მუსიკა მაილზ დევისი; "მე ვერ ვუკრავ სხვებივით, ვერ ვჩხუპობ სხვებივით, ვერაფერს ვერ ვაკეთებ სხვებივით, მე მე ვარ" 2012, 24 აგვისტო, 21:56 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა ჯაზი წარმოიშვა ნიუ-ორლეანში 1900-იან წლებში. მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთ კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ბადი ბოლდენი უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ ფრედი კეპარდი, კლარენს ვილიამსი და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისთვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღეს დღეობით ჯაზი. მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი, ჯელ როლ მარტონი და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მოიპოვეს. ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსაფონი, საყვირი, ტრომბონი, კლარნეტი, ფორტეპიანო, გიტარა, კონტრაბასი, ბას გიტარა და დასარტყამები. ჯააზში ბევრ გენიოს უმოღვაწია, მათ შორის გამოირჩევა მაილზ დევისი. ჯაზის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი შემსრულებლი და კომპოზიტორი რამოდენიმეჯერ მოახდინა რევოლუცია ჯაზში და მუდამ ახალ სტილს, ახალ მუსიკას ქმნიდა. ის მუდამ ძიებაში იყო და ახლის შექმნას ცდილობდა.მუსიკოსების უმრავლესობა რაღაცის შექმნის შემდეგ ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს, ძიებას წყვეტს მას შემდეგ, რაც მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილური შემოსავალი უჩნდება, მაილზი მათ არ გავდა. "მე არ ვუკრავ სხვებივით, ვერ ვჩხუპობ სხვებივით, ვერაფერს ვერ ვაკეთებ სხვებივით, მე მე ვარ". ეს მისი სიტყვებია. მაილზ დევისი 1926 წლის 26 მაის დაიბადა.მამა უნდოდა სტომატოლოგი ან ადვოკატი გამოსულიყო, მაგრამ 12 წლის ასაკში ხელში ჩაუვარდა საყვირი და ამით დაიწყო დიდი ჯაზმენის ცხოვრება. მაილზ დევის 1991 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა. 58 1-ს მოსწონს
|