x
image
8ზღა
აქ ასე _ იქ ისე

აქ... აქ, ისევ ძალიან
თბილა, ზამთარშიც კი. იქ კი "სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ სად მისროლია ისარი"
ახლა ცივა, თოვს, წვიმს, შეშის ღუმელების ბოლით
გაჯერებულია ჰაერი.აქ არავინ გიწვევს საუბარში უმიზეზოდ და არც გაბეზრებს თავს, იქ-პირიქით.
აქ არ გეძახიან შინაბერას თუ 22 წლის ხარ და დედაშენს გაუთხოვარი ჰყავხარ.აქ არც არავინ
გაბოლებს სახეში სიგარეტს რესტორანში, არც გაბოლებს, აქ სიწყნარეა.
იქ რუსთაველზე მანიფესტაციაა თემით: "ძირს მეთაური, მე უკეთ წარვმათავ".image
აქ დილით ხომ_თბილი ყავა და თბილი ოთახია, იქ დილით_ ლოგინიდან არგამოძრომის სურვილი
და მოშლილი შეშის ღუმლის კვამლით დაბოლილი ჰაერი, რომლითაც იქაურები სუნთქავენ...

მაგრამ აქ დილით ყავაა,
იქ კი დედიკოს გამომცხვარი ხაჭაპურები, აქ ბევრი მეგობარია, ბევრიც "მეგობარი", იქ ბევრი მეგობარიც
და ნათესავიც. მე იქ მირჩევნია, იქ სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ახვედი და თნ
თუ აბიტურიენტი ხარ, ტრანსპორტში უამრავი ნაცნობი გხვდება და უკანასკნელ გაჩერებამდე
არ ჩადიხარ, მუცელში უსიამოვნო შეგრძნებით,
შენ ხომ სულ რაღაც 40 თეთრი გიჩხრიალებს ჯიბეში, ამიტომ ფეხით მიდიხარ.აქ მრავალი
მაღაზიის მინაზე წერია ქართული შრიფტით "არ მოიპარო".ჩამოვედი, დავბრუნდი,
მიმიღე და გულში ჩამიკარი სამშობლოვ.აეროპორტში რიგში ისმის ხმები_ "მე ბავშვიანი
ვარ და წინ გამიშვით" და ა.შ

imageმე აქ, ამ ქვეყანაში მირჩევნია:ღარიბში,
შეშისღუმელებიანში, ჭორიკანმეზობლებიანში, მაგრამ: ამაყში, დიდ სულისკვეთებიანში, სტუმართმოყვარეში,
ლაღში, ცა-ფირუზხმელეთზურმუხტიანში.დავბრუნდი, მიმიღე, მიმიღე და გულში ჩამიკარი, ჩემო
სა-მშობლოვ.image

აქ ხომ არასდროს მოგიხურავენ
კარს ცხვირწინ, აქ ხომ ობოლს, მათხოვარს, უპატრონოს არ ვაქცევთ ზურგს, აქ ხომ თავსაც
მოვიტყუებთ და ხატს ბოშისგან ვიყიდით, აქ ხომ არავინ გვაკრიტიკებს თუ "მარშუტკაში"
5 თეთრი დაგვაკლდა, აქ ისევ შემოგვრჩა წრფელი გული და სპეტაკი სული, აქ მიწის ნაგლეჯს,
რომ ხელი მოუჭირო, სისხლი გადმოდინდება_ მამა-პაპის, აქ ბევრიც_მოღალატეა, ბევრიც_ერთგული,
მაგრამ ყველა, რაც მთავარია, ხინკალჭამიაშვილია, ჰოდა მეც აქ მირჩევნია, ჩემ გენშიც
ხომ ხინკალჩამიაობა ბობოქრობს, ჩემშიც პილპილმოყრილი მადლი ბუდობს.image

რადიოში ფრაზა_
"ჩვენ ვამაყობთ, რომ გადავრჩით, ჰმ სასაცილოა აგრე ვირუსი და ბაქტერიაც გადარჩება".


ოჰო, ბაქტერიებსაც გვადარებენ
და აქ არ ვლანძღავთ ამისთვის. სად დაკარგეთ კითხვა: რით გადავრჩით?! რამ გაგვაძლებინა?!
აქ ხომ გაზაფხულზე მრავლად გამობობღდებოდნენ ხოცვა-ჟლეტის კომბაინები და მტკვართან
თუ გელათთან ლეწდნენ ქართველთა თავებს. მაგრამ სად არიან მტრები? შემორჩნენ კი? ასურეთი,
ურარტუ, ბიზანტია... ჩამონათვალი ეგზომ გრძელია...

რამ გაგვაძლებინა?! იქნებ
გაგვიმართლა?!_ არა, არა და არა, რწმენა, სულიერი
სიმტკიცე და ცხელი გული, წინაპრების ცხელი გულები, რომლებიც მზესავით დაგვნათიან და
საქართველოს მარიამს ავედრებენ.

საქართველო ღვთისმშობლის
წილხვედრია, ჰოდა, მეც აქ მინდა. სამშობლოვ,
მეც ტენდენციურად მიმიღე და ჩამიკარი... მე დავბრუნდი....


2
111
4-ს მოსწონს
ავტორი:8ზღა
8ზღა
111
  
2012, 25 აგვისტო, 10:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2