საზოგადოებრივი პირველი ვაქცინა უილიამ შექსპირმა გაიკეთა 2020, 8 დეკემბერი, 16:35
დიდ ბრიტანეთში დაიწყო კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პირველი ვაქცინა ამ ქვეყანაში 90 წლის ქალბატონმა მარგარეტ კინანი გახლავთ, რომელსაც ერთ კვირაში 91 წელი შეუსრულდება.
" ძალზე საპატიოა, რომ მე გავხდი პირველი ადამიანი, რომელმაც აცრა გაიკეთა Covid-19-ის წინააღმდეგ, ეს არის საუკეთესო საჩუქარი ჩემს დაბადების დღეზე.ეს ნიშნავს იმას, რომ ახალ წელს ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად შევხვდები, მთელი ეს გასული წელი ხომ მარტოობაში გავატარე." ხოლო პირველი მამაკაცი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა 81 წლის უილიამ შექსპირია უორიკშირის საგრაფოდან.მან მადლობა მოუხადა საავადმყოფოს პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმის და ხანდაზმული ადამიანების მიმართ გამოჩენილი ყურადღების გამო. ბრიტანეთმა ვაქცინა Pfizer-ის პირველი პარტია შეიძინა, დეკემბრის ბოლომდე დაგეგმილია 4 მილიონი ადამიანის აცრა, პირველ რიგში ვაქცინას მიიღებენ 80 წელს გადაცილებულები, ინტერნატები, სოციალური და მედმუშაკები. ვაქცინა ორი დოზისგან შედგება გა კეთდება 2-3 კვირიანი ინტერვალებით, ორგანიზმი იმუნიტეტს მეორე აცრიდან 7-10 დღეში გამოიმუშავებს. 187 7-ს მოსწონს
|