x
image
ოტი
რას ნიშნავს "შტეფსელი" და საიდან წამოვიდა ეს სიტყვა.

image

შტეფსელი გერმანული სიტყვაა Stöpsel, რომელიც ჯერ რუსულმა ისესხა და შემდეგ ქართულში შემოვიდა, როგორც საერთაშორისო სიტყვა, თუმცა ის დღეს სულაც არ აღმოჩნდა საერთაშორისო, მრავალ ენაში მას ეროვნული შესატყვისი აქვს. 1920 წლის პირველ ქართულ ტექნიკურ ლექსიკონში შტეფსელს დენსარჭი ერქვა. მრავალდარგოვან ტერმინთა ახალ ლექსიკონში შტეფსელის შესატყვისად დენსართი შეგვაქვს, რომელიც 13 წლის გოგონამ შემოგვთავაზა.
P.S. შტეფსელს//შტეფცელს ერთი "მოარული შესატყვისიც" აქვს - დენცქვიტა... დენცქვიტა, როგორც მაგალითი თუ საბუთი "ქართული სიტყვების უხერხულობისა", თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა ლექსიკონებში ის ჯერჯერობით ვერ დავადასტურეთ. ვეძებთ დენცქვიტას ისტორიას: ავტორს და წერილობით წყაროს.
1
139
5-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
139
  
2022, 5 აპრილი, 22:01
მიუთითეთ წყარო
0 1 1