იმერეთი დროშა - ქუთაისის "სუსტი წერტილი" 2020, 8 დეკემბერი, 7:48 საიდან დაიწყო დროშის ამბავი ქუთაისში?დავიწყოთ თავიდან: 2017 წელიყველას კარგად გახსოვთ გოგი წულაია და მისი რეაქცია "დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა", რაც მოყვა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისას, "აია"-ს სარაგბო მოედანზე აღმართულ საქართველოს დროშას, რომელიც სხვა ქვეყნის დროშებთან შედარებით პატარა იყო, აი ასეთი:იმავე დღეს, ფედერაციამ ყველა დროშა ჩამოხსნა, რათა ხარვეზი გამოესწორებინა2018 წლის 9 თებერვალს ფედერაციის გადაწყვეტილებით დროშა აღმართა გოგი წულაიამ.მანამდე კი, ქუთაისში ჩასულმა, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გოგი წულაიას პირადად გადასცა დროშა და გაეხუმრა კიდეც „ახლა შენ დაკიდე გოგია წულაია, ახლა შენ დაკიდე“.გოგი წულაიას ვიდეო ვირუსივით მოედო და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუმრობის საგანი გახდა.2019 დეკემბერიშემდეგ დაიწყო ახალი პრობლემა, ისევ დროშის აღმართვაზე.ამჯერად ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა, 47 მეტრიანი დროშა ქუთაისის შესასვლელში, ნიკეას უბანში დაედგა. ცნობისთვის ნიკეას უბანი ყველაზე ქარიანი ადგილია ქუთაისში.გაურკვეველია მაინცადამაინც ასეთი სიმაღლის დროშა, მაინცადამაინც ასეთ ქარიან ადგილას დადგმა რატომ მოინდომეს ქალაქის მმართველებმა, ამიტომ არაფერი გამოვიდა აქაც.ჯერ მხოლოდ ტენდერები გახდა სასაცილო 6-ჯერ გამოაცხადეს და მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდა, ისიც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის ნათესავი აღმოჩნდა, რომელმაც სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვა.2020 აგვისტოორ წლიანი მცდელობის შემდეგ ქუთაისის, მერიამ როგორც იქნა დროშა აღმართა, რაც 65 ათასი ლარი დაჯდა ქალაქის ბიუჯეტიდან.თუმცა ის მალევე ქარმა წაიღოკიდევ აღმართეს,ქარმა ამჯერად დაგლიჯაისევ გამოცვალეს.ბოლოს კი - 3 დეკემბერს ჩამოვარდა....ქუთაისი რა ქუთაისი იქნება თუ იუმორით არ მიეშველნენ საქმეს, და დროშის სადგარს წყალი დაუსხეს :), ეს 4 დეკემბერს მოხდა.დღეს 8 დეკემბერია და ვნახოთ... ალბათ კვლავ მოგვიწევს მივადევნოთ თვალი დროშის აღმართვის სირთულეებს.376 2-ს მოსწონს
|