სხვა კატარი: ცხოვრება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყანაში 2020, 10 დეკემბერი, 12:25 მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა რუკაზე რთულად შესამჩნევია, ის ხომ სულ რაღაც 11.5 000 კვადრატულ კილომეტრზეა გაჭიმული და აქვს მხოლოდ ერთი ცოცხალი საზღვარი საუდის არაბეთთან, დანარჩენ საზღვრებს კი სპარსეთის ყურე აკავებს. წარმოგიდგენთ ქვეყანას, რომელიც სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლოა მსოფლიოში. კატარის ტერიტორია თითქმის მთლიანად იმყოფება აბსოლუტურად გაუდაბნოებული ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულის საზღვრებში. ამასთან, ნავთობისა და გაზის ბუნებრივმა მარაგებმა შესაძლებელი გახადა ერთ – ერთი ყველაზე გავლენიანი შუა აღმოსავლეთის მონარქიის აშენება უსიცოცხლო ქვიშიან მიწებზე. შედარებით მცირე მოსახლეობამ და ზღაპრულმა ენერგეტიკულმა შემოსავლებმა კატარი გახადა ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. მისი უდიდესი ქალაქი და ასევე დედაქალაქიც დოჰა გახლავთ. ქვეყნის მოსახლეობა 2 000 000 ზე მეტია, ამასთან, მოსახლეობის 85% უცხოელია და მხოლოდ 300 000 ადამიანია ემირატის მოქალაქე. საინტერესოა ისიც, რომ ქალების რაოდენობა დაახლოებით მხოლოდ 600 000 -ია, რაც მთლიანი მოსახლეობის 24.1% ს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ ნახევარკუნძულზე უკვე იმდენი ინდოელია, რომ ზოგიერთ კინოთეატრში ფილმები ჰინდიზე გადის. თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, რადგან ადგილობრივებს ჩამოსულები ძალიანაც არ უყვართ. და საერთოდაც, იმისათვის რომ კატარის მოქალაქე გახდე, კატარელი უნდა იყო და ამ ქვეყანაშივე უნდა დაიბადო. უცხოელებს კი მოქალაქეობას საერთოდ არ აძლევენ. 187 შეფასება არ არის
|