x
image
პროფესორი
როგორ ვაპატიოთ-სავარჯიშო 4
image
ჩარლზ ენელი
????“მასტერ-გასაღების სისტემა: სურვილების ასრულების მასტერ-გასაღები”
✅ გაკვეთილი 4
შედეგიდან მიზეზამდე
✉️ შესავალი
???? მეოთხე გაკვეთილი აგიხსნით, თუ ის, რასაც ფიქრობთ, ან აკეთებთ, ან გრძნობთ, რატომ მიუთითებს იმაზე, რაც ხართ.
???? აზრი არის ენერგია, ხოლო ენერგია არის ძალა, და სწორედ იმის გამო, რომ ყველა რელიგია, მეცნიერება და ფილოსოფია, რომელსაც დღემდე იცნობდა სამყარო, ეფუძნებიან ამ ენერგიის, გამოვლენას’, და არა, თვით მას’, ჩვენი სამყარო ყოველთვის იყო შეზღუდული შედეგებით, იგნორირებდა მიზეზებს ან არ ესმოდა ისინი.
???? ამის გამო ჩვენს რელიგიაში არის ღმერთი და ეშმაკი, მეცნიერებაში - დადებითი და უარყოფითი, ფილოსოფიაში - კარგი და ცუდი.
???? ”მასტერ-გასაღები” პროცესს საწინააღმდეგო მხარეს აბრუნებს; ამ სისტემას მხოლოდ, მიზეზი’ აინტერესებს, და მოწაფეებისგან მოსული წერილები შესანიშნავ ისტორიებს ყვებიან; ისინი დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ მოწაფეები პოულობენ ‘მიზეზებს’, და ამგვარად იძენენ ჯამრთელობას, ჰარმონიას, სიუხვეს და ყველაფერ დანარჩენს, რაც სჭირდებათ მათ კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის.
???? ცხოვრება არის გამოხატვა, და მასში ჩვენი მიზანი - საკუთარი თავის ჰარმონიულად და შემოქმედებითად გამოხატვაა.მწუხარება, სევდა, უბედურება, ავადმყოფობა და სიღარიბე აუცილებელი არ არის, და ჩვენ მუდმივად აღმოვფხვრით მათ.
???? მაგრამ ეს აღმოფხვრის პროცესი იმაში მდგომარეობს, რომ დავძლიოთ ნებისმიერი შეზღუდვა, გავიდეთ მის ფარგლებს გარეთ. იმას, ვინც გაამყარა და გაწმინდა თავის აზრი, შეუძლია არ იღელვოს მიკრობებზე, ხოლო ის, ვინც გააცნობიერა სიუხვის კანონი, მაშინვე აღწევს კეთილდღეობის წყაროს.
???? ამგვარად, ბედი და შემთხვევა ადვილად გვემორჩილება ჩვენ, ასევე როგორც ადვილად ემორჩილება გემი კაპიტანს და მატარებელი მემანქანეს.
???? თეზისები
☀️ 1. თქვენი “მე” - არაა ფიზიკური სხეული. სხეული - ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც იყენებს “მე” თავისი მიზნების მისაღწევად. “მე” არ შეიძლება გონებაც იყოს, რადგანაც გონება - სულ სხვა ინსტრუმენტია, რომელიც “მე”-სთვის აუცილებელია, რათა იფიქროს, განსაჯოს და დაგეგმოს.
☀️ 2. ”მე” უნდა იყოს რაღაც, რაც მართავს სხეულსაც, გონებასაც, რაც მიმართავს მათ, განსაზღვრავს, თუ ‘რას’ გააკეთებენ ისინი და ‘როგორ’ იმოქმედებენ. საკუთარი “მე”-ს ჭეშმარიტი ბუნების გაცნობიერებით, თქვენ შეძლებთ თქვენთვის მანამდე უცნობი ძალის შეგრძნებით სიამოვნებას.
☀️ 3. თქვენი პიროვნება ყალიბდება ურიცხვი ინდივიდუალური მახასიათებლებისგან, თავისებურებისგან, ჩვევებისგან და ხასიათის თვისებებისგან; ისინი თქვენი აზროვნების წინა ხერხის რეზულტატის არსია, მაგრამ არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ “მე”-სთან.
☀️ 4. როცა თქვენ ამბობთ:”მე ვფიქრობ”, თქვენი “მე” ეუბნება გონებას, თუ რა უნდა იფიქროს; როცა ამბობთ: “მე მივდივარ” თქვენი “მე” ეუბნება ფიზიკურ სხეულს, თუ სად წავიდეს. “მე”-ს ნამდვილი ბუნება სულიერია, და ესაა რეალური ძალის წყარო, რომელიც მოდის ადამიანებთან, როცა ისინი აცნობიერებენ თავის ჭეშმარიტ არსს.
☀️ 5. უდიადესი და ყველაზე შესანიშნავი ძალა, რომელიც აქვს “მე”-ს, - ეს არის აზროვნების ძალა, თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ როგორ იაზროვნოს შემოქმედებითად, ანუ სწორად, და ამიტომ ადამიანები ჩვეულებრივ აღწევენ მხოლოდ უმნიშვნელო რეზულტატებს. ადამიანების უმეტესობა საკუთარ აზრებს აძლევს ეგოისტურ მიზნებზე კონცენტრირების უფლებას: ეს არის ინფანტილური აზროვნების გარდაუვალი შედეგი. როცა გონება იზრდება, მას ესმის, რომ ყოველ ეგოისტურ აზრში არის დამარცხების მარცვალი.
☀️ 6. გავარჯიშებულმა გონებამ იცის, რომ ყოველმა გარიგებამ სარგებელი უნდა მოუტანოს ყველას, ვინც ასე თუ ისე მასშია ჩართული და სხვისი სისუსტის, არცოდნის ან გაჭირვების ხარჯზე გამდიდრების ყოველი მცდელობა არ მოქმედებს მის სასარგებლოდ.
☀️ 7. ეს ხდება იმიტომ, რომ ინდივიდუუმი - სამყაროსეული გონის ნაწილია. ნაწილი არ შეიძლება დაუპიროსპირდეს არანაირ სხვა ნაწილს; პირიქით, თითოეული ნაწილის კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ მიერ მთლიანის ინტერესების აღიარებაზე.
☀️ 8. მათ, ვინც ამ პრინციპს აღიარებს, უდიდეს უპირატესობას იღებს ცხოვრებაში. ისინი თავის თავს არ ფიტავენ, მათ ადვილად შეუძლია აღმოფხვრან მოხეტიალე, ფუჭი აზრები. ისინი ყოველთვის მზად არიან მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინონ ნებისმიერ საგანზე. ისინი არ კარგავენ არც დროს, არც ფულს იმაზე, რაც მათ სარგებელს არასდროს მოუტანთ.
☀️ 9. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე არასაკმარისად ცდილობდით. დადგა მცდელობის დრო. რეზულტატი პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს მცდელობებზე. აი თქვენ ძალიან ძლიერი აფირმაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისყოფის გაძლიერებისთვის და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების გაცნობიერებისთვის:
“მე შემიძლია ვიყო ის, ვინც მინდა რომ ვიყო”.
☀️ 10. ყოველ ჯერზე ამის გამეორებისას გააცნობიერეთ, რა და ვინ არის “მე”; ეცადეთ მკაფიოდ გაარკვიოთ “მე”-ს ჭეშმარიტი ბუნება. თუ ეს გამოგივათ, თქვენ მოუწყვლადი გახდებით - რა თქმა უნდა, თუ თქვენი მიზნები და განზრახვები შემოქმედებითია და ჰარმონიაში იმყოფება სამყაროს შემოქმედებით საწყისთან.
☀️ 11. ისარგებლეთ ამ აფირმაციით! ისარგებლეთ მისით მუდამ, დილით და საღამოთი, ასევე ყოველთვის, როცა გაიხსენებთ მას დღის განმავლობაში; ისარგებლეთ ამ აფირმაციით სანამ იგი თქვენს ნაწილად არ იქცევა. გამოიმუშავეთ საკუთარი თავისთვის ასეთი სასარგებლო ჩვევა.
☀️ 12. თუ ამას არ გააკეთებთ, აჯობებდა საერთოდ არ დაგეწყოთ ეს კურსი. თანამედროვე ფსიქოლოგია ამტკიცებს: რაიმეს დაწყებით და ბოლომდე არ მიყვანით, ან გადაწყვეტილების მიღებით და მისი შეუსრულებლობით, ჩვენ ვქმნით ‘დამარცხების ჩვევას’ - სრული, სამარცხვინო დამარცხების ჩვევას. თუ არ აპირებთ რაიმეს გაკეთებას, ნუ დაიწყებთ; თუ დაიწყებთ, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, თავზე ცაც რომ ჩამოგექცეთ! თუ რამეს გაკეთება გადაწყვიტეთ, გააკეთეთ. ნურავის და ნურაფერს ნუ მისცემთ ხელის შეშლის უფლებას. “მე” თქვენში დადგინდა, ყველაფერი გადაწყვეტილია; კენჭი იყარა, მეტი არანაირი დავა და შეპასუხება.
☀️ 13. თუ ამ იდეას მისდევთ, დაიწყებთ რა წვრილმანებით, რომელთა მართვაც ნამდვილად შეგიძლიათ, თანდათან სულ უფრო მეტად ეცდებით, არანაირი გარემოების შემთხვევაში არ მისცემთ უფლებას რამე დადგეს თქვენ “მე”-ზე მაღლა, ბოლოსდაბოლოს შეძლებთ საკუთარი თავის მართვას. ბევრი ადამიანი ხომ, თავის სამწუხაროდ, აღმოაჩენს ხოლმე, რომ სამეფოს მართვა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი თავის.
☀️ 14. მაგრამ როცა ისწავლით საკუთარი თავის მართვას, იპოვით “შინაგან სამყაროს”, რომელიც გარე სამყაროს მართავს; თქვენ შეუდარებელი გახდებით; ადამიანები და საგნები გამოეხმაურებიან თქვენს ყოველ სურვილს, თქვენი მხრიდან ყოველგვარი ხილული ძალისხმევის გარეშე.
☀️ 15. ეს არც იმდენად უცნაური და შეუძლებელია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, თუ გაიხსენებთ, რომ შინაგან სამყაროს მართავს “მე” და ეს “მე” - უსასრულო “მე”-ს ნაწილია, რომელიც არის სამყაროსეული ენერგია, ან სული, რომელსაც ჩვეულებრივ ღმერთს უწოდებენ.
☀️ 16. ეს არაა მხოლოდ თეორიული დასკვნა: ეს არის ფაქტი, რომელიც საუკეთესო მოაზროვნეების მიერაა მიღებული - როგორც რელიგიის ისე მეცნიერების სფეროში.
☀️ 17. ჰერბერტ სპენსერი ამტკიცებდა: “ჩვენს გარშემო არსებულ ყველა საიდუმლოებას შორის ყველაზე უცილობელია - ის, რომ ჩვენს გარშემო ყოველთვის არსებობს უსასრულო და მარადიული ენერგია, რომლისგანაც ყველაფერი წარმოიქმნება”.
☀️ 18. ლაიმან ებოტმა თქვა ბანგორის სემინარიის კურსდამთავრებულთა მისამართით: “ჩვენ მივდივართ იმ აზრამდე, რომ ღმერთი უფრო ცხოვრობს თავად ადამიანში, ვიდრე მოქმედებს ადამიანებზე გარედან”.
☀️ 19. მეცნიერება ჩერდება, გადის რა თავის ძიებებში მოკლე გზას. მეცნიერება პოულობს მხოლოდ ყველგანმყოფ მარადიულ ენერგიას, რელიგია კი ხედავს ძალას, რომელიც ამ ენერგიის უკან დგას, და ათავსებს მას ადამიანის შიგნით. მაგრამ ეს ხომ სულაც არაა ახალი აღმოჩენა; ბიბლიაშიც იგივე წერია, და მისი ენა დამაჯერებელი და მარტივია: “განა არ იცით, რომ თქვენ ხართ ღვთის ტაძარი, და ღვთის სული ცხოვრობს თქვენში?”(1 კორ.3:16). ეს არის სწორედ შინაგანი სამყაროს შესანიშნავი შემოქმედებითი ძალის საიდუმლო.
☀️ 20. ეს არის ძალის საიდუმლო, ოსტატობის საიდუმლო. “დაძლევა” არ ნიშნავს საგნების გარეშე ყოფნას. თვითუარყოფა არ ნიშნავს წარმატებას. ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ, თუ არ მივიღებთ; არ შეგვიძლია დახმარება თუ ძლიერები არ ვართ. უსასრულო არ შეიძლება იყოს ბანკროტი, და ჩვენ, უსასრულო ძალის წარმომადგენლები, ასევე არ უნდა ვიყოთ ბანკროტები, და თუ გვინდა სხვებს ვემსახუროთ, უნდა გვქონდეს ძალა, და იმისთვის, რომ მივიღოთ იგი, ჩვენ უნდა გავცეთ იგი. ასე რომ ჩვენ უნდა ვმსახურებდეთ!
☀️ 21. რაც უფრო მეტს გავცემთ, მით უფრო მეტს მივიღებთ; ჩვენ უნდა გავხდეთ არხი, რომლითაც სამყაროსეულ გონს შეუძლია საკუთარი საქმიანობის განხორციელება. სამყაროსეული გონი ცდილობს გამოხატოს საკუთარი თავი, იყოს სასარგებლო და ეძებს არხს, რომლითაც შეძლებს მაქსიმალური საქმიანობის განხორციელებას, და ყველაზე მეტი სიკეთის კეთებას, რომლის საშუალებითაც შეძლებს კაცობრიობისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მოტანას.
☀️ 22. სამყაროსეული გონი თქვენი საშუალებით ვერ გამოიხატება, სანამ თქვენ დაკავებული ხართ საკუთარი გეგმებით, საკუთარი მიზნებით. დაამშვიდეთ გრძნობები, ეძებეთ შთაგონება, კონცენტრირება გაუკეთეთ აზრობრივ საქმიანობას თქვენს შიგნით, იცხოვრეთ ყოვლისშემძლესთან თქვენი ერთიანობის გაცნობიერებით. დაფიქრდით ურიცხვ შესაძლებლობებზე, რომლებთანაც გაქვთ სულიერი წვდომა ძალის ყველგანმყოფობის წყალობით.
☀️ 23. მოახდინეთ მოვლენების, გარემოებების და მდგომარეობის ვიზუალიზირება, რომელთა გამოვლენაშიც დაგეხმარებათ ეს სულიერი კავშირი. გააცნობიერეთ ის ფაქტი, რომ ყველაფრის არსი და სული - სულიერია და რომ სულიერი რეალურია, ის ხომ - ყველაფერი არსებულის თვით სიცოცხლეა. როცა სული არ არის, სიცოცხლეც არ არის - იგი არსებობსას წყვეტს.
☀️ 24. ეს მენტალური საქმიანობა მიეკუთნება შინაგან სამყაროს, მიზეზების სამყაროს; მდგომარეობები და გარემოებები კი, რომლებიც რეზულტატად მიიღებიან, შედეგის არსია. აი ასე ხდებით შემოქმედნი. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, და რაც უფრო ამაღლებული, დახვეწილი, მასშტაბური და კეთილშობილურია იდეალები, რომელთა წარმოსახვაც შეგიძლიათ, მით უფრო მნიშვნელოვანია იგი.
☀️ 25. ნებისმიერი მეტისმეტი მუშაობა, მეტისმეტი თამაში, მეტისმეტი ფიზიკური აქტივობა იწვევს გონების სტაგნაციურ მგომარეობას, და შეუძლებელი ხდება მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულების გაგრძელება ცნობიერი ძალის გამოყენებით. შესაბამისად, ჩვენ ხშირად უნდა მივმართოთ დუმილს. ძალა მოდის სიმშვიდეში; სწორედ დუმილისას შეგვიძლია ვიყოთ უძრავნი; როცა უძრავნი ვართ, შეგვიძლია ვიფიქროთ, ხოლო აზრი - ნებისმიერი მიღწევის საიდუმლოა.
☀️ 26. აზრი - მოძრაობის სახეა; იგი ‘ვიბრაციის კანონის’ თანახმად ზუსტად ისევე გადაიტანება, როგორც შუქი და ელექტრობა. მას აცოცხლებენ ემოციები ‘სიყვარულის კანონის’ თანახმად; ფორმას და გამოხატულებას იგი იძენს ‘ზრდის კანონის’ მიხედვით; იგი სულიერი “მე”-ს პროდუქტია, შესაბამისად, მისი ბუნება - ღვთაებრივი, სულიერი და შემოქმედებითია.
☀️ 27. აქედან აშკარად გამომდინარეობს რომ, იმისთვის რომ გამოვხატოთ ძალა, სიუხვე ან ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი მიზანი, დახმარებისთვის უნდა მოვუხმოთ ემოციებს. ისინი ატყობინებენ აზრს გრძნობას და მას ფორმას აძლევენ. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია: როგორ უნდა გამოვიწვიოთ საკუთარ თავში რწმენა, სიმამაცე, გრძნობა, რომელიც სურვილის ასრულებამდე მიგვიყვანს?
☀️ 28. პასუხი ასეთია: ვარჯიშის გზით. აზრის ძალა მიიღწევა ზუსტად ისევე, როგორც სხეულის ძალა, - ვარჯიშით. ჩვენ რაღაცაზე პირველად შესაძლოა ძნელად ვფიქრობთ; ჩვენ კვლავ ვფიქრობთ იგივეზე, და ამჯერად უფრო ადვილად გამოდის; ჩვენ ვფიქრობთ კვლავ და კვლავ; შემდეგ ეს გონების ჩვევად იქცევა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთსა და იმავეზე ფიქრს; და ბოლოსდაბოლოს ეს ავტომატიზმამდე დადის. ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ამაზე არ ვიფიქროთ; და ეხლა ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რასაც ვფიქრობთ; ამაში ეჭვი აღარ არის. ჩვენ დარწმუნებული ვართ; ჩვენ ვიცით.
სავარჯიშო 4
⚙️ წინა კვირას მე გთხოვეთ მოდუნება, ყოველგვარი ფიზიკური დაძაბულობისგან განთავისუფლება. ეხლა კი გთხოვთ მენტალური დაძაბულობისგან განთავისუფლებას. თუ წინა ვარჯიშს ასრულებდით დღეში თხუთმეტი-ოცი წუთის განმავლობაში მითითებების შესაბამისად, მაშინ, უდაოდ შეძლებთ ფიზიკურ მოდუნებას. და ის, ვისაც არ შეუძლია შეგნებულად სწრაფად და სრულიად მოდუნება, არ არის საკუთარი თავის ბატონი. მან ვერ მოიპოვა თავისუფლება; ის ჯერ კიდევ პირობების მონაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ აითვისეთ ეს ვარჯიში და მზად ხართ შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად - აზრის თავისუფლების მოსაპოვებლად.
⚙️ ამ კვირას, მიიღებთ რა ჩვეულ პოზას, მოიხსენით მთელი დაძაბულობა, მთლიანად მოდუნდით, ხოლო შემდეგ აზრობრივად “გაუშვით” ყველა ნეგატიური მდგომარეობა, - სიძულვილი, სიბრაზე, მოუსვენრობა, ეჭვიანობა, შური, მწუხარება, შფოთვა და სასოწარკვეთილება.
⚙️ თქვენ იტყვით, რომ არ შეგიძლიათ ამის “გაშვება”, მაგრამ თქვენ ცდებით! თქვენ ‘შეგიძლიათ’ ამის გაკეთება, როცა აზრობრივად გადაწყვეტთ ამის გაკეთებას, გაცნობიერებული განზრახვის და დაჟინებულობის გამოყენებით.
⚙️ ზოგიერთს არ შეუძლია ამის გაკეთება იმიტომ, რომ უფლებას აძლევს ემოციებს, და არა ინტელექტს მართონ საკუთარი თავი. მაგრამ ის, ვინც ინტელექტით ხელმძღვანელობს, გამარჯვებას მოიპოვებს. პირველი ჯერიდან არ გამოგივათ, მაგრამ ოსტატობა ვარჯიშთან ერთად მოდის, და ეს შემთხვევა - არ არის გამონაკლისი. თქვენ უნდა გამოგივიდეთ ამ ნეგატიური, დამანგრეველი აზრების “გაშვება”, აღმოფხვრა, მთლიანად განადგურება. ეს აზრები ხომ - ის თესლია, რომლიდანაც მუდმივად იზრდება უთანხმოების და ქაოსის ყოველგავრი მდგომარეობები.
სავარჯიშო უნდა შესრულდეს 1 კვირა ყოველდღიურად 15-30წთ
❓ საკონტროლო კითხვები და მათზე პასუხები
❔ 31. რა არის აზრი?
✨ აზრი არის სულიერი ენერგია.
❔ 32. როგორ გადაიტანება იგი?
✨ ვიბრაციის კანონით.
❔ 33. როგორ ცოცხლდება იგი?
✨ სიყვარულის კანონით.
❔ 34. როგორ იღებს იგი ფორმას?
✨ ზრდის კანონით.
❔ 35. რაშია მისი შემოქმედებითი ძალის საიდუმლო?
✨ ესაა სულიერი საქმიანობა.
❔ 36. როგორ შეგვიძლია გამოვიწვიოთ საკუთარ თავში რწმენა, სიმამაცე და ენთუზიაზმი, რომელიც სასურველის შესრულებამდე მიგვიყვანს?
✨ საკუთარი სულიერი ბუნების აღიარებით.
❔ 37. რაშია ძალის საიდუმლო?
✨ მსახურებაში.
❔ 38. რის გამოა ეს ასე?
✨ იმის გამო, რომ ვიღებთ იმას, რასაც გავცემთ.
❔ 39. რა არის დუმილი?
✨ ეს ფიზიკური უძრაობაა.
❔ 40. რაშია მისი სარგებელი?
✨ ეს არის პირველი ნაბიჯი საკუთარ თავზე კონტროლისკენ, თავდაჭერილობისკენ.
0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0