x
image
ოტი
წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი."ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე"

image

წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე; დ. 26 აგვისტო, 1929 — გ. 2 ნოემბერი, 1995) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე — არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა
მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“[3][4] მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესრვეურები მოითხოვდნენ მისგან, რომ ეღიარებინა რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერი ურყევად იდგა. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რაზედაც კვლავ ცემა და წამება მიიღო. ეს ფაქტი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა უცნობი. ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა ეს დაუჯერებელი და სენსაციური ამბავი.[4] მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.


1
158
5-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
158
  
2020, 5 დეკემბერი, 1:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1