x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: მოხუცი კაცი 13 წელია ძვირადღირებულ საკრუიზო ლაინერზე ცხოვრობს
image




ამერიკელი მორტონ ჯაბლინი მთელი ცხოვრება მუშაობდა, 40 წლის ასაკში მან გახსნა საკუთარი ბიზნესი - ეწეოდა მაქმანების წარმოებას. საქმეები ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ კაცი სულ დაკავებული იყო სამუშაოთი. რაღაც მომენტში ის უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა რაემე შეეცვალა ცხოვრებაში.





როდესაც პენსიონერი გახდა, ის სიღარიბეს არ განიცდიდა, რადგან, საკუთარმა ბიზნესმა შემოსავალი მოუტანა. ბავშვები გაიზარდნენ, ცოლი გარდაიცვალა და მარტო დარჩა უზარმაზარ სახლში. მან გადაწყვიტა, რომ რაღაც შეეცვალა, თუ არა ჯაბლინი თავის დარჩენილ დღეებს მოხუცთა თავშესაფარში გაატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს ის ძალიან უყვარდა, ყველას მაინც თავისი საზრუნავი ქონდა და ამერიკელს არ სურდა ვინმეს ტვირთად დაწოლოდა.





image





ერთხელ ამერიკელმა ნახა ძვირადღირებული საკრუიზო გემის რეკლამა, სადაც არის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება ბედნიერებისთვის - კინოთეატრები, კაზინოები, ბიბლიოთეკები, საცურაო აუზები, კაფეები და რესტორნები.




ლაინერში 250 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ტურისტების ყველა ახირებას ასრულებენ. ასეთ ლაინერებზე ყოველთვის არიან მოგზაურები, რომელთანაც დროის გატარება და საინტერესო კომუნიკაცია შეიძლება, გაიფიქრა მამაკაცმა. ახალგაზრდობისას ის ოცნებობდა საზღვაო მოგზაურობაზე, მაგრამ სამუშაო და სხვა საქმეები არ აძლევდა დიდი ოცნების ასრულების საშუალებას.





ლაინერის ვარიანტი იდეალური იყო, რჩებოდა ხარჯების გამოანგარიშება და ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ასეთი გართობა. საკრუიზო გემები ძალიან დიდი გემებია, მაგრამ მწარმოებლები ახერხებენ გაზარდონ მათი ზომა კიდევ უფრო მეტი ტურისტის მისაზიდად.





image




ამერიკელმა გამოთვალა ლაინერზე დასვენების ხარჯი და მიხვდა, რომ ეს მას უფრო იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე, დარჩენილი ცხოვრების კარგ მოხუცთა თავშესაფარში გატარება. მორტონმა გაყიდა თავისი ბიზნესი, თანხა ბანკში ჩადო პროცენტიან მოგებაზე და დაიწყო 250 კაციან ლაინერით მგზავრობა, სადაც უზრუნველყოფილი იყო უმაღლესი დონის მოვლით და მშვენიერი გარემოთი.




ნათესავები ფიქრობდნენ, რომ ბაბუა დაისვენებდა და სახლში მაქსიმუმ ორი თვის შემდეგ დაბრუნდებოდა, მაგრამ უკვე 13 წელზე მეტია, რაც მას არც კი უფიქრია ნაპირზე გადმოსვლა. რაში სჭირდება ეს მას, ნაპირზე ხომ მოსაწყენია, ლაინერი კი ძალიან მაგარია! ოპერატორულმა კომპანიამ ამერიკელს 50% -იანი ფასდაკლებაც კი მისცა, რადგან მას უკვე მიიჩნევენ ლაინერის ნამდვილ თილისმად.





image



ლაინერის გუნდი სწრაფად შეეჩვია ასეთ უჩვეულო ტურისტს, მათთვის ის უკვე ახლობელია. საბოლოოდ ნათესავებიც შეეჩვივნენ მის გადაწყვეტილებას და ბაბუის სანახავად ისინი რეგულარულად ჩამოდიან მაიამის პორტში, სადაც მამაკაცი ზოგჯერ ჩერდება. მორტონ ჯაბლინის აზრით, ის რაც გააკეთა, ეს იყო საუკეთესო საქციელი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა.





0
389
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0