ფსიქოლოგია საბადურის ტყეში გათოვდა? 2020, 7 დეკემბერი, 21:36 საბადურის ტყე წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია. აალებული ტყე, ფერების კორიანტელი, ხმელი, მსუბუქად აშრიალებული ფოთლების სუნი და ხეტიალი ფოთოლცვენაში - რა შეიძლება იყოს უფრო აღმაფრთოვანებელი შემოდგომის მზით გაჯერებულ დღეს, როცა ქალაქის მტვერსა და აურზაურს გაურბიხარ. სწორედ ასეთია საბადურის ტყე შემოდგომაზე. აქაურობა ზამთარშიც საოცრებათა სამყაროს გავს. თოვლით დაბურული ტყე ზამთრის ყინულოვანი ბრწყინვალებით ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. სიჩუმე, თოვლის შრაშუნი ფეხქვეშ, ყინულის კრისტალებზე არეკლილი მზის სხივები და მომნუსხველი პეიზაჟები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ზამთრის საბადურის ტყე, ეს არის ზღაპრული მოგზაურობა ბავშვობის ოცნებებსა და ფანტაზიებში. სოციალურ ქსელში საბადურის ტყეში გადაღებული ფოტოები ვრცელდება, სადაც საბადურში სურათის გადაღებაზე რიგები დგას. „საბადურში სურათის გადაღებაზე რიგებია… მალე საბადურის კლასტერი გაჩნდება“– წერია სოციალურ ქსელში.თიანეთში მდებარე საბადურის ტყე მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ტყედ არის მიჩნეული, არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალების ობიექტივში. 44 2-ს მოსწონს
|