ქალი და მამაკაცი რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად 2020, 8 დეკემბერი, 11:35 არასასურველი ფეხმძიმობა არახალია. ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა კედარის და ზეთისხილის ზეთებისა და ტყვიის გამოყენებაზე ორსულობისგან თავის დასაცავად. გარდა ამისა, ცნობილია, რომ 5 ათასი წლის წინ, ამავე მიზნით საშოში ღრუბელს ითავსებდნენ, რომელიც ლიმონის წვენით იყო გაჟღენთილი. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული, ხშირად ბარბაროსული თავდაცვის მეთოდების ფონზე, თანამედროვე რეალობა "მოსაწყენიც" კი შეიძლება მოგეჩვენოთ. ძველი ეგვიპტე: პირველი პრეზერვატივები და ტამპონი ნიანგის ფეკალიებისგან.ითვლება, რომ თანამედროვე პრეზერვატივის წინამორბედი ეგვიპტეში ჩაისახა. მაშინდელი "პრეზერვატივები" მრავალჯერადი იყო და ცხოველების ტყავისა და ნაწლავებისგან მზადდებოდა. მისი შეძენის საშუალება მხოლოდ მდიდარ ეგვიპტელებს ჰქონდათ. მსგავსი საშუალება სხვა ხალხებსაც ჰქონდათ-აფრიკელები იყენებდნენ ქუდის ფორმის მცენარეულ ჭუპრებს, ჩინელები კი-აბრეშუმს, რომელიც ზეთით იყო გაჟღენთილი. ქალები თავის მხრივ არ ჩამორჩებოდნენ მამაკაცებს და ხმარობდნენ ტამპონებს, რომელიც ამოვლებული იყო თაფლში და ნიანგის ფეკალიებში. ამ მეთოდებს სპერმიციდების დანიშნულება ჰქონდათ (სპერმიციდი ნივთიერებაა, რომელიც სპერმატოზოიდებს ანადგურებს). ამაზე ეგვიპტელების ფანტაზია არ მთავრდება. რომ არ დაორსულებულიყვნენ, ქალები სქესობრივი აქტის წინ გახურებულ ქვებზე ჯდებოდნენ, ცოტა მოგვიანებით კი საშოში მილის საშუალებით ცხელი წყლის ორთქლის შეყვანაზე გადავიდნენ. ძველი რომი და საბერძნეთი: ერთ ფეხზე დგომა და დაჩოქილ მდგომარეობაში დაცემინებაძველი რომისა და ძველი საბერძნეთის ქალებს უფრო გაუმართლათ, თუმცა იქაც ჰქონდათ თავისი საინტერესო მეთოდები. ასე მაგალითად, ბევრს სჯეროდა, რომ არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დაცვა ცალ ფეხზე დგომით შეიძლებოდა. სხვა რჩევით, უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ საჭირო იყო ცხელი აბაზანის მიღება. იყენებდნენ აგრეთვე სხვადასხვა მცენარეებს და მიქსტურებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში იყო: გოგონები მათ ჯადოქრებისგან და ექიმბაშებისგან იძენდნენ, რომლისგანაც იწამლებოდნენ და ხშირად სავალალო შედეგით სრულდებოდა. ცნობილი ძველი ბერძენი ექიმი, სორან ეფესელი ქალბატონებს ურჩევდა ბროწეულის და ჯანჯაფილის ნარევის გამოყენებას. მისი რჩევა იყო აგრეთვე სქესობრივი აქტის შემდეგ, დაჩოქილ მდგომარეობაში დაეცემინათ. კუნთების მკვეთრ დაჭიმვას უნდა გამოედევნა საშვილოსნოდან ყველა სითხე. ძველი რუსეთი: ოხრახუში და ნიშნობის ბეჭედი საშვილოსნოშიძველი რუსი ქალბატონები ძალიან ხშირად კონტრაცეფციებისა და სააბორტო საშუალებად იყენებდნენ მცენარეულ ნაყენებსა და ნახარშებს. მაგალითად: ჭინჭრის, ღვიის და სხვ. მცენარეების ნახარშები იწვევდა მუცლის მოშლას. ზოგიერთები სქესობრივი აქტის შემდეგ ოთხი დღის განმავლობაში ღეჭდნენ ოხრახუშს. გარდა ამისა მიღებული იყო მეუღლის შარდით გამორეცხვაც. პეტრე პირველის მეფობის ხანაში მაღალი საზოგადოების ქალები აქტიურედ იყენებდნენ ლიმონს, აგრეთვე ურევდნენ ერთმანეთში ცხენის ნაკელს, თაფლს და სხვადასხვა ბალახებს, და ტამპონის სახით იყენებდნენ. მე-19 საუკუნეში კი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად ქალებს საშვილოსნოში ნიშნობის ბეჭედი შეჰყავდათ. ამის გაკეთება საჭირო იყო ბავშვის დაბადებიდან ორი საათის განმავლობაში, ქალები მას 30-40 წლის განმავლობაში ატარებდნენ. ეს უკვე თანამედროვე სპირალის წინამორბედი იყო. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გადახედეთ:1. რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები 2. ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები 3. მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო 4. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით 5. ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში 6. წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები 7. უცნაური მეთოდები, რომლითაც ადამიანები მიცვალებულების საფლავებს იცავდნენ 8. როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს 2351 5-ს მოსწონს 1-ს არა
|