სხვა ყველაზე ძვირადღირებული მეძავი სამუშაოს გარეშე დარჩა კარანტინის გამო და სასამართლოში იჩივლა 2020, 7 დეკემბერი, 13:15
პანდემიის დაწყებამდე მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით მილიონი დოლარი იყო.
ყველაზე მინიატურული(მისი სიმაღლე დაახლოებით 142 სანტიმეტრია), მაგრამ ამავე დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ოფიციალურად დასაქმებული მეძავი აშშ-ში ალის ლიტლიმ (Alice Little)საჩივარი შეიტანა ნევადას მთავრობის წინააღმდეგ, რადგან რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო იგი სამუშაოს გარეშე დარჩა. - უბრალოდ გუბერნატორს ვერ მივცემ უფლებას თვითნებურად გაანადგუროს მშრომელ ქალთა მთელი კლასი. ამიტომ გადავწყვიტე საჩივრის შეტანა, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. თავის წერილში გოგონა აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ რეგიონალურმა მთავრობამ შეზღუდა მრავალი გასართობი დაწესებულების მუშაობა ჯერ კიდევ 17 მარტს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ უმეტესობამ მიიღო საქმიანობის განახლებისთვის ნებართვა, მაგრამ არა ბორდელებმა. მისი თქმით, ეს არის ოფიციალურად დასაქმებული სექს მუშაკების დისკრიმინაცია. "ის ფაქტი, რომ მასაჟის სალონები, ესთეტიკის ცენტრები, სალონები, ესკორტის სერვისები და სხვა მეორეხარისხოვანი საწარმოები გაიხსნა, დამაფიქრა იმ ფაქტმა, რომ გუბერნატორის გადაწყვეტილება ბორდელების დახურვის შესახებ, არის აშკარა დისკრიმინაცია ნევადის ლეგალური სექს მუშაკების მიმართ. ალისამ ასევე დაიწყო თანხების შეგროვება "სასამართლო დავის ბატალიებისთვის", დღეისათვის მან ხუთი ათას დოლარზე მეტი შემოწირულობის შეგროვება შეძლო. სასამართლომ დაავალა ნევადის გენერალური პროკურორის ოფისს 30 დღის ვადაში უპასუხოს ლიტლის სარჩელს. 1911 4-ს მოსწონს
|