x
image
პროფესორი
მასტერ-გასაღების სისტემა-დაფარული ცოდნა
image
ჩარლზ ენელი
????“მასტერ-გასაღების სისტემა: სურვილების ასრულების მასტერ-გასაღები”
✅ გაკვეთილი 1
“მასტერ გასაღები”-ს სისტემის მიმოხილვა
✉️ შესავალი
???? ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ყურადღებას შევთავაზო “მასტერ-გასაღები”-ს სისტემის პირველი გაკვეღილი. გინდათ თქვენ ცხოვრებაში მეტი ძალის შეტანა? მაშინ თქვენ უნდა შეიძინოთ ‘ძალის ცნობიერება’. უკეთესი ჯამრთელობა გინდათ? თქვენ გჭირდებათ ‘ჯამრთელობის ცნობიერება’. გინდათ მეტი ბედნიერება? თქვენ გჭირდებათ ‘ბედნიერების ცნობიერება’. შეიგრძენით ამ სიკეთეების სული, სანამ ისინი კანონიერად თქვენი არ გახდება. და მაშინ შეუძლებელი იქნება მათი თქვენგან გაუცხოება. ყველა საგანი მსოფლიოში ადამიანის შინაგან ძალას ემორჩილება
???? თქვენ არ გჭირდებათ ამ ძალის შეძენა. თქვენ უკვე ფლობთ მას! მაგრამ თქვენ გჭირდებათ მისი გაგება და გამოყენება, მისი მართვა და მისით გაჟღენთვა, რათა იმოძრაოთ წინ და მიაღწიოთ წარმატებას ამ ცხოვრებაში.
???? თანდათან, თქვენი ამ სისტემის ათვისების და იმის კვალობაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება თქვენი გეგმები და გაძლიერდება თქვენი შთაგონება, თქვენ ‘გაგებას’ შეიძენთ; თქვენ დაიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ეს სამყარო - არა ქვების და მორების მკვდარი გროვაა, არამედ ცოცხალი არსებაა! იგი შედგება მფეთქავი ადამიანური გულებისგან. იგი სავსეა სიცოცხლით და სილამაზით.
???? ცხადია, რომ ‘ასეთ’ მასალასთან მუშაობა გაგებას მოითხოვს, მაგრამ მათ, ვინც ეს გაგება მოიპოვა, ახალი სინათლე შთააგონებთ - ახალი ძალა. ყოველდღე ისინი იძენენ სულ უფრო მეტ დარწმუნებულობას და ძალას; ისინი აცნობიერებენ, რომ მათი იმედები და ოცნებები სრულდება, რომ მათმა ცხოვრებამ უფრო ღრმა, სავსე, ნათელი აზრი შეიძინა.
???? თეზისები
☀️ 1. ყოფიერების ნებისმიერ სფეროში მოქმედებს ჭეშმარიტება: ბევრი მოიზიდავს კიდევ უფრო ბევრს. თანაბრად სამართლიანია, რომ დანაკარგს კიდევ უფრო დიდი დანაკარგი მოჰყვება.
☀️ 2. გონება შემოქმედებითია. ყველა გარე პირობა, მთელი ჩვენი გარემოცვა, მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება - ჩვენი ჩვეული, გაბატონებული აზრობრივი წყობის რეზულტატია.
☀️ 3. გონება-განწყობილება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ. შესაბამისად, ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი მიღწევის და ნებისმიერი ფლობის საიდუმლო - ჩვენი აზროვნების ხერხშია.
☀️ 4. ვიდრე გავაკეთებთ, ჯერ ხომ უნდა ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ მხოლოდ იმის ფარგლებში, რაც ვართ. ხოლო ის, თუ რა ვართ ჩვენ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვფიქრობთ.
☀️ 5. ჩვენ ვერ გამოვავლენთ ისეთ ძალებს, რომლებსაც არ ვფლობთ. ძალის ფლობის ერთადერთი ხერხი - ამ ძალის გაცნობიერებაა, და მის გაცნობიერებას ვერ შევძლებთ, სანამ არ გავიგებთ, რომ მთელი ძალა - ჩვენს შიგნითაა.
☀️ 6. ჩვენს შიგნით მთელი სამყაროა; აზრის, გრძნობის და ძალის სამყარო, რომელიც სავსეა სინათლით, სიცოცხლით და სილამაზით. და თუმცა იგი უხილავია, მისი ძალები უზარმაზარია.
☀️ 7. ამ შინაგან სამყაროს მართავს გონება. აღმოვაჩენთ რა ამ სამყაროს, ჩვენ ვიპოვით ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას, ნებისმიერი შედეგის მიზეზს. და რადგანაც ჩვენს შიგნით არსებული სამყარო ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, ძალისა და ფლობის ყველა კანონი ასევე ჩვენ გვემორჩილება.
☀️ 8. გარე სამყარო შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ის რაც გარეთ ჩნდება, შიგნით იყო ნაპოვნი. შინაგან სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ უსასრულო სიბრძნე, უსასრულო ძალა, ყველაფერ აუცილებლის უსასრულო წყარო. ისინი აღმოჩენას, განვითარებას და გამოვლენას ელოდებიან. თუ ჩვენ ვაღიარებთ შინაგან სამყაროს ამ პოტენციურ შესაძლებლობებს, ისინი განსახიერდებიან გარე სამყაროში.
☀️ 9. გარე სამყარო ჰარმონიას ასახავს, შინაგან სამყაროში ჰარმონიული მდგომარეობებით, ჩვენ ირგვლივ სასიამოვნო გარემოთი, ყველაფერი საუკეთესოთი. ესაა ჯამრთელობის საფუძველი და ყოველგვარი დიდების, ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი შეძენის, მიღწევის და წარმატების აუცილებელი ნაწილი.
☀️ 10. ჰარმონია შინაგან სამყაროში ნიშნავს, ჩვენი აზრების კონტროლის უნარს და საკუთარი თავისთვის იმის განსაზღვრას, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს ჩვენზე ესა თუ ის ცხოვრებისეული გამოცდილება.
☀️ 11. ჰარმონია შინაგან სამყაროში ქმნის ოპტიმიზმს და სიუხვეს; შინაგან სიუხვეს კი მიჰყავს გარე სიუხვემდე.
☀️ 12. გარე სამყარო ასახავს შინაგანი ცნობიერების გარემოებებს და მდგომარეობას.
☀️ 13. თუ სიბრძნეს ვიპოვით შინაგან სამყაროში, გაგებას მოვიპოვებთ, რომელიც მოგვცემს ამ სამყაროში დამალული შესანიშნავი შესაძლებლობის დანახვის საშუალებას. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალას გარე სამყაროში ამ შესაძლებლობის გამოსავლენად.
☀️ 14. გავაცნობიერებთ რა სიბრძნეს შინაგან სამყაროში, ჩვენი გონება დაეუფლება მას. და მაშინ ჩვენ შევალთ ძალის და სიბრძნის რეალურ მფლობელობაში, რომელიც ასე საჭიროა იმისათვის, რომ შევქმნათ გარე სამყაროში ის, რაც არსებითად აუცილებელია ჩვენი ყველაზე უფრო სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის.
☀️ 15. შინაგანი სამყარო - პრაქტიკული სამყაროა; ესაა სამყარო, რომელშიც ძლიერი ადამიანები გენერირებენ სიმამაცეს, იმედს, ენთუზიაზმს, თავდაჯერებულობას, ნდობას და რწმენას. ეს ყველაფერი მათ აძლევს დახვეწილ გონებას იმისთვის, რომ ჰქონდეთ ოცნება, და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ოცნების განსახორციელებლად.
☀️ 16. სიცოცხლე - ეს მუდმივი აღმოჩენაა, და არა უბრალოდ გაზრდა. ის, რაც ჩვენთან მოდის გარე სამყაროში, უკვე არის ჩვენ შინაგან სამყაროში.
☀️ 17. ნებისმიერი ფლობა ცნობიერებას ეფუძნება. ნებისმიერი შეძენა - ‘დაგროვებითი ცნობიერების’ რეზულტატია. ნებისმიერი დანაკარგი - ‘მფლანგველური ცნობიერების’ რეზულტატია.
☀️ 18. გონების პროდუქტიულობა დამოკიდებულია ჰარმონიაზე. უთანხმოება ნიშნავს წარუმატებლობას. ამიტომ ის, ვისაც ძალის მიღება სურს, ბუნებრივ კანონთან უნდა იყოს ჰარმონიაში.
☀️ 19. გარე სამყაროსთან ჩვენ გვაკავშირებს ‘ობიექტური გონება’. ამ გონების ორგანოა - ტვინი, ცერებროსპინალური ნერვული სისტემა კი უზრუნველყოფს მის შეგნებულ კავშირს სხეულის თითოეულ ნაწილთან. ეს ნერვული სისტემა რეაგირებს სინათლის, სითბოს, სუნის, ბგერის ან გემოს ყოველ შეგრძნებაზე.
☀️ 20. როდესაც ეს გონება სწორად აზროვნებს, როდესაც მას ესმის ჭეშმარიტება, როდესაც ცერებროსპინალური ნერვული სისტემით სხეულში გაგზავნილი აზრები შემოქმედებითია, ეს შეგრძნებები სასიამოვნო და ჰარმონიულია.
☀️ 21. რეზულტატში ჩვენი სხეული ივსება ენერგიით, შემოქმედებითი სასიცოცხლო ძალით. მაგრამ იგივე ობიექტური გონებით, ჩვენს ცხოვრებაში, შეგვიძლია შევუშვათ ნაღველი, ავადმყოფობა, გაჭირვება, შეზღუდვა, ყველა სახის უთანხმოება და დისჰარმონია. შესაბამისად, სწორედ ობიექტური გონება, არასწორი აზროვნების შედეგად, გვაკავშირებს ყველა დამანგრეველ ძალასთან.
☀️ 22. შინაგან სამყაროსთან ჩვენ გვაკავშირებს ‘ქვეცნობიერი’, ანუ ‘სუბიექტური გონება’. მისი ორგანო - მზის წნულია. ყველა სუბიექტურ შეგრძნებას, სიხარულს, სიყვარულს, ღელვას, სუნთქვას, წარმოსახვას და სხვა ქვეცნობიერ მოვლენებს, განაგებს სიმპათიკური ნერვული სისტემა. სწორედ ქვეცნობიერი გვაკავშირებს სამყაროსეულ გონთან და გვაძლევს წვდომას სამყაროს უსასრულო შემოქმედებით ძალებთან.
☀️ 23. ჩვენი არსების ამ ორი ცენტრის კოორდინაცია და მათი ფუნქციების გაგება - სიცოცხლის დიდი საიდუმლოს გასაღებია. ვფლობთ რა ამ ცოდნას, ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად შევინარჩუნოთ ობიექტური და სუბიექტური გონების ურთიერთქმედება, ვმართავთ რა ამგვარად, სასრულს და უსასრულოს. ჩვენი მომავალი - მთლიანად ჩვენს ხელთაა. იგი არაა დამოკიდებული კაპრიზულ და ცვალებად გარე ძალებზე.
☀️ 24. ყველა ადამიანი ეთანხმება იმას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი საწყისი, ანუ ცნობიერება, რომელიც გამსჭვალავს და ავსებს მთელ სამყაროს. იგი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფია. ყველა აზრი და საგანი მის შიგნითაა. იგი არის “ყველაფერი ყველაფერში”.
☀️ 25. სამყაროში არსებობს აზროვნების უნარის მქონე მხოლოდ ერთი ცნობიერება. და როცა ის აზროვნებს, აზრები მისთვის ხდება ობიექტური საგნები. რადგანაც ეს ცნობიერება ყველგანმყოფია, იგი თითოეულში უნდა იყოს; და ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს ამ ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი ცნობიერების გამოხატულება.
☀️ 26. სამყაროში აზროვნების უნარის მქონე მხოლოდ ერთი ცნობიერების არსებობიდან გამომდინარეობს ის აუცილებლობა, რომ თქვენი ცნობიერება სამყაროს ცნობიერების იგივურია - ანუ სხვა სიტყვებით, ყველა გონების არსი ერთი გონებაა. ეს დასკვნა გარდაუვალია.
☀️ 27. თქვენი ტვინის უჯრედებში მოქცეული ცნობიერება, - იგივე ცნობიერებაა, რაც ნებისმიერი სხვა ადამიანის ტვინის უჯრედებში. თითოეული ადამიანის გონება - არის სამყაროს, კოსმიურო გონების მხოლოდ ინდივიდუალიზაცია.
☀️ 28. სამყაროსეული გონი არის სტატიკური, ანუ პოტენციური ენერგია; იგი უბრალოდ არსებობს; იგი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ადამიანური გონებით, ხოლო ადამიანური გონება - მხოლოდ სამყაროსეული გონით. ისინი ერთიანია.
☀️ 29. ადამიანის აზროვნების უნარი - ესაა მისი უნარი იმოქმედოს სამყაროსეულ გონზე და გამოავლინოს იგი. ადამიანური ცნობიერება მდგომარეობს მხოლოდ აზროვნების უნარში. კენეტ უოკერი ამბობს: “თვით გონება ითვლება სტატიკური ენერგიის დახვეწილ ფორმად, რომლისგანაც იბადება საქმიანობა სახელწოდებით “აზრი” - გონების დინამიური ფაზა. გონება სტატიკური ენერგიაა, აზრი - დინამიურია; ეს ერთი მოვლენის ორი ფაზაა”. შესაბამისად, აზრი - ეს ვიბრაციული ძალაა, რომელიც წარმოიქმნება გონების სტატიკური ფაზიდან დინამიურში გადასვლისას.
☀️ 30. რამდენადაც ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფ სამყაროსეულ გონში იმყოფება ყველა თვისების ჯამი, ყველა თვისება ყოველთვის პოტენციურად უნდა არსებობდეს თვითოეულ ადამიანში. შესაბამისად, როცა ადამიანი ფიქრობს, აზრი თავის ბუნებით განწირულია, ამ აზრის პირველწყაროს შესაბამის ობიექტურ რეალობაში ან გარემოებებში განსასახიერებლად.
☀️ 31. ეს ნიშნავს, რომ ყველა აზრი მიზეზია, ხოლო ყოველი მდგომარეობა - შედეგი. სწორედ ამიტომ თქვენთვის სრულიად აუცილებელია თქვენი აზრის გაკონტროლება, რათა შექმნათ მხოლოდ თქვენთვის საჭირო მდგომარეობები.
☀️ 32. მთელი ძალა მომდინარეობს შიგნიდან და მთლიანად იმყოფება თქვენს კონტროლქვეშ; ის თქვენთან მოაქვს, გარკვეული პრინციპების ზუსტ ცოდნას და შეგნებულ გამოყენებას.
☀️ 33. ცხადია, რომ კარგად გაიგებთ რა ამ კანონს და ისწავლით რა საკუთარი აზრობრივი საქმიანობის კონტროლს, თქვენ შეძლებთ ამ კანონის ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოყენებას; სხვა სიტყვებით, თქვენ დაიწყებთ ცნობიერ თანამშრომლობას ყოვლისშემძლე კანონთან, რომელიც არის ყველა საგნის ფუნდამენტური საფუძველი.
☀️ 34. სამყაროსეული გონი - ყველა ატომის არესბობის საფუძველია; ყოველი ატომი მუდმივად ცდილობს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის გამოვლინებას; ირგვლივ ყველაფერი გონივრულია, და ყველაფერი ცდილობს მიაღწიოს მიზანს, რის გამოცაა შექმნილი.
☀️ 35. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს გარე სამყაროში; მხოლოდ ცოტამ თუ იპოვა შინაგანი სამყარო, და ხომ სწორედ ის ქმნის გარე სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ის შემოქმედებითია, და ყველაფერი, რასაც დაინახავთ გარე სამყაროში, უკვე თქვენ მიერ იყო შექმნილი შინაგან სამყაროში.
☀️ 36. “მასტერ-გასაღები”-ს სისტემა დაგეხმარებათ იმ ძალის გამოყენებაში, რომელიც თქვენი გახდება, როგორც კი დაინახავთ კავშირს გარე და შინაგან სამყაროს შორის. შინაგანი სამყარო - მიზეზია, გარე სამყარო - შედეგი; იმისთვის რომ, შეცვალოთ შედეგი, უნდა შეცვალოთ მიზეზი.
☀️ 37. თქვენ მაშინვე შეამჩნევთ, რომ ეს მთლიანად ახალი იდეაა, რომელიც არ ჰგავს მანამდე არსებულ არცერთ იდეას. ადამიანთა უმრავლესობა, შედეგების შეცვლას ცდილობს, შედეგებთან მუშაობისას. მათ არ ესმით, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ტანჯვის მეორეთი შეცვლა. უთანხმოების აღმოსაფხვრელად, საჭიროა იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება ვიპოვით მხოლოდ შინაგან სამყაროში.
☀️ 38. ნებისმიერი ზრდა შიგნიდან ხდება. ბუნებაში ყველაფერი ამას დემინსტრირებს. ნებისმიერი მცენარე, ცხოველი, ნებისმიერი ადამიანი - ამ დიადი კანონის ცოცხალი მოწმეა; ადამიანები კი საუკუნეების მანძილზე ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ: გარეთ ეძებენ ძალას და ენერგიას.
☀️ 39. შინაგანი სამყარო - “სამყაროსეული სიუხვის რქაა”, ხოლო გარე სამყარო - მისი სათავეა. მიღების ჩვენეული უნარი დამოკიდებულია, ჩვენს მიერ სამყაროსეული წყაროს, ამ უსასრულო ენერგიის აღიარების ხარისხზე, რომელიც არის ყოველ ჩვენგანში.
☀️ 40. აღიარება - გონებრივი პროცესია. ამგვარად, გონებრივი საქმიანობა არის ადამიანის ურთიერთქმედება სამყაროსეულ გონთან. და რადგანაც სამყაროსეული გონი არის ცნობიერება, რომელიც მთელ სამყაროს გამსჭვალავს და ყველაფერ ცოცხალს სიცოცხლეს აძლევს, ეს გონებრივი საქმიანობა და უკუქმედება გვაძლევს ‘მიზეზობრიობის კანონს’, თუმცა ამ კავშირის საფუძველი არა ადამიანში, არამედ სამყაროსეულ გინშია. ეს არაა ობიექტური უნარი, არამედ სუბიექტური პროცესია, და მისი რეზულტატები ჩანს უსასრულოდ მრავალფეროვან მდგომარეობებში და სიტუაციებში.
☀️ 41. ცხოვრება რომ გამოვხატოთ, საჭიროა გონება; მის გარეშე არაფერი არ არსებობს. ყველაფერი არსებული არის ამ ერთადერთი ფუნდამენტური სუბსტანციის გამოვლინება, რომლისგანაც და რომლის საშუალებითაც შექმნილია და მუდმივად ხელახლა იქმნება ყველაფერი, რაც არსებობს.
☀️ 42. ჩვენ ვცხოვრობთ გონების დამყოლ სუბსტანციის უძირო ზღვაში. ეს სუბსტანცია მუდმივად ცოცხალი და ქმედითია. იგი უმაღლესი ხარისხით მგრძნობიარეა. იგი იღებს სხვადასხვა ფორმებს გონების მოთხოვნილების შესაბამისად. აზრი ქმნის ფორმას, ანუ მატრიცას, რომლის მიხედვითაც მატერია ისხმება.
☀️ 43. გახსოვდეთ, რომ თხოვნის რეზულტატს შეიცავს უკვე თვით თხოვნა და რომ ამ კანონის პრაქტიკული გაგება ცვლის სიღარიბეს სიუხვით, უცოდინრობას სიბრძნით, უთანხმოებას ჰარმონიით და ტირანიას თავისუფლებით, ეს ხომ უდიადესია მატერიალური და სოციალური სიკეთეებიდან.
???? სავარჯიშო 1
⚙️ ეხლა კი დაიწყეთ თქვენი თხოვნების გამოხატვის შესწავლა. აირჩიეთ ოთახი, სადაც შეძლებთ მარტო ყოფნას და არავინ შეგაწუხებთ. დაჯექით სწორედ - ისე, რომ თქვენთვის მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ნუ წამოგორდებით; დაე, თქვენმა აზრებმა იხეტიალონ, სადაც მათ მოუნდებათ, მაგრამ სრულ უძრაობაში იყავით თხუთმეტი წუთიდან ნახევარ საათამდე; ამით დაკავდით სამი-ოთხი დღე ან ერთი კვირა, სანამ არ მოიპოვებთ სრულ კონტროლს თქვენ ფიზიკურ არსებაზე.
⚙️ ბევრს ეს უაღრესად რთულ ამოცანად მოეჩვენება, სხვებისთვის უფრო ადვილი იქნება, თუმცა მეცადინეობის გაგრძელებამდე უნდა ისწავლოთ თქვენი სხეულის მთლიანად გაკონტროლება. შემდეგ კვირას თქვენ მიიღებთ მითითებებს თქვენი მომდევნო ნაბიჯის შესახებ, ჯერ ეს ვარჯიში აითვისეთ.
❓ საკონტროლო კითხვები და მათზე პასუხები
❔ 1. რა არის გარე სამყარო შინაგან სამყაროსთან მიმართებაში?
✨ გარე სამყარო არის შინაგანი სამყაროს ანარეკლი.
❔ 2. რაზეა დამოკიდებული ნებისმიერი ფლობა?
✨ ნებისმიერი ფლობა ცნობიერებას ეფუძნება.
❔ 3. როგორაა ადამიანი დაკავშირებული ობიექტურ სამყაროსთან?
✨ ობიექტურ სამყაროსთან ადამიანს აკავშირებს ობიექტური გონება; ამ გონების ორგანოა - თავის ტვინი.
❔ 4. როგორაა ის დაკავშირებული სამყაროსეულ გონთან?
✨ სამყაროსეულ გონთან მას აკავშირებს ქვეცნობიერი(სუბიექტური) გონება; მისი ორგანოა - მზის წნული.
❔ 5. რა არის სამყაროსეული გონი?
✨ სამყაროსეული გონი - ეს ყველა ატომის არსებობის საფუძველია.
❔ 6. როგორ შეუძლია ადამიანს სამყაროსეულ გონზე ზემოქმედება?
✨ ადამიანის აზროვნების უნარი - ეს არის სამყაროსეულ გონზე მისი ზემოქმედების და ამ უკანასკნელის გამოხატვის უნარი.
❔ 7. როგორია ამ ქმედების და ურთიერთქმედების რეზულტატი?
✨ ამ ქმედების და ურთიერთქმედების რეზულტატი - მიზეზეი და შედეგია; ყოველი აზრი არის მიზეზი, ხოლო ყოველი სიტუაცია შედეგი.
❔ 8. როგორ უნდა შევქმნათ ჰარმონიული და სასიამოვნო მდგომარეობები?
✨ ჰარმონიეულ და სასიამოვნო მდგომარეობებს წარმოქმნის სწორი აზროვნება.
❔ 9. რაშია ნებისმიერი უთანხმოების, დისჰარმონიის, გაჭირვების და შეზღუდვების მიზეზი?
✨ უთანხმოება, დისჰარმონია, გაჭირვება და შეზღუდვა - არასწორი აზროვნების რეზულტატია.
❔ 10. სადაა ყველა ძალის წყარო?
✨ ყველა ძალის წყარო - შინაგანი სამყაროა, სამყაროსეული წყარო, უსასრულო ენერგია, რომლის გამტარიც არის თითოეული ადამიანი.
0
106
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0