სხვა "აცრამდე 2 კვირა და მას შემდეგ 42 დღე ალკოჰოლი არ შეიძლება"-როგორ შაყირობენ რუსები რუსულ ვაქცინაზე 2020, 9 დეკემბერი, 13:06 ![]() ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დამცინავმა კომენტარებმაც არ დააყოვნა.გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს: "ასეთი ვაქცინა რუსეთში ვერ იარსებებს, აი პირიქით რომ იყოს, ყველა გაიქცეოდა!" "ამ პირობების შესრულება შეუძლებელია ჩვენი ხალხისთვის" "ესე იგი უნდა დალიო, რომ აცრა აიცდინო" "თქვენ წარმოგიდგენიათ რას აკეთებთ?ორი თვე ფხიზელი თვალით უნდა უყურონ ამ ცხოვრებას?" "იმისთვის, რომ ფხიზლები მოვკვდეთ" "დომინოს თამაში შეიძლება?" "მისია ჩაშლილია" "გამოდის ალკოჰოლი ვაქცინაზე უფრო ძლიერია?" "მერე ვაქცინა რომ არ იმოქმედებს, იტყვიან ალკოჰოლი არ უნდა მიგეღოო" "ნუ ვაქცინის გარეშე?დაე იყოს ასე" "ორი დღეა ვაქცინაცია დაიწყო და ახლა ამბობენ ამას" ''ნუ, თქვით, რომ ვაქცინა არ არსებობს ან ყველასთვის საკმარისი არ არის! რატომ იგონებთ ბარიერებს, რომელთა გადალახვა მოსახლეობის ნახევარს არ შეუძლია?" "ეს ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგოა თუ ლოთობის?" "ჰა-ჰა ახალი წელი თუ ვაქცინა? ვინ პირველის მხარეზეა ვინ მეორესი?გაითვალეთ!მე ახალი წლის მხარეზე ვარ" ![]() 80 7-ს მოსწონს
|