x
image
ლანა92
მხიარული ფაქტები სანტა კლაუსზე (წმინდა ნიკოლოზზე)

image



წმინდა ნიკოლოზი მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ არაბიბლიურ წმინდანად. მას საფრანგეთსა და გერმანიაში 2 000-ზე მეტი ტაძარი აქვს, ინგლისში კი - 400.

image

მხატრები უფრო ხშირად გამოსახავდნენ წმინდა ნიკოლოზს, ვიდრე სხვა წმინდანებს, ღვთისმშობელი მარიამის გარდა. წმინდა ნიკოლოზი, ასევე, მიიჩნევა საბანკო საქმის, ლომბარდის, სტიპენდიების, მეკობრეობის, ნაოსნობის, ქურდობის, ობლების, სამეფო ოჯახისა და ნიუ-იორკის მფარველად.

გერმანული წარმოშობის ამერიკელმა მხატვარმა, თომას ნასტიმ (1840-1902) შექმნა სანტა კლაუსის თანამედროვე სახე, ვერსია. ესაა მხიარული, ტანსქელი მოხუცი წითელ სამოსში. "კოკა-კოლამ" კიდევ უფრო გაიმყარა თავისი იმიჯი 1931 წელს გავრცელებული მასობრივი ინფორმაციით, როცა სანტას იყენებდა რეკლამირებისას.

image

წმინდა ნიკოლოზი (რომელიც მოგვიანებით სანტა კლაუსი, ანუ თოვლის ბაბუა გახდა) ცნობილი გახდა იმის მერე, რაც მან 3 საბრალო, ღარიბი გოგონა ჩამალა წინდებში, რათა პროსტიტუციაში არ ჩაებათ ისინი.

სანტა კლაუსის ფიგურა ემყარება წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებას. ესაა რეალური ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მე-4 საუკუნეში, თანამედროვე თურქეთში. ოროგინალურ სანტა კლაუსს ჰქონდა ზეთისხილის კანი (ტიპური ბერძენ-ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხისათვის), ყავისფერი თვალები და ჭაღარა, შევერცხლილი თმები.

სანტა კლაუსის ადრეული წინამორბედის ნეშტი დაკრძალულია იტალიაში. მძარცველებმა მოიპარეს მისი ჩონჩხის ნახევარი, ასევე, სხვა სიწმინდეებიც.

თანამედროვე სანტა კლაუსი ძირითადად კომერციალიზაციისა და რეკლამირების ნაყოფია, პროდუქტია, რომელიც ასოცირდება კოკა-კოლასთან, ჰოლივუდის კინოინდუსტრიასთან, ვალმარტის (მაღაზია) გაყიდვებთან, სავაჭრო ცენტრებსა და ინტერნეტთან.

1800-იან წლების შუა პერიოდში პოეტმა, თომას ნეშმა დაწერა ლექსი, რომელიც სანტას სამშობლოდ ჩრდილოეთ პოლუსს ასახელებს, თუმცა თავდაპირველად წმინდანი თურქეთში ცხოვრობდა. ნეშმა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ პოლუსი აირჩია იმის გამო, რომ იმ დროისათვის ჩრდილოეთ პოლუსი განიხილებოდა სამეცნიერო კვლევის ზონად, რეგიონად, რომელსაც მოიაზრებდნენ დედამიწის ფანტასტიკურ ნაწილად, იდუმალ და მიუწვდომელ ადგილად.

ევროპაში მე-16 საუკუნემდე საჩუქრებს ცვლიდნენ ყოველი წლის 6 დეკემბერს, წმინდა ნიკლოზის დღესასწაულზე. მოგვიანებით გერმანელმა პროტესტანტებმა შობის აღნიშვნა დიაწყეს 25 დეკემბერს, ჩვილი ქრისტეს ხსენების დღეს.

სანტა კლაუსის შესახებ თხრობაში ბოროტი ბავშვები ნახშირს იღებენ საჩუქრად. სანტა კლაუსი სახლში ბუხრის მილიდან შედის. ამიტომ მისთვის ადვილია ნახშირის შეგროვება. სხვა ვერსია ნახშირს უკავშირებს ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერას, საგალობელს, რომელშიც სკრუჯი უარს ამბობს ბობ კრეჩიტისათვის თუნდაც ერთი ნატეხი ნახშირის მიცემაზე.

image

ალბათ, არცერთი სხვა ფიგურა არ იკვეთება რეკლამასა და წმინდანის სახით ისე, როგორც სანტა კლაუსი. სანტა კლაუსი პოპულარული სარეკლამო სახეა, იქიდან გამომდინარე, რომ მარტივად ქმნის ქველმოქმედებისა და საჩუქრების შეძენის ეფექტს.

სანამ სანტა კლაუსის თანამედროვე ვერსია სკანდინავიაში პოპულარული გახდებოდა, სკანდინავიურ ქვეყნებს სწამდათ ჯადოსნური იულის თხის არსებობა. თხა დახეტიალობდა ირგვლივ, იმის ნიშნად, რომ ოჯახი ემზადებოდა იულისათვის და საჩუქრებს ელოდებოდა.

იოსებ სტალინის მიერ სსრკ-ის მმართველობის პერიოდში ცდილობდნენ სანტა კლაუსისა და შობის ტრადიციის გაუქმებას. ამიტომაც ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში სანტა კლაუსს "თოვლის ბაბუა" ("დედ მოროზ") უწოდეს. თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს ახალი წლის ღამეს.

image

კლიმენტ მურის 1822 წლის ცნობილმა პოემამ "წმინდა ნიკოლოზის ვიზიტი", იგივე "შობის წინა ღამე"ხელი შეუწყო სანტა კლაუსის, როგორც მხიარული, სქელი მოხუცისა, რომელიც 8 ირმის პატრონია. მურს არ გამოუხატავს პრეტენზია ლექსის ავტორობაზე მისი გამოქვეყნებიდან 20 წლის განმავლობაში და მისი ნამდვილი ავტორობა სადავოა.

სანტა კლაუსი არაა პოპულარული მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში.აღნიშნულ ქვეყნებში ატარებენ ძლიერ ანტი-სანტა-განწყობას.

მსოფლიოში 2.1 მილიარდზე მეტი ბავშვისა და ოჯახში საშუალოდ 2.5 ბავშისათვის სანტა შობის ღამეს 842 მილიონ გაჩერება აქვს. მკვლევართა გამოთვლით, თუ სანტა შობის ღამეს ყველა ბავშვთან მივა, მას მხოლოდ მილიწამი ექნება იმისათვის, რომ თითოეულ ბუხრის საკვამურში ჩაძვრეს, ფუნთუშები ჭამოს და საჩუქრები დაარიგოს.

სანტას ციგა 400 000 ტონაზე მეტს იწონის. თუ მას ექნება საკმარისი სათამაშო მსოფლიოს ყველა ბაშვისათვის, ამხელა ტვირთის წასაღებად სანტას დასჭირდება 360 000-ზე მეტი ირემი.

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0