პოლიტიკა კატა, რომელიც მერად აირჩიეს 2012, 25 აგვისტო, 13:13 მოკლედ რა აღარ ხდება მსოფლიოში, უკვე კატებსაც კი მერად ირჩევენ. 15 წლის უკუდო კატა სტაბსი ( თუ არ ვცდები ეს მისი სახელია ) ცნობილი გახდა მთელს ალიასკაში, იმით რომ ის ძალიან დიდხანს ცხოვრობს. მას იცნობს ტალკიტნას მთელი მოსახლოება, სადაც ცხოვრობს 800 ადამიანი. სტაბსი უკვე დიდი ხანია რაც ამ პატარა ქალაქის მერია. დაახლოებით 10 წლის უკან მოსახლეობამ არჩიეს სტაბსი მერად, რომელიც ახლაც აგრძელებს ამ თანამდებობაზე მუშაობას. 15 წლის წინათ ადგილობრივი "მარკეტის" მმართველმა იპოვნა ქუჩაში პატარა კნუტი, რომელსაც არ ჰქონა კუდი. კატას დაერქვა სტაბსი და მან დაიწყო ახალი ცხოვრება "მაღაზიაში". მხიარული და კეთილი კნუტი მოეწონა "მაღაზიის" ყველა მომხარებელს და მალე მთელმა ქალაქმა შეიყვარა სტაბსი. ქალაქის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სტაბსი ამოერჩიათ მერად და ყველამ მას მისცა ხმა. მოსახლეობას თავისი მერი ძალიან უყვარს პატიოსნების გამო. ის არ იპარავს, ხელს არ უშლის ბიზნესს და არ ზრდის გადასახადებს. მოსახლეობა მზადაა აპატიოს მერს სიზარმაცე. სამაგიეროდ ყველას შეუძლია მერის ოთახში შესვლა და მუცელზე მოფერება. ასევე ადგილობრივი ძაღლებიც კი პატივს სცემენ სტაბსს და მისთვის არცერთხელ არ დაუყეფავთ კიდევაც. ( ისე ჩვენც ხომ არ მიგვებაძა? რა ჯობია პატარა საყვარელი კატა მერი რომ იქნება, მაგრამ ჩვენთან ვიღაცა ამ კატისგან შაურმას გააკეთებს. ) 53 6-ს მოსწონს 1-ს არა
|