ვარსკვლავები წარმატებული მოდელი გოგონები არასტანდარტული გარეგნობით 2020, 7 დეკემბერი, 21:28 ყოველ ეტაპზე მოდის სფეროში თაყვანს სცემდნენ სხვადასხვა ტიპის სილამაზეს. განსხვავებული იყო მოდელის გარეგნობისადმი მოთხოვნებიც. ზოგჯერ სპორტული გარეგნობა იწევდა წინ, ზოგჯერ - კლასიკური ელეგანტური სტილი, ანდროგინია, ან ხაზგასმული სექსუალობა. წარმოგიდგენთ 10 მოდელ გოგონას, რომელთაც არასტანდარტული, არატიპური გარეგნობა აქვთ, თუმცა წარმატებული მოდელები არიან. ტამი გლაუზერი მოდელისათვის არატიპური გარეგნობის მქონე ტამი გლაუზერი ცნობილი გახდა "ლუის ვიტონის" ჩვენებიდან. მან მოდელობა დაიწყო 10 წლის დაგვიანებით, 27 წლის ასაკიდან და მალევე აპირებდა ამ საქმიანობის მიტოვებას, თუმცა ჯერჯერობით რჩება სფეროში.
ლაინეიზი მონტერო
ლაინეიზი მონტერო 19 წლიდან აღმოჩნდა მოდის ინდუსტრიაში. იგი წარმოშობით აფფრიკელი, კერძოდ, დომინიკელია (დომინიკის რესპუბლიკა). გაცილებით მეტად პოპულარული გახდა, ვიდრე სხვა მისი ასაკის შავკანიანი მოდლელები. არის "პრადას" სახე.
დამარის გოდრი დამარის გოდრი ბელგიური წარმოშობის მოდელია, რომელიც ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა სააგენტომ აღმოაჩინა და მისი ყურადღება მიიპყრო ლათინო-ამერიკული სენსუალობით. მოლი ბეირი მოლი ბეირი 16 წლის ასაკიდან გამოჩნდა მოდის სფეროში. ის ყურადღებას იქცევს უცხოპლანეტელის გარეგნობით. ფერნანდა ხინ ლინ ლი ფერნანდა ცნობილია, როგორც "ვარდისფერთმიანი მოდელი". საინტერესოა მისი არასტანდარტული თმის ფერი აზიური გარეგნობის თანხმლებად.
მაილა დალბეზიო მაილა დალბეზიოს ხშირად უწოდებენ ახალ კრისტალ რენს, რაც ნიშნავს, რომ ის არის მომავალი ვარსკვლავი "პლუს-საიზ" (პლუს-ზომა) მოდელებს შორის.
ბჰუმიკა არორა ბჰუმიკა არორა ინდური წარმოშობის წარმატებული მოდელია. ჩრდილოეთ ინდოეთელი გოგონა 27 წლის ასაკში გამოჩნდა მოდის სფეროში.
სიერა სკაი სიერა სკაის აქვს მეტად უცნაური გარეგნობა: ტალღოვანი გრძელი თმები, ოვალური სახე, ძლივს შესამჩნევი წარბები, მგრძნობიარე ტუჩები, თხელი ცხვირი და წვრილი თვალები. ნატალი ვესტლინგი ნატალი ვესტინგლი არატიპური გარეგნობის მოდელია: უცნაური ფიგურა, ლამაზი თმები, დიდი ამობურცული თვალები და წარბები თითქმის შეუმჩნეველი.
ისა ლიში
ისა ლიში 19 წლის ასაკიდან იპყრობს ყურადღებას ეგზოტიკური გარეგნობით. იგი ნახევრად მექსიკელი, ნახევრად იაპონელია, რაც ლიშის გარეგნობაზეც აისახა. 51 1-ს მოსწონს
|