ასტროლოგია 2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში 2020, 8 დეკემბერი, 23:57 როგორია 2021 წლის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ფენ-შუის მიხედვით: ვერძი ჰარმონიული დამოკიდებულება გექნებათ მეორე ნახევართან. პირადი ცხოვრება თებერვალში დაგირებულირდებათ. სასიყვარულო ურთიერთობაში ბედნიერება რომ მოიპოვოთ, ბინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყვილი წითელი სანთელი მოათავსეთ. პერიოდულად აანთეთ და რომანტიკულ პარტნიორზე იფიქრეთ. თუ რუტინამ დაგღალათ, რაფაზე გერანი მოათავსეთ. მცენარეს აუცილებლად წითელი ფერის ყვავილები უნდა ჰქონდეს. ის დაგიბრუნებთ სიცოცხლის ხალისს. დაგეხმარებათ თავის ტკივილთან ბრძოლაში. მაისში სანუკვარი ოცნებები აგიხდებათ. წარმატებას მოგიტანთ თათაწეული ფისო, ამულეტი შეგიძლიათ თან ატაროთ. ზაფხულის დასასრული და შემოდგომა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. იზრუნეთ კარიერულ ზრდაზე. მიაქციეთ ყურადღებას თვითგანათლებას. ყურადღების კონცენტრირებისთვის ყვითელი ფერის ნივთები გამოიყენეთ. თუ გსურთ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, საძინებლის ჩრდილო-დასავლეთ ადგილას ყულაბა დადგით. კურო წლის მთავარი საზრუნავი პირადი ცხოვრება გახდება. ყველაფერი მეორეხარისხოვანი მოგეჩვენებათ. სასიცოცხლო ენერგიის აღსადგენად დაგეხმარებათ ქრიზანთემა. შეიძინეთ რადენიმე ცალი ყვითელი ფერის ყვავილი. ის ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა. სასურველია, მისაღებ ოთახში მოათავსოთ. ნერვულ სისიტემას დაგიმშვიდებთ, ამასთან, ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა მისი ეთერზეთი. თუ რომანტიკულ პარტნიორთან ურთიერთობის დარეგულირება გსურთ, სიყვარულის ზონაში წითელი ფერის წყვილი სანთელი მოათავსეთ. პროფესიულ სფეროზე კონცენტრირდით აპრილ-მაისში. მართლია, ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ სასურველს მიაღწევთ. იღბლის მოსაზიდად გამოიყენეთ ნალის ფორმის თილისმა. ბინის ჩრდილოეთ მხარეს განათავსეთ. თუ გამდიდრება გაქვთ გადაწყვეტილი, სიმდიდრის ზონაში - სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე - ბროლის პირამიდა განათავსეთ. ტყუპი თებერვალი-მარტი სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. იმისათვის, რომ მუდამ ენერგიით იყოთ სავსე, სამუშაო მაგიდის მარჯვენა მხარეს მუდამ გედოთ სუფთა წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქა. გაზაფხულზე ფინანსური უსიამოვნებები რომ არ შეგექმნათ, ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს დადგით კუს გამოსახულება. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, საძინებელში წყვილი ნივთები მოათავსეთ. ეს შეიძლება იყოს წითელი ან ნარინჯისფერი პეპლები. საძინებლიდან გაიტანეთ ყველა ის ფოტო, სადაც ან თქვენ ხართ მარტო გადაღებული ან თქვენი საყვარელი ადამიანი, ყველა ფოტოზე ერთად უნდა იყოთ გამოსახული. ზაფხულის ბოლო-სექტემბრის დასაწყისი თქვენგან მეტი ენერგიისა და ძალის დახარჯვას მოითხოვს. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე პროექტშიც კი ჩაერთოთ. იმისათვის, რომ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს, წყვილი ოქროს თევზის ფიგურა დაიდეთ ბალიშის ქვეშ. ის აგრეთვე დაგიცავთ შიშებისა და უსაფუძვლო ეჭვებისგან. წლის ბოლოსკენ იმიჯის შეცვლა სასარგებლოდ წაგადგებათ. წარმატების მოსაზიდად კი ატმის ნერგიანი ქოთანი დაგჭირდებათ. კირჩხიბი 2021 წელი რეალურ შანსს გაძლევთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების ყველა სფერო. კარგი წელია ინტელექტის ასამაღლებლად. საკუთარი ძალების განსხვავებულ სფეროში მოსასინჯად. მოემზადეთ მოგზაურობისთვის. იმისათვის, რომ პირადი ცხოვრება გაიუმჯობესოთ, ნახატი ან ცოცხალი ყვავილების თილისმა გამოგადგებათ. ისინი გამოსაჩენ ადგილას მოათავსეთ ყოველი თვის პირველ პარასკევს. კარგი იქნება, თუ შინაურ ცხოველსაც იყოლიებთ. თუ ძაღლი უნდა იყოლიოთ, ლაბრადორს ან ოქროსფერ რეტრივერს გირჩევთ. ეს ძაღლები მეტად ენერგიულს გაგხდიან. თუ მოწყენილობამ შემოგიტიათ, ცოცხალი მცენარე დაიდგით ოთხში. ლომი თუ თქვენი პროფესია დაკავშირებულია ჟურნალისტიკასთან, ლიტერატურასთან ან დიპლომატიასთან, ან ზოგადად კომუნიკაბელური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, გამოყენეთ ყვითელი ფერის ორქიდეას ენერგეტიკა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ კაქტუსი. ახლა პლანეტა სატურნი თქვენი პარტნიორობის ნიშანში იმყოფება. იმისათვის, რომ მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, ხშირად ჩაიცვით შავი ფერის, მკაცრი სტილის სამოსი. სახლშიც მუქი ფერის ყვავილები მოაშენეთ. ქალწული დაისახეთ პროფესიონალური მიზანი და იყავით დაკვირვებული. პროფესიული განვითარების პარალელურად, ნურც დასვენებას დაივიწყებთ. დასვენებისთვის გამოიყენთ საინტერესო წიგნი, ფილმი, მუსიკა. თებერვალ-მარტში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება თანამოაზრეებთან. მოგინდებათ კერვის, ქსოვის ან ვიზაჟის შესწავლა. ჰობი დაგეხმარებათ შინაგანი სირთულეების დაძლევაში. იმისათვის, რომ თქვენი შრომა დაფასდეს, მოაშენეთ წითელყვავილებიანი გერანი. სხვათა შორის, მისი ყვავილობის დროს რომანტიკული სფეროც გაგიუმჯობესდებათ, თუმცა, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის უფრო ვარდისფერყვავილებიანი მცენარე გამოგადგებათ. თუ შანაგანი ძალების მოძლიერება და შრომისუნარიანობის ამაღლება გსურთ, წითელ ლენტზე, ფანჯარასთან ჩამოკიდეთ კრისტალი. ის ცის ენერგიის შემოდინებას შეუწყობს ხელს. სასწორი ხარის წელში მუდმივად მოქმედებაში უნდა იყოთ - საქმიანი შეხვედრები, მივლინება. მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლით. მარსისა და სატურნის გავლენით ბრძოლისუნარიანობა მოიმატებს, მაგრამ აგრესიულობაში რომ არ გადაგივიდეთ, ვენერას კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროთ. ამისთვის კი მუდამ ატარეთ თან პატარა ზომის სარკე. დილას და საღამოს ჩაიხედეთ მასში და მხოლოდ პოზიტიურზე იფიქრეთ. 2021 წელს შეძლებთ მატრიალური შემოსავალი მიიღოთ ჰობისგან, შემოქმედებითი იდეების განხორციელებით. იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ უსიამოვნებისგან და შეამციროთ გარეგანი აგრესია, თვითნაკეთი თილისმა დაგეხმარებათ, ცისფერ-ლუჯ ფონზე დახატეთ ელვა და ცელი, ჩარჩოში მოათავსეთ და კედელზე ჩამოკიდეთ. მორიელი განათლების, მოგზაურობის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების წელი დაგიდგათ. მარსმა შეიძლება მტრული დამოკიდებულება შეგიქმნათ სამსახურში. იმისათვის, რომ სამსახურის აგრესია შინ არ მოიტანოთ, ყოველი თვის პირველ პარასკევს, ბინაში გამოსაჩენ ადგილზე დაალაგეთ ან ცოცხალი ყვავილები ან ყვავილების გამოსახულებიანი ნახატი (უმჯობესია, თუ თავად დახატავთ). 2021 წელს ხშირად მოგიწევთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ სატურნის გავლენა, ხშირად ჩაიცვით შავი ფერის, მკაცრი სტილის სამოსი. სირთულეების დასაძლევად კი ჯიბით ატარეთ ერთი ცალი მარგალიტი. ის პერიოდულად მთვარის ენერგიით უნდა დამუხტოთ. მშვილდოსანი მთელი წლის განმავლობაში დატვირთული იქნებით ვალდებულებებით. მაგრამ უნდა გამონახოთ დრო საყვარელი გართობისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვის. ეს დაგეხმარებათ, რომ პოზიტიურ ტალღაზე იყოთ. პერიოდულად კი მოიწყვეთ სრულყოფილი დასვენება. იმისათვის, რომ ენერგიული იყოთ, მიზანმიმართულიც და ფულიც საკმარისად გქონდეთ, გამოიყენეთ თილისმა: მწვერვალზე მჯდარი არწივის გამოსახულება. არწივი თქვენი მფარველი პლანეტის, - იუპიტერის ენერგეტიკის მატარებელია. მოათავსეთ იგი იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. თხის რქა მილიონი შანსი მოგეცემათ საკუთარი მიზანების განსახორციელებლად. 2021 წელს რომანტიკულ სფეროსაც გაიუმჯობესებთ და დასვენებასაც შეძლებთ. სატურნი თქვენი მმართველი პლანეტაა, მისი კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროთ, ხშირად ჩაიცვით შავი ფერის, მკაცრი სტილის სამოსი. იმისათვის, რომ ყველა უსიამოვნება აირიდოთ, თან ატარეთ... წითელი ცხარე წიწაკა. ცოტა სიცხარე შეგიძლიათ კერძებშიც ჩაიმატოთ ხოლმე. პერიოდულად პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი უსიამოვნებები რომ ჩააცხროთ, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭერით პეპლები მოათავსეთ იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. მერწყული თვითდისციპილინირებული უნდა გახდეთ, კარიერაში წარმატებას რომ მიაღწიოთ. ხშირად მარტოს მოგიწევთ მუშაობა. სამსახურის საქმეების გამო ჰარმონია რომ არ დაარღვიოთ, პირად ცხოვრებაში, საძინებელში მუდმივად გედოთ თიხის სასმისი, რომელიც სუფთა წყლით იქნება სავსე. წყალი პერიოდულად უნდა შეცვალოთ. 2021 წელს ურანისა და იუპიტერის გავლენით მოიმატებს საქმიანი კონტაქტები, ხშირად მოგიწევთ მივლინებაში წასვლა. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე, ხშირად მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას. განსაკუთრებით 20:00-22:00 საათის შუალედში. და ყველაზე აქტუალური რჩევა: ხშირად გაანიავეთ ბინა. თევზები იუპიტერის გავლენით თვითრეალიზაციას შეძლებთ. ნუ შეგეშინდებათ სცენაზე გამოსვლის, გარშემო მყოფებისთვის შესაძლებლობების დემონსტრირების. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ახალი ტალანტიც კი აღმოჩინოთ. იმისათვის, რომ გარშემო მყოფების უსიამოვნო მზერა და ენერგეტიკა აირიდოთ, თან ატარეთ ბროლის კრისტალი და პერიოდულად ცეცხლზე გაწმინდეთ. ფენ-შუი გირჩევთ, სახლში ხშირად აანთოთ სანთელი. გადაატარეთ მის ალზე კრისტალი. კარგ შედეგს მოგიტანთ, თუ სახლში აკვარიუმს დადგამთ ან წყლის გამოსახულებიან ნახატს ჩამოკიდებთ კედელზე. თუ გაუბედავი ხართ, ჯიბით ატარეთ შავი და თეთრი ფერის ქვები. როგორც კი დაბნეულობას შეამჩნევთ საკუთარ თავს და გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, დასვით კითხვა და ამოიღეთ ერთი ქვა. შავის პასუხია "არა", თეთრის - "კი". ასევე ნახეთ: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელითროგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალებირას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 243052 1-ს მოსწონს
|