საზოგადოება ინდოელ მამაკაცს თავი 40 წელია არ დაუბანია, ამის მიზეზი ნამდვილად გაგაოცებთ 2020, 5 დეკემბერი, 14:42 64 წლის ინდოელ მამაკაცს, საკალ დევ ტუდუს რეკორდულად გრძელი თმა აქვს. მამაკაცმა 22 წლიდან შეწყვიტა თმის შეჭრა და დაბანა. მისი თქმით ერთ ღამეს დრედები თავისით გაუკეთდა თმაზე, შემდგომში კი სიზმარში ღმერთი გამოეცხადა და თმის დაბანა აუკრძალა. ტუდუ ძალიან რელიგიურია, ის არ ეწევა, არ სვამს და რელიგიურ რიტუალებს მუდამ ატარებს. მს ცოლი, 6 შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავს. ქუჩაში გასვლის დროს ის უბრალოდ თმას იხვევს კეფაზე და თეთრ ნაჭერს იჭერს. როგორც ჩანს არც სხვების გაკვირვებული მზერა აწუხებს და არც წლების დაუბანელი თმა. 420 შეფასება არ არის
|