები.
ინტერნეტი დღეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა სწორად დაინახოს რეალობა. რაღა თქმა უნდა თუ მას ინფორმაციის სწორად შერჩევის ან აღქმის უნარი აქვს და არ არის დამონებული მსოფლიო ტელეპროპაგანდას, რომელიც კორონა პანიკის, გარყვნილების, დეგრადაციის და ყოველგვარი დეზინფორმაციის მესაჭეა და მართავს პლანეტის უმეტეს საინფორმაციო სივრცეებს.
ამიტომ ყველამ გავითავისოთ რომ საქმე გვაქვს პროპაგანდისტული არსენალით აღჭურვილ მესამე მსოფლიო ომთან რომელშიც ადამიანების გასანადგურებლად: -- პოლიტიკა, ფინანსები, ტელემედია, შიში, მასობრივი დათრგუნვა, ვაქცინაცია და ჩიპიზაცია იქნება გამოყენებული - ჯარების, ავიაციის და საზღვაო ფლოტის მაგივრად, ოღონდ შედეგი გაცილებით სავალალო იქნება.
ოცდამეერთე საუკუნელობა კი უპირველესად იმას უნდა ნიშნავდეს წესით რომ ადამიანი წინა საუკუნეებზე უკეთ აზროვნებდეს და არა ისე, როგორც ამას ეგზომ მომრავლებული “ოცდამეერთელები" გვიმტკიცებენ თავისი საეჭვო გონიერებით.
ამიტომ ყველა გონიერის ვალია ამ ომში ჯერ რეალობის გაცნობიერება და შემდეგ სწორად მოქმედება, რადგან, ეს ხელოვნურად პროვოცირებული და სიკვდილის მუდმივ პანიკაზე აგებულ-შეფუთული ომი მალე გაცილებით მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენებს..." - წერს მწერალი, რეჟისორი, საზოგადო მოღაწე გურამ ქართველიშვილი
294 1-ს მოსწონს
|