რელიგია სავარჯიშო 3-როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე 2020, 8 დეკემბერი, 2:39
ჩარლზ ენელი
“მასტერ-გასაღების სისტემა: სურვილების ასრულების მასტერ-გასაღები”
გაკვეთილი 3
გააცნობიერეთ თქვენი მენტალური რესურსები
შესავალი
თქვენ უკვე გაიგეთ რომ ინდივიდუუმს შეუძლია გავლენა იქონიოს სამყაროსეულ გონზე, ხოლო ამ ქმედების და ურთიერთქმედების რეზულტატი არის მიზეზი და შედეგი. აზრი არის მიზეზი, ხოლო გარემოებები, რომლებსაც ცხოვრებაში ვეჩეხებით, - შედეგი.
ამიტომ უარი თქვით წარსულ ან არსებულ გარემოებებზე წუწუნის ყოველგვარ მცდელობაზე, რადგანაც მათი შეცვლა და ისეთებად ქცევა, როგორებიც თქვენ გენდომებოდათ, რომ დაგენახათ - თქვენი ამოცანაა.
თქვენი ძალისხმევები მიმართეთ ‘მენტალური რესურსების’ რეალიზაციაზე, რომლებიც ყოველთვის თქვენს განკარგულებაშია და ჰბადებენ ნებისმიერ ნამდვილ და მუდმივ ძალას.
დაჟინებით გააგრძელეთ ვარჯიში, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ თუ გესმით თქვენი ძალა და დაჟინებით მისდევთ სწორ მიზანს, მისი მიღწევა შეუძლებელი არ არის. გონების ძალები ხომ ყოველთვის მიზანმიმართული ნებისყოფის განკარგულებაშია და მზად არიან დაიწყონ აზრის და სურვილის ქმედებაში, მოვლენაში და მდგომარეობაში ხორცშესხმა.
ვინაიდან ნებისმიერი სასიცოცხლო ფუნქციის და თითოეული ქმედების წყარო - ცნობიერ აზრშია. ჩვეული ქმედებები ავტომატური ხდება და აზრი, რომელიც მათ მართავს, ქვეცნობიერების სამეფოში გადადის. თუმცა იგი რჩება ასეთივე გონივრული. მისთვის აუცილებელია გახდეს ავტომატური და ქვეცნობიერი, რათა ცნობიერმა გონებამ შეძლოს სხვა რამით დაკავება. მაგრამ ახალი ქმედებაც, თავის მხრივ, ჩვეული გახდება, ხოლო შემდეგ ავტომატური და ქვეცნობიერი, რათა კვლავ გაანთავისუფლოს გონება ამ წვრილმანებისგან და საშუალება მისცეს გადავიდეს საქმიანობის სხვა სახეებზე.
გააცნობიერებთ რა ამას, თქვენ იპოვით ძალის წყაროს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ თქვენ ცხოვრებაში შექმნილ ნებისმიერ სიტუაციას.
თეზისები
1. ცნობიერი და ქვეცნობიერი გონების აუცილებელი ურთიერთქმედება მოითხოვს შესაბამისი ნერვული სისტემების მსგავს ურთიერთქმედებას. ეს ურთიერთქმედება შესანიშნავად აღწერა თომას თროვარდმა: “ცერებროსპინალური სისტემა - ეს ცნობიერი გონების ორგანოა, ხოლო სიმპატიკური - ქვეცნობიერი გონების ორგანო. ცერებროსპინალური სისტემა - ეს არხია, რომლითაც ვიღებთ ცნობიერ აღქმას ფიზიკური გრძნობებისგან და ვმართავთ სხეულის მოძრაობებს. ამ ნერვული სისტემის ცენტრი - თავის ტვინია.
2. სიმპათიკური სისტემის ცენტრი მდებარეობს კუჭის უკან განგლიონურ მასაში, ცნობილი როგორც მზის წნული. ეს არის აზრობრივი ქმედების არხი, რომელიც ქვეცნობიერად მხარს უჭერს სხეულის სასიცოცხლო ფუნქციებს.
3. კავშირი ორ სისტემას შორის ხორციელდება ‘მოხეტიალე ნერვის’ საშუალებით, რომელიც გადის ტვინის სფეროდან გულმკერდამდე და რომლის ტოტები გულისკენ და ფილტვებისკენ მიემართებიან. დაბოლოს, დიაფრაგმის გავლისას, იგი კარგავს გარე გარსს და უერთდება სიმპათიკური სისტემის ნერვებს, აერთებს რა ორივე სისტემას და ადამიანს ფიზიკურად ერთიან არსებად ხდის”.
4. ჩვენ დავინახავთ, რომ ყოველი აზრი მიიღება ტვინის, ცნობიერების ორგანოს მიერ; აქ იგი ჩვენს განსჯას მიეცემა. როცა ობიექტური გონება დაკმაყოფილებულია, დაადგენს რა, რომ აზრი სწორია, იგი აგზავნის მას მზის წნულში, ანუ სუბიექტური გონების ტვინში, რათა მან შეატანოს ჩვენ ძვალ-რბილში, შევიდეს სამყაროში, როგორც რეალობა. ეხლა ის უკვე ვეღარ იქნება შედავების საგანი. ქვეცნობიერ გონებას არ შეუძლია შედავება; იგი მხოლოდ მოქმედებს. იგი იღებს ობიექტური გონების დასკვნებს, როგორც საბოლოოს.
5. მზის წნულს უწოდებენ “სხეულის მზეს”, რადგან ეს ენერგიის განაწილების ცენტრალური პუნქტია, რომელსაც სხეული მუდმივად ქმნის. ეს ძალიან რეალური ენერგიაა, და ეს “მზე” - ასევე ძალიან რეალურია. ენერგია ვრცელდება ძალიან რეალური ნერვებით სხეულის ყველა ნაწილში და იტყორცნება ატმოსფეროში, რომელიც სხეულს გარს ეხვევა.
6. თუ ეს გამოსხივება საკმარისად ძლიერია, ადამიანს მიმზიდველს უწოდებენ; მასზე ამბობენ, რომ ძლიერი “პირადი მაგნიტიზმი” აქვს, ასეთ ადამიანს უდიდესი ძალა აქვს. ხშირად მისი მხოლოდ ყოფნა ამშვიდებს დაბინდულ ტვინებს, რომლებიც მას გზაზე ხვდება.
7. როცა მზის წნული მოქმედებაში იმყოფება და სასიცოცხლო ენერგიას ასხივებს სხეულის ყოველ ნაწილში, და ასევე უგზავნის მას ყოველ შემხვედრს, ადამიანი განიცდის სასიამოვნო შეგრძნებებს, მისი სხეული სავსეა ჯამრთელობით და ყველა, ვისთანაც ურთიერთქმედებს, ასევე კარგადაა და სიამოვნებას განიცდის.
8. თუ ეს გამოსხივება რაღაცის გამო წყდება, ჩვენი შეგრძნებები უსიამოვნო ხდებიან, სიცოცხლისა და ენერგიის მოდინება სხეულის სხვადასხვა ნაწილებთან წყდება. ეს არის სწორედ ნებისმიერი ადამიანური დაავადებების - ფიზიკურის, სულიერის და სოციალურის - მიზეზი.
9. ფიზიკური დაავადება ჩნდება იმის გამო, რომ “სხეულის მზე” უკვე აღარ წარმოქმნის საკმარის ენერგიას, რათა სხეულის რომელიმე ნაწილი გააცოცხლოს; სულიერი დაავადება - იმიტომ, ცნობიერი გონება დამოკიდებულია ქვეცნობიერებაზე, რომელიც წარმოქმნის მისი აზრის შესანარჩუნებლად აუცილებელ სასიცოცხლო ძალას; სოციალური დაავადება წარმოიქმნება იმის გამო, რომ გაწყდა კავშირი ქვეცნობიერ გონებასა და სამყაროსეულ გონს შორის.
10. მზის წნული არის ადგილი, სადაც ნაწილი მთელს უერთდება, სასრული უსასრულო ხდება, უქმნელი - ქმნილი, სამყაროსეული - ინდივიდუალიზებული, უხილავი - ხილული. ეს არის ადგილი, რომელშიც სიცოცხლე ჩნდება, და სასიცოცხლო ენერგია, რომლის გენერირებაც ადამიანს საკუთარი მზის წნულიდან შეუძლია, უსაზღვროა.
11. ეს ენერგეტიკული ცენტრი ყოვლისშემძლეა, რადგანაც ეს არის მთელ სიცოცხლესთან და მთელ გონებასთან კონტაქტის ადგილი. და ამიტომ მას შეუძლია ყველაფრის შესრულება, რასაც უბრძანებენ, და მასში იმყოფება ცნობიერი გონების ძალა; ქვეცნობიერებას შეუძლია და განახორციელებს კიდეც იმ გეგმებს და იდეებს, რომელსაც მას ცნობიერი გონება შესთავაზებს.
12. ეს ნიშნავს რომ ცნობიერი აზრი - ამ მზის ცენტრის მბრძანებელია, რომლისგანაც მომდინარეობს მთელი სხეულის სიცოცხლე და ენერგია, და ჩვენი აზრის ხარისხით, ხასიათით და ბუნებით განისაზღვრება იმ აზრის ხარისხი, ხასიათი და ბუნება, რომელსაც ეს მზე გამოასხივებს, და შესაბამისად, ცხოვრებისეული გარემოებების რეზულტატად ფორმირებადი ბუნებაც.
13. მაშასადამე, ცხადია, რომ ჩვენგან მხოლოდ მოითხოვება ჩვენს სინათლეს მივცეთ კაშკაშის უფლება; რაც უფრო მეტი ენერგიის გამოსხივება შეგვიძლია, მით უფრო სწრაფად შევძლებთ არასასურველი მდგომარეობების გადაქცევას სიამოვნებისა და მოგების წყაროებად. მაშინ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მივცეთ ამ სინათლეს კაშკაშის საშუალება, როგორ შექმნას ეს ენერგია.
14. არასაწინააღმდეგო აზრი აფართოებს მზის წნულს; საწინააღმდეგო აზრი კი - კუმშავს. სასიამოვნო აზრი აფართოვებს მას; არასასიამოვნო - კუმშავს. სიმამაცის, ძალის, დარწმუნებულობისა და იმედის შესახებ აზრები ქმნის შესაბამის მდგომარეობას, თუმცა მზის წნულს ჰყავს ერთი მოსისხლე მტერი, რომელიც მთლიანად უნდა განადგურდეს, რათა ზოგადად შესაძლებელი გახდეს კაშკაში, და ეს მტერი - შიშია. ეს მტერი სრულიად უნდა განადგურდეს. გაძევებულ იქნას სამუდამოდ. იგი - მარადილი სიბნელის შემქმნელი ღრუბელია, რომელიც მზეს ფარავს.
15. სწორედ ეს პირადი ეშმაკი აიძულებს ადამიანებს, რომ ეშინოდეთ წარსულის, აწმყოსი და მომავლის; ეშინოდეთ საკუთარი თავის, საკუთარი მეგობრების და მტრების; ეშინოდეთ ყველასი და ყველაფრისა. როდესაც შიში წარმატებით და მთლიანად იქნება განადგურებული, თქვენი სინათლე აკაშკაშდება, ღრუბლები გაიფანტება და თქვენ მოიპოვებთ ძალის, ენერგიის და სიცოცხლის წყაროს.
16. როცა მიხვდებით, რომ თქვენ ნამდვილად ერთიანი ხართ უსასრულო ძალასთან, და ცნობიერად შეძლებთ ამ ძალის რეალიზებას, საქმეში აჩვენებთ რა, თქვენი აზრის ძალით ნებისმიერი მტრული გარემოების დაძლევის თქვენეულ უნარს, თქვენ აღარაფრის შეგეშინდებათ. შიში მოისპობა და თქვენ მოგეცემათ თქვენი თავდაპირველი უფლებები.
17. ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც უნდა მივიღოთ, განსაზღვრავს ჩვენი გონების დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი. თუ ჩვენ არაფერს ველოდებით, არც არაფერს მივიღებთ. თუ ბევრს ვითხოვთ, უფრო მეტ წილს მივიღებთ. სამყარო სასტიკია მხოლოდ მაშინ, როცა არ შეგვიძლია ჩვენი უფლებების დაცვა. სამყაროს კრიტიკა სასტიკია მხოლოდ იმისთვის, ვისაც არ შეუძლია საკუთარი იდეების დაცვა. ბევრი იდეა არც არასდროს ხედავს დღის სინათლეს ამ კრიტიკის წინაშე შიშის გამო.
18. მაგრამ ადამინს, რომელმაც იცის, რომ აქვს მზის წნული, არ ეშინია არც კრიტიკის, არც კიდევ სხვა რამის; იგი საკმაოდ დაკავებულია სიმამაცის, დარწმუნებულობის და ძალის გამოსხივებით; იგი აზრობრივად წინასწარ იგემებს წარმატებას; იგი გადალახავს ყველა დაბრკოლებას, გადაახტება ეჭვისა და მერყეობის ყველა უფსკრულს, რომელსაც მის გზაზე შიში მოათავსებს.
19. ჯამრთელობის, ძალია და ჰარმონიის ცნობიერად გამოსხივების ჩვენეული უნარის ცოდნა საშუალებას მოგვცემს გავაცნობიეროთ, რომ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, რადგანაც უსასრულო ძალასთან ვართ დაკავშირებული.
20. ამ ცოდნის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ამ ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებით. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის სწავლა, მხოლოდ რაღაცის კეთებით; ასე იძენს ათლეტი ძალას ვარჯიშებზე.
21. რადგანაც შემდეგი მტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია, მე მას რამდენიმე ვარიანტში გადმოგცემთ, რათა თქვენ კარგად გააცნობიეროთ მისი მნიშვნელობა. თუ რელიგიური ხართ მე ვიტყოდი, რომ ‘თქვენ შეგიძლიათ თქვენ სინათლეს კაშკაშის უფლება მისცეთ’. თუ თქვენი გონება ბუნებათმცოდნეობისკენაა მიდრეკილი, მე ვიტყოდი, რომ ‘თქვენ შეგიძლიათ მზის წნულის გაღვიძება’. ან, თუ თქვენ ფსიქოლოგიური განმარტება გორჩევნიათ, მე ვიტყოდი, რომ ‘თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენს ქვეცნობიერ გონებაზე’.
22. მე უკვე ვამბობდი, თუ როგორი იქნება ამ ზემოქმედების რეზულტატი. ეს არის სწორედ ის ხერხი, რომელიც თქვენ ეხლა გაინტერესებთ. თქვენ უკვე გაიგეთ, რომ ქვეცნობიერება გონიერია, აქვს შემოქმედებითი უნარი და ეხმაურები ცნობიერი გონების ნებას. მაშასადამე, რომელია სასურველი ზემოქმედების ყველაზე ბუნებრივი ხერხი? ‘აზრობრივად კონცენტრირება თქვენი სურვილის ობიექტზე’; კონცენტრირებისას თქვენ ზემოქმედებთ ქვეცნობიერებაზე.
23. ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ ყველაზე
მარტივი და ეფექტიანი გზაა. ყველაზე პირდაპირიც, შესაბამისად, ყველაზე საუკეთესო რეზულტატების მომცემი. ეს ხერხი იძლევა ისეთ არაჩვეულებრივ რეზულტატებს, რომ ბევრს ეჩვენება, თითქოს სასწაული ხდება.
24. ესაა ხერხი, რომელის საშუალებითაც ყოველმა დიდმა გამომგონებელმა, ყოველმა დიდმა ფინანსისტმა, ყოველმა დიდმა საზოგადო მოღვაწემ შეძლო სურვილის, რწმენის და დარწმუნებულობის უხილავი ძალის გადაქცევა ობიექტურ სამყაროს რეალურ, საგრძნობ, მატერიალურ ფაქტებად.
25. ქვეცნობიერი გონება - სამყაროსეული გონის ნაწილია. ნაწილი გარეგნულად და ხარისხით უნდა შეესაბამებოდეს მთელს. შესაბამისად, ეს შემოქმედებითი ძალა
აბსოლუტურად უსაზღვროა; იგი არაა შებოჭილი არანაირი პრეცენდენტით, ანუ არ აქვს პირვანდელი ნიმუში, რომლის მიხედვითაც უნდა გამოიყენოს თავის შემოქმედებითი საწყისი.
26. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქვეცნობიერი გონება იმყოფება ჩვენი ცნობიერი ნების გავლენის ქვეშ, ეს კი ნიშნავს, სამყაროსეული გონის უსაზღვრო შემოქმედებით ძალას მართავს ინდივიდუუმის ცნობიერი გონება.
27. ამ პრონციპის პრაქტიკაში გამოყენებისას, შემდეგ გაკვეთილებში მოცემული ვარჯიშების შესაბამისად სასარგებლოა გახსოვდეთ, რომ ‘სულაც არაა სავალდებულო აღწეროთ ის ხერხი, რომლითაც ქვეცნობიერი გონება შექმნის თქვენი სურვილის რეზულტატებს’. სასრული კი უსასრულოს ვერ შეატყობინებს. თქვენ უბრალოდ უნდა თქვათ, თუ რა გსურთ, და არა ის, თუ როგორ უნდა მიიღოთ იგი.
28. თქვენ - ის არხი ხართ, რომლითაც ერთფეროვანი ხდება მრავალფეროვანი, და ეს დიფერენციაცია ხდება დანიშნულების საშუალებით. იმ მიზეზების მოქმედებაში მოსაყვანად, რომლებიც თქვენი სურვილის შესაბამის რეზულტატებს მოგცემენ, საჭიროა მხოლოდ მათი აღიარება. და ასე ხდება იმიტომ, რომ სამყაროსეულ გონს მოქმედება შეუძლია მხოლოდ ადამიანის მეშვეობით, ხოლო ადამიანს - მხოლოდ სამყაროსეული გონის მეშვეობით; ისინი ერთიანია.
სავარჯიშო 3
ამ კვირაში ვარჯიშის სახით გთხოვთ ერთი ნაბიჯით წინ წახვიდეთ. მე მინდა, რომ თქვენ იყოთ არა მხოლოდ სრულიად უძრავი და ყველა აზრს აკავებდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არამედ მოდუნდეთ კიდეც, გაანთავისუფლოთ საკუთარი თავი, მოიყვანოთ კუნთები ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ეს ნერვებს გაანთავისუფლებს წნევისგან და აღმოფხვრის დაძაბულობას, რომელსაც ასე ხშირად მიჰყავს ფიზიკურ დაღლამდე.
ფიზიკური მოდუნება - ეს ნებისყოფის თვითნებური სავარჯიშოა, და ის ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის, რადგანაც სისხლს აძლევს თავისუფლად ცირკულირების საშუალებას ტვინსა და სხეულს შორის.
დაძაბულობას მივყავართ გონების შეშფოთებასთან და მის არასწორ მუშაობასთან; აქედან მომდინარეობს მღელვარება, დარდი, შიში, მოუსვენრობა. ამიტომ მოდუნება ჩვენთვის სრულიად აუცილებელია, რათა უფრო დიდი თავისუფლება მივცეთ ჩვენს მენტალურ უნარებს.
ეს ვარჯიში რაც შეიძლება უფრო გულმოდგინედ შეასრულეთ, აზრობრივად განეწყვეთ ყოველი კუნთის და ნერვის მოდუნებაზე, სანამ თავს არ იგრძნობთ დამშვიდებულად და წყნარად, ერთიანს საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
ამ შემთხვევაში მზის წნული მზად იქნება შემოქმედებისთვის, და რეზულტატი გაგაოცებთ.
საკონტროლო კითხვები და მათზე პასუხები
21. რომელი ნერვული სისტემაა ცნობიერი გონების ორგანო?
ცერებროსპინალური.
22. რომელი ნერვული სისტემაა ქვეცნობიერი გონების ორგანო?
სიმპათიკური.
23. სად იმყოფება ენერგიის განაწილების ცენტრი, რომელსაც სხეული მუდმივად წარმოქმნის?
მზის წნულში.
24. რანაირად შეიძლება შეწყდეს განაწილება?
აზრებით, რომლებიც შეიცავენ წინააღმდეგობას, კრიტიკას, უთანხმოებას, მაგრამ განსაკუთრებით შიშს.
25. როგორია ამ შეწყვეტის რეზულტატი?
ყველა უბედურება, რაცკი კაცობრიობას ეწვევა ხოლმე.
26. როგორ შეიძლება ამ ენერგიის მართვა და მიმართა?
ცნობიერი აზრით.
27. როგორ შეიძლება შიშის მთლიანად მოსპობა?
მთელი ძალის ჭეშმარიტი წყაროს გაგებით და აღიარებით.
28. რა განსაზღვრავს გარემოებებს, რომლებსაც ცხოვრებაში ვეჩეხებით?
ჩვენი გაბატონებული მენტალური წყობა.
29. როგორ შეიძლება მზის წნულის გამოღვიძება?
აზრობრივად იმ სიტუაციაზე კონცენტრირებით, რომლის შექმნაც გვინდა ცხოვრებაში.
30. რა არის სამყაროს შემოქმედებითი საწყისი?
სამყაროსეული გონი.
104 2-ს მოსწონს
|